ელიზბარ შარვაშიძე
ელიზბარ ნიკოლოზის ძე შარვაშიძე (შერვაშიძე; დ. 18 სექტემბერი, 1886, — გ. 1937) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი (1919).
წარმომავლობით თავად შარვაშიძეთა ქართლში დამკვიდრებული შტოდან იყო. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და კიევის სამხედრო სასწავლებელი (1905-1907). 1907 წელს პოდპორუჩიკის ჩინით ჩაირიცხა კოლივანის მე-40 ქვეით პოლკში. I მსოფლიო ომის (1914-1918) დროს იყო ერევნის მე-13 ლაიბგრენადერთა პოლკის პორუჩიკი, შემდეგ შტაბს-კაპიტანი, კაპიტანი და, ბოლოს, 1917 წელს — პოდპოლკოვნიკი. 1918 წლიდან მსახურობდა ქართულ ჯარში, კერძოდ, მე-5 ქვეით პოლკში. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი სომხეთთან ომში, სადაც თავისი პოლკის ბატალიონს მეთაურობდა. 1919-1921 წლებში იყო თბილისის სამხედრო სკოლის ოფიცერი, პოლკოვნიკი. დაჯილდოებული იყო წმ. ანას IV , III (ორივე 1915) და II (1916), წმ. სტანისლავის II (1916), წმ. ვლადიმირის IV (1916) ხარისხის ორდენებით, გიორგის ოქროს იარაღით „მამაცობისათვის“ (1917, 1915 წლის მაის-ივნისში სოფ. ტუხლის და ლუკოვეც-ველკე-ოჩის მიდამოებში ბრძოლებში თავის გამოჩენისთვის).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სომხებთან ომი და მე-5 რაზმი / ჩ-ნაი, თ. // რესპუბლიკის ჯარი. - 1919. - №12. - გვ.10-11;
- Думин С. В., Чиковани Ю. К. Дворянские роды Российской империи. Том 4. Князья Царства Грузинского / Под ред. С. В. Думина. – М.: Линкоминвест, 1998. - გვ. 34.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Шервашидзе Елисбар. «Памяти героев Великой войны 1914–1918».
- დაბადებული 18 სექტემბერი
- დაბადებული 1886
- გარდაცვლილი 1937
- ქართველი პოლკოვნიკები
- რუსეთის იმპერიის ოფიცრები
- ქართველები პირველ მსოფლიო ომში
- შარვაშიძეები
- წმინდა ანას II ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა ანას III ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა ანას IV ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენის კავალრები
- ოქროს იარაღი „მამაცობისთვის“-ის კავალრები