ელისაბედ ბორნი
ელისაბედ ბორნი | |
---|---|
ფრანგ. Élisabeth Borne | |
დაბადების თარიღი | 18 აპრილი, 1961[1] [2] [3] (63 წლის) |
დაბადების ადგილი | მე-15 ოლქი |
მოქალაქეობა | საფრანგეთი[4] [3] |
განათლება | პოლიტექნიკური სკოლა, გზებისა და ხიდების ეროვნული სკოლა და Collège des ingénieurs |
მამა | Joseph Borne |
დედა | Marguerite Lescène |
მეუღლე/ები | Olivier Allix[5] |
შვილ(ებ)ი | Nathan Allix[6] |
ჯილდოები | Commander of the Order of Maritime Merit[7] და Grand Cross of the National Order of Merit[8] |
ელისაბედ ბორნი (დ. 1961, 18 აპრილი) — ფრანგი ქალი პოლიტიკოსი. 2022 წლის მაისიდან იკავებს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს. ბორნი არის სამოქალაქო ინჟინერი და ყოფილი სახელმწიფო მოხელე და სახელმწიფო საწარმოების მენეჯერი ტრანსპორტისა და სამშენებლო სექტორებში. იგი იკავებდა ტრანსპორტის მინისტრისა (2017–2019) და ეკოლოგიის მინისტრის პოსტებს (2019–2020). 2020-2022 წლებში იყო შრომის, დასაქმებისა და ინტეგრაციის მინისტრი. [9] 2022 წლის 16 მაისს პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დანიშნა იგი საფრანგეთის პრემიერ მინისტრად, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებისა და ჟან კასტექსის გადადგომის შემდეგ. [10] ბორნი პირველი ქალია, რომელმაც თანამდებობა დაიკავა ედიტ კრესონის შემდეგ, რომელიც პოსტს 1991 წლიდან 1992 წლამდე იკავებდა. [11] ის არის მაკრონის პარტია „რენესანსის“ და მემარცხენე ცენტრის პარტიის „პროგრესის ტერიტორიების“ წევრი.
ადრეული ცხოვრება და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბორნი დაიბადა პარიზში, 1961 წლის 18 აპრილს. [12] მისი ფრანგი დედა, მარგარიტ ლესენი, ფარმაცევტი იყო. მამა, ჯოზეფ ბორნშტეინი, ზელიგ ბორნშტეინის ვაჟი, იყო რუსულ-ებრაული წარმომავლობის არალეგალი ლტოლვილი ლუკოვიდან, [13][14][15][16][17][18][19]). ჯოზეფი დაიბადა ბელგიაში, შემდეგ გაიქცა საფრანგეთში მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში; იგი დაადეპორტეს, მაგრამ გადაურჩა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკს და სიკვდილის მსვლელობას. 1950 წელს გახდა საფრანგეთის ნატურალიზებული მოქალაქე. [19]. მისი მშობლები ომის შემდეგ ფარმაცევტულ ლაბორატორიას მართავდნენ. [18] 11 წლის ასაკში მამის გარდაცვალების შემდეგ, ბორნმა მიიღო განათლების შეღავათები. ამ შეღავათებს სახელმწიფო ანიჭებდა ისეთ არასრულწლოვნებს, რომელთა მშობელიც დაჭრეს ან მოკლეს ომის, ტერორისტული თავდასხმის ან გარკვეული საჯარო სამსახურის გაწევის დროს.
ბორნი საშუალო სკოლაში სწავლობდა პარიზში, იანსონ-დე-სალის ლიცეუმში. მოგვიანებით იგი ჩაირიცხა პოლიტექნიკურ სკოლაში (1981 წლამდე). 1986 წელს მან მიიღო გზისა და ხიდების ინჟინერიის ეროვნული სკოლის დიპლომი სამოქალაქო ინჟინერიაში და ერთი წლის შემდეგ ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის წოდება.
