შინაარსზე გადასვლა

ელიზაბეტ აცევედო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელიზაბეტ აცევედო
დაბადების თარიღი 15 თებერვალი, 1988(1988-02-15) (37 წლის)
დაბადების ადგილი ნიუ-იორკი[1] ან ნიუ-იორკი[2]
საქმიანობა პოეტი[1] [3] , school teacher[1] [4] [5] , ავტორი[1] [6] , slam poet[1] [3] და მწერალი[2]
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი[6] და მერილენდის უნივერსიტეტი[6]
Magnum opus The Poet X
ჯილდოები CantoMundo fellow[7] [3] , წიგნების ეროვნული პრემია[6] [3] , Cave Canem fellow[3] , კარნეგის მედალი[4] [5] , Belpré Medal[8] და Audie Award for Narration by the Author or Authors
საიტი acevedowrites.com[3]

ელიზაბედ აცევედო ინგლ. Elizabeth Acevedo — არის ამერიკელი მწერალი და ავტორი [9] 2022 წლის სექტემბერში პოეზიის ფონდმა იგი წლის ახალგაზრდა პოეტის ლაურეატად დაასახელა.[10]

აცევედო არის ახალგაზრდა რომანების ავტორი: პოეტი X, მაღლა ცეცხლით და ტაში, როცა მიწაზე ხარ. პოეტი X არის New York Times-ის ბესტსელერი,[11] წიგნის ეროვნული ჯილდოს მფლობელი [12] და კარნეგის მედლის მფლობელი [13] ის ასევე არის 2019 წლის მაიკლ ლ. პრინცის ჯილდოს და 2018 წლის Pura Belpre Award და Boston-Globe Hornbook Award Prize 2018 წლის საუკეთესო საბავშვო მხატვრული ლიტერატურის გამარჯვებული. ის ცხოვრობს ვაშინგტონში.[14][15]

ადრეული ცხოვრება და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აცევედო გაიზარდა ჰარლემში, ნიუ-იორკში, დომინიკელი ემიგრანტი მშობლების მიერ.[9] ის უმცროსი შვილი და ერთადერთი ქალიშვილია[16] 12 წლის ასაკში აცევედომ გადაწყვიტა გამხდარიყო რეპერი, მაგრამ მოგვიანებით მიხვდა, რომ ძალიან სურდა პოეზიის შესწავლა. ის სწავლობდა The Beacon School-ში, სადაც გაიცნო ინგლისური ენის მასწავლებელი ები ლუბლინი.[17] ლუბლინმა აიყვანა აცევედო, რათა გაწევრიანებულიყო მის შემდგომ პოეზიის კლუბში, რათა უკეთ შეესწავლა პოეზია.[17]

14 წლის ასაკში აცევედომ იასპარეზა თავის პირველ პოეზიურ სლემში Nuyorican Poets Café-ში, შემდეგ კი მონაწილეობა მიიღო საჯარო გამოსვლებში ქალაქის სხვადასხვა დარბაზში, მათ შორის Bowery Poetry Club და Urban Word NYC.[18]

ელიზაბედი ყოველ კვირას დედასთან ერთად დადიოდა ეკლესიაში და მონაწილეობა ზიარებებეში[19] აცევედო აღარ ეწევა კათოლიციზმს, მაგრამ მაინც თვლის, რომ ურთიერთობა თავის რელიგიასთან ვითარდება. ის ეჭვქვეშ აყენებს რელიგიის სწავლებას; მისი წიგნი „მაღლა ცეცხლთან ერთად“ გავლენას ახდენს იმ ფაქტზე, რომ რელიგია აძლიერებს, მაგრამ „ზოგჯერ აიძულებს ქალებსა და ახალგაზრდა გოგოებს საკუთარი თავის განკითხვას“.

