ელიზაბეტ პეტცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელიზაბეტ პეტცი

ელიზაბეტ პეტცი. 2016 წელი
ქვეყანა (სპორტი) გერმანიის დროშა გერმანია
დაბადების თარიღი 8 იანვარი, 1985 (1985-01-08) (39 წლის)
დაბადების ადგილი ერფურტი, გდრ
წოდება საერთაშორისო ოსტატი (2004)
ფიდე რეიტინგი 2467 (მარტი 2021)[1]
მაქსიმალური რეიტინგი 2502 (ივნისი 2016)
საიტი elisabeth-paehtz.de

ელიზაბეტ პეტცი (დ. 8 იანვარი, 1985, ერფურტი, გდრ) — გერმანელი მოჭადრაკე, ფიდეს საერთაშორისო ოსტატი. ქალთა შორის სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზაბეტი ქალაქ ერფურტში დაიბადა. ჭადრაკის თამაში ბავშვვობაში მამამისმა თომას პეტცმა ასწავლა, რომელიც დიდოსტატი იყო, გდრ-ში ერთ-ერთ უძლიერეს მოჭადრაკედ ითვლებოდა. 9 წლის ელისაბეტი გემანიის 11 წლამდელ გოგონებში ჩემპიონი გახდა, ხოლო 1999 წელს დიდებში ქალთა შორის იჩემპიონა. იმავე წელს ჰანოვერში, კომპიუტერების გამოფენაზე, მსოფლიოს მე-13 ჩემპიონ გარი კასპაროვთან ორი საჩვენებელი მატჩი ითამაშა. კასპაროვმა შეაქო გოგონა, დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა და უკეთ განვითარებისთვის ახალი სპონსორების მოძიებაში დაეხმარა.[2] 2002 წელს 18 წლამდელ გოგონათა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ხოლო სამ წელიწადში 20 წლამდელებში მოიგო მსოფლიოს ოქრო. 2004 წელს დრეზდენის სპორტის უმაღლეს სკოლაში დაიწყო სწავლა და ერთ წელიწადში დიპლომიც მიიღო.

ელიზაბეტ პეტცი. 2007 წელი

გამოდის Dresdner Sport Club 1898 კლუბში და გერმანიის ქალთა ლიგაში ასპარეზობს. ელიზაბეტს მამაკაცთა ჩემპიონატშიც აქვს ნათამაები SC Kreuzberg-ის შემადგენლობაში.
2006 წელს „ფიშერის ჭადრაკის“ (ჭადრაკი 960) პირველ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა და ფინალში გავიდა, სადაც რუს ალეკსანდრა კოსტენიუკთანდ ამარცხდა 2,5:5,5. პეტცი საკმაოდ პოპულარულია გერმანიაში და ტელეშოუებშიც ხშირად იწვევევნ. სკოლის დასრულების შემდეგ ჯარის კლუბებში სპორტის განვითარებისთვის ბუნდესვერში ჩაეწერა.
2017 წელს ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში მესამე ადგილზე გავიდა.[3] 2018 წელს სწრაფ ჭადრაკში ევროპის ქალთა ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიგო,[4] ხოლო ბლიცში ვერცხლს დაეუფლა.[5] ამ წელს ფიდეს რეიტინგში საკმაო პუნქტები მოუგროვდა და ქალთა ათეულშიც შეაბიჯა. 2019 წელს, ევროპის ქალთა ინდივიდულაურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიგო.

