შინაარსზე გადასვლა

ელინა დანიელიანი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელინა დანიელიანი

ელინა დანიელიანი. ევროპის გუნდური ჩემპიონატი. ვარშავა 2013 წელი
ქვეყანა (სპორტი) სომხეთის დროშა სომხეთი
ეროვნება სომეხი
დაბადების თარიღი 16 აგვისტო, 1978 (1978-08-16) (46 წლის)
დაბადების ადგილი ბაქო,აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
წოდება დიდოსტატი (2010)
ფიდე რეიტინგი 2441 [1]
მაქსიმალური რეიტინგი 2521 (ივნისი 2011)
ჯილდოები და პრემიები მედალი „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ 1-ლი ხარისხი
საიტი elinachess.com/index.php

ელინა დანიელიანი (სომხ. Էլինա Դանիելյան) ინგლ. Elina Danielian) დ. 16 აგვისტო, 1978, ბაქო,აზერბაიჯანის სსრ, სსრკ) ― სომეხი მოჭადრაკე, დიდოსტატი. 2021 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი ქალთა შორის. სომხეთის ექვსგზის ჩემპიონი. ნაკრების შემადგენლობაში 13-ჯერ იასპარეზა ოლიმპიადაზე [2].

ელინა დანიელიანს თამაში 5 წლისას მამამ ასწავლა. 7 წლისამ მეცადინეობა, საჭადრაკო სექციაში, რაფაელ სარქისოვთან დაიწყო. 1988 წელს ყარაბაღის კონფლიქტის გამო მისი ოჯახი იძულებული გახდა ბაქოდან ერევანში წასულიყო. სომხეთის დედაქალაქში მეცადინეობა ტიგრან პეტროსიანის სკოლაში, სპორტის ოსტატ ოვიკ ჰალიკიანთან გააგრძელა. 15 წლისამ პირველად მოიგო სომხეთის ჩემპიონატი ქალთა შორის, ხოლო 16 წლისამ ქალთა შორის დიდოსტატის წოდება მიიღო და გახდა პირველი სომეხი ქალი, ვინც ეს შეძლო. 1992 წლიდან სომხეთის ქალთა ნაკრების წევრია, ხოლო 1994 წლიდან მისი ლიდერი. 2003 წელს სომხეთის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის გუნდური ჩემპიონი გახდა და პირველ დაფაზე საუკეთესო შედეგისთვის ინდივიდუალური ოქროს მედალიც დაიმსახურა [3]. 2007 წელს იმავე ტურნირზე ნაკრებს ვერცხლის მედალი მოაპოვებინა. 2003 წელს სომხეთში სპორტულმა ჟურნალისტებმა დანიელიანი ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს და პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა სომხეთში ჭადრაკის განვითარებისთვის „მოვსეს ხორენაცის“ მედლით დააჯილდოვა. 2006 წელს ერევნის კლუბ „მიკას“ შემადგენლობაში ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ერთხელ 2012-ში ვერცხლიც მოიგო, ხოლო სამჯერ ბრინჯაო 2007, 2010 და 2011 წლებში. 2010 წელს საერთაშორისო ოსტატის წოდება მიიღო. 2009-2011 წელს ქალთა გრან-პრის სერიაში იასპარეზა და საერთო ჩათვლაში მეხუთე ადგილზე დაასრულა. ოქტომბრის ფიდეს რეიტინგში ქალთა შორის საუკეთესო ათეულში იყო. 2011 თბილისში ევროპის ქალთა პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიგო [4]. იმავე წელს სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის ბრძანებით “სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის” პირველი ხარისხის მედალი გადაეცა. 2021 წლის აგვისტოში ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატი მოიგო და გახდა პირველი სომეხი, ვინც ეს შეძლო. 2021 წლის ნოემბერში რიგაში FIDE Women's Grand Swiss ტურნირზე 37-ე ადგილი დაიკავა. სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანის ბრძანებით “სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის” მეორე ხარისხის ორდენი გადაეცა. შესულია XX საუკუნის ცნობილ სომეხ ქალთა სიაში.

2008 წელი, დრეზდენი. ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადა

2003 „მოვსეს ხორენაცის“ მედალი, სომხეთში ჭადრაკის განვითარებისთვის

2011 “სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის” პირველი ხარისხის მედალი.(16.10.2011) [5]

2021 “სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის” პირველი ხარისხის ორდენი.(13.09.2021) [6]

2008 წელს ცოლად გაჰყვა ნიდერლანდელ მოჭადრაკე ალექსანდ ვან პელტს. 2016 წელს შეეძინათ გოგონა ელიზა.

ქალთა შორის სომხეთის 6 გზის ჩემპიონი (1993, 1994, 1999, 2002, 2003, 2004).

14 წლამდე გოგონათა მსოფლიოს ჩემპიონი 1924

16 წლამდე გოგონათა მსოფლიოს ჩემპიონი 1993

ევროპის ჩემპიონი ბლიცში ქალთა შორის 2001

ევროპის ჩემპიონი ქალთა შორის 2021

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]