ელიზაბედი სწავლობდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში ვაშინგტონში, სადაც დაამთავრა ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი საშემსრულებლო ხელოვნებაში და დააპროექტა საკუთარი ხარისხი საშემსრულებლო ხელოვნების, ინგლისურის და სოციოლოგიის კურსების გამოყენებით.შემდეგ მან მიიღო M.F.A. კრეატიულ წერაში მერილენდის უნივერსიტეტში და კოლეჯ პარკში. მსახურობდა დამხმარე პროფესორად ბაკალავრის დონის შემოქმედებითი წერის კურსებზე.

აცევედომ კარიერა პრინც ჯორჯის ოლქიში, მერილენდის მერვე კლასელ ბავშვებთან გააგრზელა. ერთ დღეს, როცა სტუდენტებს წიგნის წაკითხვა მოსთხოვა ბავშვებმა უარი განაცხადეს და უარის მიზეზად თქვეს „ეს წიგნები ჩვენზე არ არის“.[20] აცევედო მიხვდა, რომ მის სტუდენტებზე გავლენას ახდენდა წიგნების მრავალფეროვნების ნაკლებობა და არა მათი შესაძლებლობები.[20] შემდეგ მან იყიდა წიგნები, რომლებთანაც მის სტუდენტებს შეეძლოთ ურთიერთობა, და მიხვდა, რომ მასაც ჰქონდა ასეთი წიგნების დაწერის ძალა[20]

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ აცევედო ასწავლიდა ბავშვებს, როგორც 2010 წელს Teach for America Corps-ის მონაწილე. მან განაგრძო მერილენდის პრინც ჯორჯის ოლქში მერვე კლასის ინგლისურის სწავლება[21] მიუხედავად იმისა, რომ სკოლის მოსახლეობა იყო 78 პროცენტი ლათინელი და 20 პროცენტი შავკანიანი, ის იყო პირველი ლათინური მასწავლებელი, რომელიც ასწავლიდა ძირითად საგანს.[21]

ის არის ეროვნული სლემის წინა ჩემპიონი, ასევე DC ახალგაზრდული სლემის გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი.[22] ის გამოდიოდა ლინკოლნის ცენტრში, მედისონ სკვერ გარდენში, ჯონ კენედის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრში, სამხრეთ აფრიკის სახელმწიფო თეატრში, ბოზარტში ბრიუსელში და კოსოვოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში. მან ასევე წარმოადგინა რამდენიმე TED მოხსენება და მისი ოსტატური პოეზიის ვიდეოები წარმოდგენილია ჟურნალ Latina-ში, Cosmopolitan-ში, HuffPost-ში და Upworthy-ში.

ელიზაბედი ასევე არის სამი ახალგაზრდული რომანის ავტორი. Beastgirl and Other Origin Myths გამოქვეყნდა 2016 წელს და იყო YesYes Chapbook Prize-ის ფინალისტი.[22] მისი პირველი რომანი, პოეტი X, 2018 წელს გამოიცა. „მაღლა ცეცხლთან ერთად“ არის აცევედოს მესამე რომანი, რომელიც გამოვიდა 2019 წლის მაისში.[23] მისი მეოთხე, Clap When You Land, გამოქვეყნდა 2020 წლის მაისში. საუბარია ორ დაზე, რომლებმაც არ იციან ერთმანეთის შესახებ და ცხოვრობენ სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ იგებენ ერთმანეთის შესახებ მამის გარდაცვალების შემდეგ.[24]

აცევედო ორივე CantoMundo-ის და Cave Canem-ის თანამემამულეა[25] მისი ლექსები გამოქვეყნდა ან გამოქვეყნებულია პოეზიიდან, პუერტო დელ სოლიდან, კალალოოდან, ნოტრ დამის მიმოხილვისა და სხვა პუბლიკაციებიდან.

