ელიზბარ ელიზბარაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელიზბარ ელიზბარაშვილი
Elizbar Elizbarashvili.jpg
დაბ. თარიღი 28 ნოემბერი 1946(1946-11-28) (72 წლის)
დაბ. ადგილი თელავი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
სამეცნიერო სფერო გეოგრაფია
მუშაობის ადგილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები საქართველოს სახელმწიფო პრემია და ღირსების ორდენი

ელიზბარ ელიზბარაშვილი (დ. 28 ნოემბერი 1946, თელავი, საქართველოს სსრ) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1990), პროფესორი (1991), საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1997), საერთაშორისო ჟურნალის „European Geographical Studies“ (სლოვაკეთი) მთავარი რედაქტორის მოადგილე, ამერიკის შეერთებული შტატების ბიოგრაფიული ინსტიტუტის მრჩეველთა საბჭოს წევრი, მსოფლიო ბანკის ექსპერტი ჰიდრომეტეოროლოგიის დარგში, ღირსების ორდენის კავალერი (2003).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზბარ ელიზბარაშვილმა 1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო უნივერსიტეტის გეოფიზიკის კათედრაზე. 1975 წლის 27 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადი კლიმატური მახასიათებლების სივრცე–დროითი განაწილების თავისებურებანი“ და მიიწვიეს სალექციო კურსების წასაკითხად ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან ატმოსფეროს ფიზიკაში და სინოპტიკურ მეტეოროლოგიაში. 1978-1992 წლებში მუშაობს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში სამედიცინო კლიმატოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელად. 1990 წლის 16 ნოემბერს დაიცვა დისერტაცია გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე „სითბოსა და ტენის მახასიათებლებზე მთის რელიეფის გავლენის მათემატიკურ–კარტოგრაფიული მოდელირება“. 1991 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1997 წელს აირჩიეს საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. 1994 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, კლიმატის მოდელირების ლაბორატორიისა და კლიმატოლოგიის სექტორის გამგე. ამჟამად არის ამავე ინსტიტუტის კლიმატოლოგიისა და აგრომეტეოროლოგიის განყოფილების გამგე და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელი და სრული პროფესორი. 2007-2017 წლებში არჩეული იყო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრად. 2008-2015 წლებში ხელმძღვანელობდა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს.

სამეცნიერო მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზბარ ელიზბარაშვილი 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, სამი სახელმძღვანელოს, ორი სამეცნიერო ატლასის და 20-მდე მონოგრაფიის ავტორია. ელიზბარაშვილის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე შესწავლილია მთის ჰავის ჩამოყალიბების მექანიზმის მრავალი საკითხი, მის მიერ გაანალიზებულ კავკასიის კლიმატების ვერტიკალურ სტრუქტურას მაღალი შეფასება მისცა აკადემიკოსმა ინოკენტი გერასიმოვმა. გამოვლენილი აქვს საქართველოს კლიმატური, მათ შორის საკურორტო და ენერგეტიკული რესურსების თავისებურებანი. ყურადღება დაუთმო გლობალური დათბობის პრობლემას, გამოავლინა კავკასიის კლიმატის ცვლილების ძირითადი ტენდენციები. აკადემიკოსების ანდრია გრიგორიევისა და მიხეილ ბუდიკოს გეოგრაფიული ზონალურობის პერიოდული კანონის საფუძველზე შეაფასა საქართველოს სტეპური და ნახევრადუდაბნოს ლანდშაფტების გაუდაბნოების ალბათობა, რაც საფუძვლად დაედო ახალი მეცნიერული მიმართულების — ლანდშაფტების კლიმატოლოგიის განვითარებას. მისი ხელმძღვანელობით შესრულდა შრომათა ციკლები სტიქიური მეტეოროლოგიური მოვლენების (გვალვა, წაყინვა, საშიში ნისლი, ელჭექი, სეტყვა, გრიგალური ქარი, გამტარების შემოყინულობა) და ნიადაგების კლიმატური რესურსების (სითბური, ტენის) შესახებ.

კვლევის შედეგები დაინერგა საქართველოს კურორტების დაგეგმარებაში, მშენებლობაში და საფუძვლად დაედო კლიმატური რესურსების ამსახველი მასალის მომზადებას ატლასისათვის — „საქართველოს კურორტები და საკურორტო რესურსები“ (მოსკოვი, 1989), რომელსაც მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (1993). 2011 წელს გამოიცა მისი ხელმძღვანელობით და თანაავტორობით შესრულებული „საქართველოს კლიმატური და აგროკლიმატური ატლასი“. ელიზბარ ელიზბარაშვილი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003).

პედაგოგიური მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზბარ ელიზბარაშვილმა ლექციების კითხვა დაიწყო 1976 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, 1985 წლიდან იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია, სადაც გასული საუკუნის 80-იან წლებში მისი ინიციატივით შეიქმნა გეოგრაფია-ეკოლოგიის სპეციალობა.

