ელიზავეტოვკის მიძინების ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელიზავეტოვკის მიძინების ტაძარი
ელიზავეტოვკის მიძინების ტაძარი (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ელიზავეტოვკა
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1816

ელიზავეტოვკის მიძინების ტაძარი (რუს. Успенский храм) — მართლმადიდებლური ეკლესია აზოვის რაიონის სოფელ ელიზავეტოვკაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას.

მისამართი: 346767, რუსეთი, როსტოვის ოლქი, აზოვის რაიონი, სოფელი ელიზავეტოვკა, პირველი მაისის ქუჩა № 51.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზავეტოვკის მიძინების ტაძარი ააგეს 1816 წელს მრევლის ფინანსებით.

ეკლესიის ადგილზე ადრე მდგარა სამლოცველო სახლი. მიძინების ეკლესია ააგეს ხისგან, იყო ერთსართულიანი და იდგა ქვის ფუნდამენტზე. ეკლესიას მიაშენეს ხის სამრეკლო, სახურავი გადახურული იყო თუნუქის ფირფიტებით. ეკლესიიის დაგეგმარება ჯვრის ფორმისა იყო, ხის კედელი გამოჰყოფდა საკურთხეველს ეკლესიისაგან, კედელზე მიმაგრებული იყო კანკელი.

ეკლესიის კამარა აგებული იყო ბოძების გარეშე. ეკლესიაში და საკურთხეველში ფიჭვის ხისგან დამზადებული იატაკი იყო. ერთნაწილიანი საკურთხეველი ერთი საფეხურით ზემოთ იყო ვიდრე ეკლესია. საკურთხეველზე მიმაგრებული იყო დაფა ღვთისმშობლის მიძინების ხატის გამოსახულებით და საიდუმლო სერობა.

ეკლესიის ჩრდილოეთ ნაწილში იყო საკურთხეველი. სამდონიან კანკელზე განთავსებული იყო აღსავლის კარი, უფლის და ღვთისმშობლის ხატი.

ეკლესიას მიაშენეს სამიარუსიანი ოთხკუთხედი სამრეკლო ექვსი ზარით. ყველაზე დიდი ზარი იწონიდა 1 800 კილოგრამს. ზარები იყიდეს XIX საუკუნის შუა წლებში, მათზე გამოსახულია ღვთისმშობლის მიძინება, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი, მესია, ღვთისმშობელი, იოანე ნათლისმცემელი. ზარს აქვს წარწერა, რომელიც მოგვითხრობს როდის და ვის მიერ, რომელმა სასულიერო პირებმა შეიძინეს იგი.

კედლებზე და კამარაზე დახატული იყო იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების სცენები, ღვთისმშობელი, წმინდანები.

ეკლესიის მრევლში ელიზავეტოვკის გარდა შედიან სოფლების პლატონოვკის, მაშინო და სინინოს, გრიგორიევკისა და ოტრადოვკის მოსახლეობა. სასულიერო პირების შტატი შედგება მღვდლის, დიაკონისა და მნათესაგან (1846 წ.).

ამჟამად ტაძარში მსახურობენ მღვდლები იოანე დერგოჟინსკი და მარკ ჟენტკევიჩი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]