ელისაბედ დომიტიენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელისაბედ დომიტიენი
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 იანვარი, 1975 – 7 აპრილი, 1976
პრეზიდენტი  ჟან ბედელ ბოკასა
წინამორბედიდავიდ დაკო
მემკვიდრეანჟ ფელიქს პატასე

დაბადებული1925
საფრანგეთის ეკვატორული აფრიკა
გარდაცვლილი26 აპრილი, 2005
პოლიტიკური პარტიამშასე

ელისაბედ დომიტიენი (ფრანგ. Elisabeth Domitien; დ.1925, საფრანგეთის ეკვატორული აფრიკა — გ. 26 აპრილი, 2005) — ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პოლიტიკური მოღვაწე. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი 1975-1976 წწ. იგი იყო აფრიკაში პირველი და მსოფლიოში მეოთხე ქალი პრემიერ-მინისტრი.

პოლიტიკური კარიერა დაიწყო პარტიიდან მოძრაობა შავი აფრიკის სოციალური ევოლუციისათვის. 1972 წელს გახდა აღნიშნული პარტიის ვიცე-პრეზიდენტი. 1975 წელს ჟან ბედელ ბოკასამ დანიშნა პრემიერ-მინისტრად. მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა მას შემდეგ რაც ბოკასამ განიზრახა რესპუბლიკა გამოეცხადებინა მონარქიად, ხოლო საკუთარი თავი - იმპერატორად. დომიტიენმა საჯაროდ განაცხადა აღნიშნული უთანხმოების შესახებ, რის შემდეგაც მისი მთავრობა დაიშალა.

ბოკასას რეჟიმის დამხობისთანავე დააპატიმრეს, ციხეში ყოფნისას უარი განაცხადა ოდესმე პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევაზე, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე მაინც რჩებოდა ცენტრალური აფრიკის გავლენიან ფიგურად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]