კარიერა საჯარო სექტორში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბორნი შეუერთდა საჯარო სამსახურს, როგორც სახელმწიფო მოხელე საფრანგეთის დაგეგმვისა და სამუშაოების სამინისტროში (ministère de l'Equipement) 1987 წელს. 1990-იანი წლების დასაწყისში ის იყო განათლების სამინისტროს მრჩეველი ლიონელ ჟოსპინისა და ჯეკ ლენგის (ორივე სოციალისტური პარტიის წევრი) ხელმძღვანელობისას. 1993 წლიდან 1996 წლამდე მუშაობდა საჯარო საბინაო კომპანია Sonacotra-ს ტექნიკურ დირექტორად. 1997 წელს პრემიერ-მინისტრმა ლიონელ ჟოსპინმა დანიშნა იგი თავის მრჩევლად ურბანული დაგეგმარების, საცხოვრებელი და ტრანსპორტის საკითხებში. [20]
2002 წელს ბორნი გახდა სტრატეგიის დირექტორი და აღმასრულებელი კომიტეტის წევრი სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია SNCF-ში, სანამ შეუერთდებოდა საზოგადოებრივი სამუშაოების სამშენებლო კომპანია Eiffage-ს, როგორც კონცესიის მენეჯერი 2007 წელს. იგი მუშაობდა ქალაქ პარიზის ურბანული დაგეგმარების დირექტორად მერის ბერტრან დელანოეს დროს 2008 წლიდან 2013 წლამდე.
2013 წელს ბორნი დაინიშნა ვიენის დეპარტამენტისა და პუატუ-შარანტის რეგიონის პრეფექტად. იგი გახდა პირველი ქალი, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა. [21] იმ დროს სოციალისტი პოლიტიკოსი სეგოლენ რუაიალი იყო პუატუ-შარანტის რეგიონალური საბჭოს პრეზიდენტი. როდესაც რუაიალი გახდა ეკოლოგიის, მდგრადი განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრი 2014 წელს, მან დანიშნა ბორნი თავისი შტაბის უფროსად (directrice de cabinet). შემდგომში (2015-2017) ბორნი RATP ჯგუფის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი გახდა. RATP არის სახელმწიფო საწარმო, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ ტრანსპორტს პარიზში.
პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიდი ხნის განმავლობაში ბორნი დაახლოებული იყო სოციალისტურ პარტიასთან, მაგრამ ოფიციალურად პარტიაში გაწევრიანების გარეშე. 2017 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონის გამარჯვების შემდეგ, იგი შეუერთდა La République En Marche!-ს (LREM). 2020 წლიდან ის დამატებით არის პროგრესის ტერიტორიების, LREM-ის მოკავშირე მემარცხენე ცენტრის პარტიის წევრი. [22]
ბორნი 2017 წლის მაისიდან 2019 წლის ივლისამდე იყო ტრანსპორტის მინისტრ-დელეგატი. [23] 2019 წელს ეკოლოგიის მინისტრის ფრანსუა დე რუჟის გადადგომის შემდეგ, ბორნი დაწინაურდა ეკოლოგიური და ინკლუზიური გადასვლის სამინისტროს ხელმძღვანელად. ამ კუთხით, იგი ხელმძღვანელობდა მცდელობებს მიეღოთ გრძელვადიანი ენერგეტიკული დაგეგმვის კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მიწოდების უსაფრთხოების გაზრდასა და სუფთა მობილობის კანონპროექტის მიღებას. ეს ავალდებულებს ქვეყანას მიაღწიოს ნახშირბადის ნეიტრალიტეტს ტრანსპორტის სექტორში 2050 წლისთვის. [24]
2019 წელს ბორნი ეწინააღმდეგებოდა საფრანგეთის მიერ ევროკავშირისა და მერკოსურის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიცირებას.
