ელიზბარ თაქთაქიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თაქთაქიშვილი.

ელიზბარ გიორგის ძე თაქთაქიშვილი (დაახლ. 171716 დეკემბერი, 1765) — ქართლის თავადი, სურამის მოურავი (1752 წ.)

1765 წელს ერეკლე II-ის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მონაწილე. იყო ახლო ნათესავი ერეკლე II-ის მოწინააღმდეგე დიდი ფეოდალებისა: თაქთაქიშვილის მეუღლე მარიამი გივი ამილახვრის შვილი იყო, ასული თინათინი — შეთქმულების ერთ-ერთი აქტიური წევრის — დავით ბატონიშვილის (აბდულა-ბეგის ძის) ცოლი. შეთქმულების დამარცხების შემდეგ თაქთაქიშვილს ყმა-მამული ჩამოართვეს და სიკვდილით დასაჯეს (ცეცხლში დაწვეს). მის ძეს, იასეს (ჩანს 1757–1784) ამოთხარეს ერთი თვალი და მოაჭრეს მარჯვენა ხელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]