შინაარსზე გადასვლა

ელიზავეტა ამბივერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელიზავეტა ამბივერი
იტალ. Betty Ambiveri
დაბადების თარიღი 16 იანვარი, 1888(1888-01-16)
დაბადების ადგილი ბერგამო
გარდაცვალების თარიღი 1962
გარდაცვალების ადგილი Seriate
საქმიანობა მეწარმე
მოქალაქეობა  იტალია
 იტალიის სამეფო
მემორიალური დაფა ელიზავეტა ამბივერის პატივსაცემად, რომელიც დაამონტაჟა იტალიელი პარტიზანების ასოციაციამ, მდებარეობს იმავე სახელობის ვილის პარკში.

ელიზავეტა ამბივერი (იტალ. Elisabetta Ambiveri, ცნობილი შემოკლებული სახელით ბეტი — (იტალ. Betty Ambiveri), დ. 16 იანვარი, 1888, ბერგამო, იტალიის სამეფო — გ. 4 ივნისი, 1962, სერიატე, იტალიის რესპუბლიკა) — იტალიელი მეწარმე, ქველმოქმედი, საზოგადო მოღვაწე, ანტიფაშისტი პარტიზანი, ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკების ყოფილი ტყვე.

დაიბადა ბერგამოში 1888 წლის 16 იანვარს, ლომბარდიაში ცნობილი მეწარმის, ჯოვანი ამბივერის ოჯახში. ჯოვანი სპეციალიზდებოდა თუთის აბრეშუმის ჭიის მატლების გამოყვანასა და მოშენებაში, აბრეშუმის წარმოების მიზნით. ელიზაბეტა იყო შვიდი შვილიდან პირველი. მან მემკვიდრეობით მიიღო საწარმო, საოჯახო ქონება და ძველი ვილა ბაღისა და პარკის არქიტექტურის კომპლექსით ქალაქ სერიატეში.

სოციალური და საქველმოქმედო პროექტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეწუხებული იმ გაჭირვებული ადამიანების მდგომარეობით, ვისთანაც საქმიან ურთიერთობებში უწევდა შეხება, ელიზავეტა ხშირად იჩენდა ყურადღებას და სთავაზობდა როგორც ეკონომიკურ, ისე მორალურ დახმარებას. 1920 წელს მან ბერგამოს ეპარქიაში დააარსა მისიონერული სახელოსნო, ხოლო მოგვიანებით გახდა ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა ბერგამოს ეპარქიის მისიონერულ და ქველმოქმედებით საქმიანობაში. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ელიზაბეტა საკუთარი ნებით ჩაეწერა საერთაშორისო წითელ ჯვარში, სადაც აქტიურად მოღვაწეობდა 1957 წლამდე.

ქველმოქმედებითი, ჰუმანიტარული და სოციალური ინიციატივები, რომლებსაც ელიზავეტა ამბივერი ადგილობრივ მღვდელ აგოსტინო ვიზმარასთან ერთად ახორციელებდა მოსახლეობის დასახმარებლად, ფაშისტური ხელისუფლების უკმაყოფილებას იწვევდა. 1941 წლიდან, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ის მუშაობდა მოხალისე ექთნად ბერგამოში, კლემენტინას საავადმყოფოში.

1943 წლის 10 სექტემბერს, თანამოაზრეებთან ერთად, ელიზავეტამ საკუთარ ვილაზე, სერიატეში, ჩამოაყალიბა პარტიზანული ჯგუფი „დეკო და კანეტა“ (Decò-Canetta), რათა დახმარებოდა მათ, ვინც მზად იყო გერმანული ოკუპაციის წინააღმდეგ აჯანყებისთვის. მან ნება დართო, რომ ვილის პარკში იარაღი დაემალათ. მოღალატური დასმენის შედეგად, 1943 წლის 24 ნოემბრის ღამეს, ის ჯგუფის ყველა წევრთან ერთად დააკავეს.