2020 წლის ივლისში ბორნი დაინიშნა შრომის, დასაქმებისა და ეკონომიკური ჩართულობის მინისტრად პრემიერ მინისტრ ჟან კასტექსის მთავრობაში, რომელიც შეცვალა მურიელ პენიკომ. ამ თანამდებობაზე, იგი ზედამხედველობდა მოლაპარაკებებს პროფკავშირებთან, რამაც გამოიწვია უმუშევრობის შეღავათების შემცირება ზოგიერთი სამუშაოს მაძიებლისთვის. მისი მმართველობის პერიოდში საფრანგეთში უმუშევრობის დონე დაეცა ბოლო 15 წლის ყველაზე დაბალ დონემდე, ხოლო ახალგაზრდების უმუშევრობა ბოლო 40 წლის ყველაზე დაბალ დონემდე.
2022 წლის 16 მაისს, ბორნი დაინიშნა პრემიერ მინისტრად, ჟან კასტექსის შემცვლელად, ემანუელ მაკრონის საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევიდან სამი კვირის შემდეგ. ედიტ კრესონის შემდეგ, 1991–1992 წლებში, ის მეორე ქალია, ვინც ამ თანამდებობას იკავებს. ის ასევე არის მაკრონის პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც მისი ცენტრისტული პარტიის წევრია.
ბორნი იყო პარტია „რენესანსის“ კანდიდატი (ადრე ცნობილი როგორც La République En Marche!) 2022 წლის ივნისის საფრანგეთის საკანონმდებლო არჩევნებში კალვადოსის მე-6 ოლქში ნორმანდიის რეგიონში, ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთში. [25] კანდიდატად ყოფნისას, ორმაგი მანდატის ( cumuls des mandats ) კანონის თანახმად, ის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ვერ დაიკავებს თანამდებობას და ჩანაცვლდება დანიშნული ალტერნატივით.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბორნი საავადმყოფოში გადაიყვანეს COVID-19-ით 2021 წლის მარტში და დასჭირდა ჟანგბადის აპარატის გამოყენება. ის არის ჩიუაუას მომშენებელი.
ღირსებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლენტი ბარი | წოდება | თარიღი და კომენტარი |
---|---|---|
საპატიო ლეგიონის კავალერი | 2013 წლის 12 ივლისი [26] | |
ღირსების ეროვნული ორდენის ოფიცერი | 2016 წლის 14 ნოემბერი [27] | |
ღირსების ეროვნული ორდენის კავალერი | 2008 წლის 6 ნოემბერი [27] | |
საზღვაო ღირსების ეროვნული ორდენის მეთაური | 2017 [28] |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ Elections législatives des 30 juin et 7 juillet 2024 - Liste des candidats du 1er tour
- ↑ 3.0 3.1 Elections législatives des 12 et 19 juin 2022 - Liste des candidats du 1er tour
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #1219930946 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Ingeniera de larga trayectoria, incansable y despiadada. Así describen los analistas franceses a Élisabeth Borne, la nueva primera ministra de Francia — 2022.
- ↑ https://www.gala.fr/l_actu/news_de_stars/elisabeth-borne-premiere-ministre-qui-est-son-fils-nathan_494125
- ↑ https://www.meritemaritime-fnmm.com/_files/ugd/80c489_053d59345663494894aa292477e651ec.pdf
- ↑ https://fr.news.yahoo.com/lors-dune-remise-d%C3%A9coration-macron-131124856.html
- ↑ „Gouvernement Castex en direct : Darmanin nommé ministre de l'intérieur, Dupond-Moretti garde des sceaux et Bachelot à la culture“. Le Monde.fr (ფრანგული). 2020-07-06. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 November 2020. ციტირების თარიღი: 6 July 2020.
- ↑ „Élisabeth Borne va être nommée Première ministre“. INFO BFMTV. 16 May 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 May 2022. ციტირების თარიღი: 17 May 2022.