2004 წლიდან გეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელი და კათედრის გამგეა. უმაღლეს განათლების სისტემაში ჩატარებული რეფორმის შემდეგ უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა ორ საბაკალავრო (გეოგრაფია, ეკოლოგია), ორ სამაგისტრო (მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია და ეკოლოგია) და ორ სადოქტორო (მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია და ეკოლოგია) პროგრამას. ახალ პროგრამებთან დაკავირებით შემოიტანა ახალი საგნები: გეოგრაფიული მოდელირება, ეკოლოგიური პროგნოზირება, კლიმატის ცვლილება, დედამიწის კლიმატი, ატმოსფეროზე ანტროპოგენური ზემოქმედება და სხვა. შესაბამისად შეადგინა დამხმარე სახელმძღვანელოები და სალექციო კურსები. მისი ხელმძღვანელობით შესრულდა და დაცულ იქნა 2 სადოქტორო (მეცნიერებათა დოქტორი), 9 საკანდიდატო და 11 აკადემიური დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად დისერტაციები.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს კლიმატური რესურსები. თბილისი, 2007, 328 გვ.
  • საქართველოს ჰავა. თბილისი, 2017, 360 გვ.
  • საქართველოს კლიმატის ცვლილება გლობალური დათბობის პირობებში.(თანაავტორი). თბილისი, 2013, 128 გვ.
  • საქართველოს კურორტები და საკურორტო რესურსები. ატლასი, (თანაავტორი). მოსკოვი, 1989.
  • საქართველოს კლიმატური და აგროკლიმატური ატლასი. (თანაავტორი), თბილისი, 2011.
  • ზოგადი ფიზიკური გეოგრაფია. (თანაავტორი). თბილისი 2003.
  • Статистическая структура атмосферных осадков в горных районах (соавтор). Гидрометеоиздат, Ленинград, 1980, 176 с.
  • Основные проблемы климатологии ландшафтов (соавтор). Зеон. Тбилиси, 2006, 118 с.
  • Стихийные метеоро­логические явления на территории Грузии (соавтор). Зеон. Тбилиси, 2012, 104 с.

პუბლიკაციები მაღალი რეიტინგის უცხოურ გამოცემებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Soil-climatic zoning of Georgia. Eurasian Soil Science , 2006, Volume 39, Issue 10, pp 1062-1065
  • Specific features of soil temperature regimes in Georgia. Eurasian Soil Science , 2007, Volume 40, Issue 17, pp 761-765
  • Temperature regime of some soil types in Georgia.  Eurasian Soil Science, 2010, Volume 43, Issue 4, pp 461-470.
  • Climate change tendencies under global warming conditions in Georgia.- 12-tr International multidisciplinary scientific geoconference. SGEM 2012. Albena, Bulgaria, vol.4. 2012., p. 293-298
  • Vulnerability, hazards and multiple risk assessment for Georgia. Journal of the International Society for the Prevention and Mitigation of Natural Hazards. vol.64. 2012, 2021-2056
  • Creation of high-resolution climatic grid datasets for the territory of Georgia. Russian Meteorology and Hydrology, Volume 38, Issue 9,2013, 633–637
  • Air temperature trends in Georgia under global warming conditions. Russian Meteorology and Hydrology. Volume 38, 4, 2013, 234–239.
  • Hurricane winds on the territory of Georgia. Russian Meteorology and Hydrology, Volume 38, Issue 3, 2013, 168–170.
  • Hailstorms in the Territory of Georgia. European Geographical Studies, Vol.(2), № 2, 2014, p. 55-69.
  • Climate Indices for the Moistening Regimen in the Territory of Georgia amidst  Global Warming.- European Researcher, Vol.(66), № 1-1, 2014, p.102-107.
  • The Climate of Soils in Adjara. European Geographical Studies. Vol.(7), Is. 3, 2015, p. 114-127.
  • The  Potential of Georgia’s Climatic Resources. European Geographical Studies, Vol.(5), Is. 1,  2015, p. 4-10.
  • Geography and dynamics of some temperature indices for assessing the climate change in Georgia. Russian Meteorology and Hydrology. 2015, Volume 40, Issue 1, pp 39–45.
  • The Peculiarities of Climate Changes in a Coastal Zone of the Black Sea in Adjara.- European Geographical Studies. Vol.(6), Is. 2, 2015, p. 75-82
  • The potential of renewable energy resources of Georgia. Russian Meteorology and Hydrology. Volume 41, Issue 11–12, 2016, pp 770–772 .
  • Spatiotemporal  Vari a tions in  Cli mate Mois ture In di ces in Geor  gia un der Global Warming. Russian Meteorology and Hydrology, Vol.41, No.4, 2016, 261–267.
  • Long-term Changes in the Number and Temperature of Hot Days in Georgia under Global Warming. Russian Meteorology and Hydrology, 2017, Vol. 42, No. 10, pp. 665–670.
  • Climatology and Historical Trends in Tropical Nights overthe Georgian Territory. Earth Sciences. 6(5-1), 2017; 23-30.
  • Blizzards on the Territory of Georgia. European Geographical Studies, 2018, 5(1), pp. 50–60.
  • Tropical Nights in Georgia. Russian Meteorology and Hydrology, 2018, Vol. 43, No. 9, pp. 625–631.
  • Characteristics of Frost Days in the Mountain Regions of Georgia. Russian Meteorology and Hydrology, 2019, Vol. 44, No. 2, pp. 145–1511.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, მკვლევარები. ენციკლოპედიური ცნობარი. გამომცემლობა განათლება, თბილისი, 2003, გვ. 115–116.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]