შინაარსზე გადასვლა

ელიას-პინიის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
ელიას-პინიის პროვინცია
ქვეყანა დომინიკელთა რესპუბლიკის დროშა დომინიკელთა რესპუბლიკა
კოორდინატები 18°53′00″ ჩ. გ. 71°42′00″ დ. გ. / 18.88333° ჩ. გ. 71.70000° დ. გ. / 18.88333; -71.70000
ფართობი 1395.47 კმ²
ცენტრის სიმაღლე 454 მეტრი
მოსახლეობა 63 029 (2010)[1] ,
64 615 (2022)[2]
სასაათო სარტყელი UTC-4
ელიას-პინიის პროვინცია — დომინიკელთა რესპუბლიკა
ელიას-პინიის პროვინცია

ელიას-პინიის პროვინცია (ესპ. Provincia de Elías Piña) ― დომინიკელთა რესპუბლიკის 32 პროვინციიდან ერთ-ერთი. მდებარეობს ქვეყნის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, ჰაიტის საზღვართან. იყოფა 6 მუნიციპალიტეტად. პროვინციის დედაქალაქია კომენდადორი. პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილში ცენტრალური კორდილიერა (ცენტრალური ქედი), ხოლო სამხრეთ ნაწილში სიერა-დე-ნეიბა მდებარეობს. ქედებს შორის მდინარე არტიბონიტესა და მისი შენაკადებისგან წარმოქმნილი ხეობებია გაშლილი.[3]

შეიქმნა 1942 წელს სან-რაფაელის სახელწოდებით. 1965 წელს სახელი შეეცვალა და ესტრელიეტა ეწოდა, საბოლოოდ კი, 1972 წელს ელიას-პინია ეწოდა. პროვინციის კატეგორიის მინიჭებამდე სან-ხუანის პროვინციის მუნიციპალიტეტის სტატუსი ჰქონდა.