ელიზავეტა იმყოფებოდა წმინდა აგატას ციხეში, ხოლო 1944 წლის 7 მარტს მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტისა და მილანის არქიეპისკოპოსის, კარდინალ შუსტერის ჩარევის შემდეგ, განაჩენი გადაკვალიფიცირდა 10-წლიანი პატიმრობით ქალთა საკონცენტრაციო ბანაკში, აიჰაჰში.

ის გათავისუფლდა 1945 წლის 24 აპრილს ამერიკული ჯარების მიერ.

ბიბლიოთეკა, რომელიც ვილის მფლობელის, ბეტი ამბივერის, სახელს ატარებს.

კავშირები რუსულ დიასპორასტან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1950-იან წლებში ელიზავეტა ამბივერიმ დაიწყო თავისი ვილის გახსნა და დახმარება რუსი ემიგრანტებისთვის. მათ შორის იყვნენ რუსული აპოსტოლატის წარმომადგენლები: მღვდლები იოანე კორნიევსკი, სტეფანე ვირგულინი და ე.წ. კაზაკთა ბანაკის ერთ-ერთი წევრი იტალიის ჩრდილოეთში — გრიგორი კრუგოვოი.

1957 წელს მან გადასცა თავისი ვილის ტერიტორიაზე შენობები ცენტრის „ქრისტიანული რუსეთი“ ოპერატიული ბაზისთვის. ამ ცენტრის ბიბლიოთეკა, რომელიც დღეს ერთ-ერთ უმდიდრესად ითვლება რუსეთმცოდნეობის, საბჭოთა კვლევების, ანტიკომუნისტური ლიტერატურისა და რუსული დიასპორის საკითხების მიხედვით, ატარებს ვილის პატრონის სახელს.[1][2][3][4][5][6][7][8]

ბიბლიოთეკა ფლობს თვითგამოცემების კოლექციას და ინახავს ალექსანდრე მენის ორიგინალ ხელნაწერებს.[9][10] ბეტი ამბივერი მიმოწერაში იყო ბრიუსელში არსებული გამომცემლობის „ცხოვრება ღმერთთან“ დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან, ირინა პოსნოვასთან.[11][12] ამბივერიმ, მას შემდეგ რაც გაიცნო მამა რომანო სკალფი — ცენტრის „ქრისტიანული რუსეთი“ დამფუძნებელი — საკუთარ ვილაზე ორგანიზება გაუწია პირველ სასწავლო კურსებს რუსული ხატწერის მიმართულებით. ამ ინიციატივის შედეგად 1978 წელს იტალიაში ჩამოყალიბდა პირველი ხატწერის სკოლა — „სერიატეს სკოლა“, რომლის ხელმძღვანელი იყო იგორ სენდლერი.[13][14]

