შინაარსზე გადასვლა

ელიზაბეტა სირანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელიზაბეტა სირანი
დაიბადა 8 იანვარი, 1638(1638-01-08)[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი ბოლონია[5]
გარდაიცვალა 28 აგვისტო, 1665(1665-08-28)[6] [5] [7] (27 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბოლონია[5]
ჟანრი პორტრეტი[5] , ალეგორია[5] , რელიგიური ფერწერა[5] , საჟანრო ფერწერა[5] , ისტორიული ფერწერა[5] და მითოლოგიური ფერწერა[5]
ელიზაბეტა სირანი. ავტოპორტრეტი. ლივერპული

ელიზაბეტა სირანი (იტალ. Elisabetta Sirani, დ. 8 იანვარი, 1638, ბოლონია — გ. 28 აგვისტო, 1665, ბოლონია) — ბოლონიის სკოლის იტალიელი მხატვარი, ბაროკოს წარმომადგენელი.

ელიზაბეტა სირანი ბოლონიის სკოლის მხატვრისა და ხელოვნების დილერის ჯოვანი ანდრეა სირანის ქალიშვილი, გვიდო რენის ერთ-ერთი უახლოესი სტუდენტი და თანამშრომელი იყო. მან ხატვა 12 წლის ასაკში დაიწყო, ხელოვნების მცოდნე და ისტორიკოსის კარლო ჩეზარე მალვაზიას გავლენით, რომელმაც მოგვიანებით მისი ბიოგრაფია —ერთადერთი ქალის — შეიტანა თავის ცნობილ წიგნში ბოლონიის მხატვრების შესახებ (1678). თავდაპირველად მამა სკეპტიკურად უყურებდა ამ საქმიანობას, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მან ქალიშვილი სახელოსნოში მიიღო. 17 წლის ასაკში იგი უკვე სრულფასოვანი მხატვარი და გრავიორი გახდა და ამ დროიდან ინახავდა რვეულს, რომელშიც იწერდა ყველა ნამუშევარს. მისი სტილი ახლოსაა გვიდო რენისთან და მათი ნამუშევრები რამდენჯერმე იქნა აღრეული: ამრიგად, სირანის მიერ ბეატრიჩე ჩენჩის ცნობილი სავარაუდო პორტრეტი დიდი ხნის განმავლობაში რენის მიეწერებოდა.

ტიმოკლეა უბიძგებს ჭაში თავის მოძალადეს. 1659 წელი. ნეაპოლი

მხატვარი ბევრს მუშაობდა ოჯახის შესანარჩუნებლად: მამამისი მხატვრობას ჩამოშორდა, ართროზისა და პოდაგრის გამო, ამიტომ მას სახელოსნოს ხელმძღვანელობა მოუწია, სადაც მისი დები ბარბარა და ანა მარია მის თანაშემწედ მუშაობდნენ. მისი ნამუშევრები ცნობილი იყო არა მხოლოდ ბოლონიაში, არამედ ფლორენციასა და რომში მისი მხატვრობის თაყვანისმცემლებს შორის იყო კოზიმო III დე მედიჩი. 1660 წელს მან გახსნა ქალთა ფერწერის სკოლა და იმავე წელს მიიღეს რომის წმინდა ლუკას აკადემიაში. უყვარდა მუსიკა, უკრავდა ლირაზე, მღეროდა და წერდა ლექსებს.

ვინჩენცო ფერდინანდო რანუცი კუპიდონის როლში, 1663. ვარშავა

იგი გარდაიცვალა პერფორირებული წყლულით (თუმცა ქალაქში გავრცელდა ჭორები, რომ მხატვარი მოწამლა მისმა მოახლემ ლუსია ტოლომელიმ, ჩატარდა გამოძიება). მიცვალებულს საზეიმო წირვა მისი გარდაცვალებიდან ორნახევარი თვის შემდეგ, 1665 წლის ნოემბერში, ბოლონიის წმინდა დომინიკის ბაზილიკაში აღევლინა. პოეტებმა და მწერლებმა მას მიუძღვნეს ლექსებში, სხვადასხვა ნაწარმოებები, რომლებიც ჯოვანი ლუიჯი პიკინარდიმ გამოაქვეყნა დაკრძალვის გამოსამშვიდობებლ სიტყვებთან ერთად სათაურით „ცრემლებით გაჟღენთილი ფუნჯი“, ხოლო ბარტოლომეო ზანიჩელიმ, სირანის სკოლის ხშირმა სტუმარმა თხუთმეტი წლის განმავლობაში, დახატა მისი სიკვდილის შემდგომი პორტრეტი.[8] გარდაცვლილის ნეშტი გვიდო რენის ფერფლის გვერდით დაკრძალეს ბოლონიის სან- დომინგოს ბაზილიკის გიდოტის სამლოცველოში.