ის ასევე მუშაობს მოწვეულ ინსტრუქტორად ვაშინგტონში, ახალგაზრდულ ცენტრში, სადაც მუშაობს პატიმრობაში მყოფ ქალებთან და თინეიჯერებთან.[11]

აცევედო აფრო-ლატინური ეროვნებისაა.[26][9] აცევედო გაიზარდა კონსერვატიულ და ერთგულ კათოლიკურ ოჯახში[27] თუმცა, ის აღარ ემორჩილება რელიგიას.[28] ახლა ის ცხოვრობს ვაშინგტონში, ქმართან შაკირ ქენონ-მოისთან ერთად.[18][29]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Calle J. EXCLUSIVE: Afro-Latina Slam Poet, Elizabeth Acevedo, Debuts First Novel 'Poet X' — 2018. — ISSN 1099-890X
  2. 2.0 2.1 Národní autority České republiky
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 https://www.nationalbook.org/people/elizabeth-acevedo/
  4. 4.0 4.1 Flood A. Carnegie medal goes to first writer of colour in its 83-year historyUnited Kingdom, London: GMG, 2019. — ed. size: 161152 — ISSN 0261-3077
  5. 5.0 5.1 https://www.egmont.co.uk/blog/elizabeth-acevedo-carnegie-winner-speech/
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 https://www.nationalbook.org/books/the-poet-x/
  7. http://www.cantomundo.org/fellows
  8. http://www.ala.org/alsc/awardsgrants/bookmedia/belpremedal/belprepast
  9. 9.0 9.1 9.2 „EXCLUSIVE: Afro-Latina Slam Poet, Elizabeth Acevedo, Debuts First Novel 'Poet X'. LATINA (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-09-29.
  10. Schaub, Michael. (2022-09-09) Elizabeth Acevedo Is Young People's Poet Laureate en. ციტირების თარიღი: 2022-09-10
  11. 11.0 11.1 „Young Adult Hardcover Books - Best Sellers - April 22, 2018 - The New York Times“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2019-09-28.
  12. The Poet X en-US. ციტირების თარიღი: 2019-09-28
  13. About (7 February 2018). ციტირების თარიღი: 2019-04-30
  14. About (7 February 2018). ციტირების თარიღი: 2019-04-30
  15. Sutherland, Amy. „Bibliophiles: Elizabeth Acevedo talks about YA, sci-fi, and romance“. Boston Globe. ციტირების თარიღი: 22 February 2021.
  16. Biography en-US (2018-02-07). ციტირების თარიღი: 2019-04-30
  17. 17.0 17.1 Stoss, Matthew. Liz Acevedo Verses the Novel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-17. ციტირების თარიღი: 2019-12-17
  18. 18.0 18.1 Elizabeth Acevedo en-US (15 November 2018). ციტირების თარიღი: 2019-04-30
  19. Think you're not a poetry person? Let Elizabeth Acevedo change your mind. en (2018-03-02). ციტირების თარიღი: 2019-12-17
  20. 20.0 20.1 20.2 Eyre, Charlotte (June 21, 2019). „Acevedo 'thrilled and overwhelmed' by Carnegie win“. The Bookseller: 12 – წარმოდგენილია Gale Literary Sources-ის მიერ.
  21. 21.0 21.1 Elizabeth Acevedo: 2018 National Book Festival. ციტირების თარიღი: 2019-12-17
  22. 22.0 22.1 LIZ ACEVEDO—EMERITUS | PROJECT VOICE en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-30. ციტირების თარიღი: 2018-09-29
  23. „Exclusive: 'The Poet X' breakout author Elizabeth Acevedo previews her next book“. EW.com (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-09-29.
  24. „Portrait Of: Elizabeth Acevedo“. LatinoUSA.org (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2019-05-29.
  25. Spoken word poet Elizabeth Acevedo issues a challenge to rape culture en-US (26 October 2015). ციტირების თარიღი: 2018-10-01
  26. „Elizabeth Acevedo's 'The Poet X' An Ode To Black Latinas: Interview“. Vibe. 2018-03-15. ციტირების თარიღი: 2018-10-01.
  27. Ashun, Kukuwa. (Spring 2019) Interview with Elizabeth Acevedo.
  28. Think you're not a poetry person? Let Elizabeth Acevedo change your mind. (Mar 2, 2018). ციტირების თარიღი: May 7, 2019
  29. Stoss, Matthew. „Liz Acevedo Verses the Novel“. GW Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 December 2019. ციტირების თარიღი: 22 February 2021.