გერმანიის ქალთა ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაკრებში 13 წლისას 1998 წელს უხმეს და მას მერე უცვლელი წევრია. ქალთა ოლიმპიადაზე 1998 წელს სათადარიგო იყო, მომდევნო სამზე მეორე დაფაზე იჯდა, ხოლო შემდეგ სულ პირველ დაფაზე გამოდის. მედლები არც პირადულში და არც გუნდურში არ მოუპოვებია. 2007 წელს ქალთა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე გამოვიდა, ნაკრებმა მექვსე ადგილი დაიკავა, თვითონ კი პირველ დაფაზე ინდივივდუალური ბრინჯაო აიღო. მან 2 მოიგო და 6 დაასრულა ყაიმით. 10-ჯერ იასპარეზა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე, სადაც მხოლოდ ერთი ინდივიდუალური მედალი აქვს მოგებული. 2001 წელს მეორე დაფაზე მოთამაშე, თავის პოზიციაზე მესამე ადგილზე გავიდა. მან 3 მოიგო, 4 ყაიმით დაასრულა და ერთი წააგო.

ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად მოსკოვში იასპარეზა და მესამე ეტაპამდე მივიდა. 64 მონაწილეს შორის 29-ე ნომრად იყო განთესილი და შეჯიბრი ნოკაუტ-სისტემით ჩატარდა. პირველ ეტაპზე პოლონელ ივეტა რაძიევიჩს მოუგო 3,5:2,5, შემდეგ ჩინელ ვან პის 1,5:0,5 და მესამეში რუმინელ კრისტინა ადელა ფოისორთან დამარცხდა 0,5:1,5

2004[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეიტინგით მეორმოცე იყო ელისტაში და ისევ სამი ეტაპის გადალახვა შეძლო. მისი სამივე მეტოქე ჩინელი იყო. პირველში ჯერ ვან პის სძლია 1,5:0,5, შემდეგ ჭაო სიუეს 2,5:1,5 მაგრამ შემდეგ სიუ იუხუასთან დამარცხდა 0,5:1,5.

2006[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველივე ეტაპზე დასრულა გამოსვლა ეკატერინბურგში, სადაც 30-ე ნომრად იყო განთესილი. იგი პენ ჩჟაოცინთან დამარცხდა 2:4.

2008[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნალჩიკში მე-16 ნომერი იყო რეიტინგით და მეორე ეტაპზე დაასრულა გამოსვლა. აზებაიჯანელი ილაჰა ყადიმოვას ძლევის შემდეგ 4:3 უკრაინელ ანა უშენინასთან დამარცხდა 1,5:0,5.

2010[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეიტინგით მეოცე იყო ანთაქიაში და ისევ მეორე ეტაპამდე მივიდა. პოლონელი იოლანტა ზავადსკაიასთან მოგების შემდეგ 3:1, ლიეტუველ ვიქტორია ჩმილიტესთან დამარცხდა 1,5:2,5.

2015[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველივე ეტაპიდან გამოვარდა სოჭში, სადაც მე-20 ნომერი იყო. იგი ქართველ მერი არაბიძესთან დამარცხდა 2:4.

2017[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეიტინგით მე-14 იყო თეირანში და ისევ მეორე ეტაპამდე მივიდა. მასპინძელი ათოუშა პოურკაშიანის მოგების შემდეგ 1,5:0,5, შვედ პია კრამლინგთან დამარცხდა 1:3.

2018[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხანტი-მანსიისკში პირველივე ეტაპზე დამარცხდა ირანელ მობინა ალინასაბთან 0,5:1,5. გერმანელი მე-10 ნომრად იყო განთესილი.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის სექტემბერში ცოლად გაყვა წარმოშობით ალბანელ და ამჟამად იტალიის სახელით მაოსპარეზე დიდოსტატ ლუკა შუტაის.[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. [1]. March 2021.
  2. [2]. WGM ELISABETH PÄHTZ.
  3. [3]. BRONZE FÜR ELISABETH PÄHTZ BEI DER SCHNELLSCHACH-WM.
  4. [4]. ELISABETH PÄHTZ IST EUROPAMEISTERIN IM SCHNELLSCHACH!.
  5. [5]. ELISABETH PÄHTZ IST VIZE-EUROPAMEISTERIN IM BLITZSCHACH!.
  6. [6]. Elisabeth Pähtz hat geheiratet.