ღვთისმშობელი ჩვილთან ერთად. სომხეთის ეროვნული გალერეა

ელიზაბეტა სირანიმ დატოვა 200-მდე ნახატი და გრაფიკული ნამუშევარი, რომლებიც დღეს ევროპისა და აშშ-ის სხვადასხვა მუზეუმებშია. მან შექმნა ნახატები და გრაფიკული ნამუშევრები ბიბლიურ და მითოლოგიურ თემებზე, პორტრეტები და ავტოპორტრეტები. მის შემოქმედებაში, ღვთისმშობლის გამოსახულებასთან ერთად, შესამჩნევად ჩანს ქალი — დამღუპველის, შურისმაძიებლის (ცირკეს, იუდიტის და სხვ.) გამოსახულება. მასწავლებლებისგან საუკეთესოს მიღებით, ელიზაბეტამ შეიმუშავა საკუთარი უნიკალური სტილი. მამამ მასში ჩანერგა მუქი და მდიდარი ფერების სიყვარული და რენის შემოქმედების შესწავლისას მისგან აიღო მისი კომპოზიციის ზოგიერთი პრინციპი.

საინტერესო ფაქტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოზიმო მედიჩი, 1664 წელს სირანის სახელოსნოს იმ დროს ეწვია, როცა ბიძის პორტრეტზე მუშაობდა. ტოსკანის დიდმა ჰერცოგმა მაშინვე დაავალა მას მადონას სურათის დახატვა საკუთარი კოლექციისთვის. მხატვარმა ნამუშევარი ისე სწრაფად დაასრულა, რომ საღებავები გაშრა თუ არა, დამკვეთმა ნამუშევარი მაშინვე თან წაიღო.

მხატვრობა კულტურაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხატვრის რომანიზებული ბიოგრაფიების შექმნა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიწყო, განსაკუთრებით მის მშობლიურ ქალაქში. სულ ახლახანს იტალიელმა პოეტმა დავიდე რონდონიმ, მხატვარს ლექსი-დრამა „ხელოვნება შხამია“ (2004[9]) მიუძღვნა. სპექტაკლი 2005 წელს მსახიობმა და რეჟისორმა იაია ფორტემ დადგა.

  • Picinardi G.L. Il pennello lagrimato. Orazione funebre… con varie poesie in morte della signora Elisabetta Sirani. Bologna: Giacomo Monti, 1665
  • Manaresi A. Il processo di avvelenamento fatto nel 1665-66 in Bologna contro Lucia Tolomelli per la morte di Elisabetta Sirani. Bologna: Zanichelli, 1904 (переизд.: Bologna: A. Forni, 1975)
  • Ragg L.M.R. The Women Artists of Bologna. London: Methuen&Co, 1907
  • Modesti A. Elisabetta Sirani: una virtuosa del Seicento bolognese. Bologna: Compositori, 2004
  • Elisabetta Sirani: pittrice eroina (1638—1665)/ Jadranka Bentini, Vera Fortunati, eds. Bologna: Compositori, 2004 (каталог большой выставки работ художницы в Археологическом музее Болоньи, 2004—2005)
  • Life stories of women artists, 1550—1800: an anthology/Julia K. Dabbs, ed. Farnham; Burlington: Ashgate, 2009

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Elisabetta Sirani
  3. Elisabetta Sirani — 2008.
  4. Benezit Dictionary of ArtistsOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 5.7 5.8 RKDartists
  6. https://artsandculture.google.com/entity/elisabetta-sirani/m093fz1?hl=en
  7. Bohn B. Women artists, their patrons, and their publics in early modern BolognaPenn State University Park: Penn State University Press, 2021. — P. 234–235. — 316 p. — ISBN 978-0-271-08696-5
  8. (см. об этом: Phillippy P. B. Painting women: cosmetics, canvases, and early modern culture. Baltimore: Johns Hopkins UP, 2006, p.26-30)
  9. [https://web.archive.org/web/20140112105716/http://www.worldcat.org/title/veleno-larte-storia-vera-e-teatrale-di-elisabetta-sirani-pittrice/oclc/57713404%26referer%3Dbrief_results დაარქივებული 2014-01-12 საიტზე Wayback Machine. Il veleno, l’arte : storia vera e teatrale di Elisabetta Sirani pittrice (Book, 2004) [WorldCat.org]]