ვერცხლის მედლის კავალერი იტალიის წითელი ჯვრის წინაშე გაწეული დამსახურებისთვის

  • Брюссельское издательство, илл. ISBN 978-3-8484-0980-8
  • Giacinto Gambirasio. Seriate nella Storia. Bergamo: Edizioni Orobiche, 1966.
  • Seriate storia, attualità, ricordi. Clusone: Ferrari, 1981.
  • Bianca Colnaghi. Betty Ambiveri: una storia nella storia. Brusaporto: Algigraf, 2012.
  • Mario Pelliccioli. Seriate, 27-28 Aprile 1945. Cividate al Piano: editore San Niolò Service, ANPI Seriate, 2007.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Колупаев В. Экземпляр церковно-славянского Молитвослова в библиотеке «Бетти Амбивери» (Сериате, Италия) // Книга в пространстве культуры. Вып. 1 (6). М.: Пашков дом, 2010. С. 54 — 62
  2. Колупаев В. Книжная коллекция семьи Кирпичевых-Замбелли в библиотеке итальянского центра «Христианская Россия» в Сериате // VIII Международные книговедческие чтения на тему «Исторические книжные коллекции во времени и пространстве», 12-14.9.2012, Национальная библиотека Беларуси, Минск
  3. Колупаев В. Памятник книжности русского старообрядчества в собрании итальянского центра «Христианская Россия» в Сериате" // II Международная научная конференция "Язык, книга и традиционная культура позднего русского средневековья в жизни своего времени, в науке, музейной и библиотечной работе XXI в., М., 30-31.10.2009
  4. Колупаев В. Русские коллекции в собрании итальянского центра «Russia Cristiana» в Сериате // Музеи и краеведение. Труды Национального музея Республики Коми. Вып. 8. Материалы Международной научно-практической конференции «Культурное наследие и глобализация. Опыт, проблемы, перспективы сохранения культурных ценностей в современном мире. Сыктывкар: Коми пединститут, 2011. С. 72-73
  5. Колупаев В. История книжной коллекции: путешествие из Нью-Йорка в Сериат // Библиотечное дело. 2011. N 3. С. 18-20
  6. Колупаев В. О русских в Лос-Анджелесе — по документам итальянского центра „Христианская Россия“ в Сериате» // Ежегодник историко-антропологических исследований 2013 / РУДН, Межвузовский научный центр сопоставительных историко-антропологических исследований. М: «ЭКОН-ИНФОРМ», 2013. ISBN 978-5-9506-0928-2
  7. Vladimir Kolupaev. La figura del metropolita Nikodim (Rotov) dagli Archivi di «Russia Cristiana» a Seriate (Bg) = Фигура митрополита Никодима (Ротова) в архивном фонде «Христианской России» в Сериате (Бергамо) // Conferenza ortodosso-cattolica «Il Metropolita Nikodim e Papa Luciani: due grandi pastori dell’Ecumenismo», 7 luglio 2012, Fondazione Papa Luciani Giovanni Paolo I di Canale d’Agordo
  8. Колупаев В. Документальные фонды итальянской ассоциации «Христианская Россия» и доступ к ним посредством информационно-коммуникативных технологий // XIII Ежегодная международная конференция «EVA-2011 Москва», 28-30.11.2011
  9. Колупаев В. Документальное наследие о. Александра Меня в архивном фонде исследовательского центра «Христианская Россия» Сериате (Италия) // Народ Божий в Священном Писании" , V Библейские чтения памяти о. Александра Меня, 16-17.5.2009, Москва
  10. Колупаев В. Итальянский центр «Христианская Россия» и его фонды по истории церковного подполья в СССР // Международная научная конференция «Церковное подполье в СССР», Чернигов, 18-19.11.2011
  11. [[Колупаев, Владимир Евгеньевич|Колупаев В]]. Хранители православной культуры: Судьба архива и библиотеки издательства «[[Жизнь с Богом]]» в [[Брюссель|Брюсселе]] // Библиотечное дело, 2010, № 20 (134). С. 35—37.. ციტირების თარიღი: 2019-12-18
  12. [[[Жизнь с Богом]]: Описание архивного фонда / [[Колупаев, Владимир Евгеньевич|В. Колупаев]]. Pro manoscritto. Seriate (Bg), Italiа: 2009. 54 c. ციტირების თარიღი: 2019-12-18 Жизнь с Богом: Описание архивного фонда / В. Колупаев. Pro manoscritto. Seriate (Bg), Italiа: 2009. 54 c]
  13. Колупаев В. Русские иконописные традиции в итальянской школе в Сериате // Труды IV научной конференции «Покровские дни». Нижний-Новгород: ГУ им. Лобачевского, 2012
  14. Колупаев В. ЭГОН (ИГОРЬ) СЕНДЛЕР И РУССКАЯ ИКОНА НА ЗАПАДЕ // Studia Humanitatis: Электронный научно-образовательный журнал / ISSN 23088079. № 6, 2015. УДК 27-526.62 დაარქივებული 2019-12-19 საიტზე Wayback Machine.