- ↑ Élisabeth Borne becomes France's first female prime minister in 30 years (2022-05-16). ციტირების თარიღი: 2022-05-17
- ↑ Sage, Adam (17 May 2022). „Elisabeth Borne: France's first female prime minister for 30 years seeks unity“. The Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 May 2022. ციტირების თარიღი: 17 May 2022.
- ↑ Vincendon, Sibylle (20 May 2015). „Elisabeth Borne. Elle a pris le métro“. Libération. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 მაისი 2022. ციტირების თარიღი: 29 მაისი 2022. ციტატა: „Que moi, la fille de ce réfugié apatride, qui n'a été français qu'en 1950, j'accomplisse ce geste, cela disait quelque chose sur l'intégration“
- ↑ „France: Elisabeth Borne, une Première ministre fille d’un résistant et déporté“. Times of Israël. 17 May 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 მაისი 2022. ციტირების თარიღი: 29 მაისი 2022. ციტატა: „Que moi, la fille de ce réfugié apatride, qui n’a été français qu’en 1950, j’accomplisse ce geste, cela disait quelque chose sur l’intégration.“
- ↑ Chrisafis, Angelique (16 May 2022). „Élisabeth Borne: a long-serving technocrat and ‘woman of the left’“. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 მაისი 2022. ციტირების თარიღი: 29 მაისი 2022. ციტატა: „Her father was Jewish with Russian roots, from a family who had taken refuge in France in 1939.“
- ↑ Samuel, Henry (24 May 2022). „The 'Borne identity' – is France's new PM a Thatcherite in Socialist clothing?“. The Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 მაისი 2022. ციტირების თარიღი: 29 მაისი 2022. ციტატა: „Her father Joseph, a French Jewish resistance fighter of Russian descent, survived the Auschwitz and Buchenwald death camps where his father and two brothers died, only to commit suicide when she was 11.“
- ↑ Miller, Jonathan (28 May 2022). „France’s new prime minister will never overshadow Macron“. The Spectator. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მაისი 2022. ციტირების თარიღი: 29 მაისი 2022. ციტატა: „Borne, 61, whose father was a Russian Jewish refugee, is at least not a graduate of the École National d’Administration, but that doesn’t mean she missed out on the indoctrination it offers to the French elite.“
- ↑ 18.0 18.1 Bloch, Ben (17 May 2022). „France's new prime minister is the daughter of a Holocaust survivor and French Resistance hero“. The Jewish Chronicle. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 May 2022. ციტირების თარიღი: 17 May 2022.
- ↑ 19.0 19.1 Klein, Zvika (May 17, 2022). „What are the Jewish roots of France's newest prime minister?“. Jerusalem Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 May 2022. ციტირების თარიღი: May 18, 2022.
- ↑ Elisabeth Borne. Who's Who in France (17 May 2022). ციტირების თარიღი: 17 May 2022
- ↑ Elisabeth Borne, la nouvelle ministre de la Transition écologique, a été préfète de la région Poitou-Charente (2019-07-17). ციტირების თარიღი: 11 November 2020
- ↑ Jean-Rémi Baudot (20 September 2020). „Avec le mouvement "Territoires de progrès", Emmanuel Macron travaille son aile gauche“. Europe 1. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 April 2022. ციტირების თარიღი: 17 May 2022.
- ↑ „Élisabeth Borne, ministre des transports, 56 ans“. La Croix. 17 May 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 May 2017. ციტირების თარიღი: 17 May 2017.
- ↑ Louise Guillot (23 May 2022), Macron’s new (not so) green team Politico Europe.
- ↑ Archived copy. ციტირების თარიღი: 17 May 2022
- ↑ Décret du 12 juillet 2013 portant promotion et nomination. Légifrance. ციტირების თარიღი: 11 November 2020
- ↑ 27.0 27.1 Décret du 14 novembre 2016 portant promotion et nomination. Légifrance. ციტირების თარიღი: 11 November 2020
- ↑ Décret n° 2002-88 du 17 janvier 2002 relatif à l'ordre du Mérite maritime. Légifrance. ციტირების თარიღი: 11 November 2020