ელვირა დოლინარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელვირა დოლინარი
მშობლიური სახელი სლოვენ. Elvira Dolinar
დაბადების თარიღი 22 იანვარი, 1870
კრშკო, სლოვენია
გარდაცვალების თარიღი 18 აპრილი, 1961 (91 წლის)
ბლედი, სლოვენია
მოქალაქეობა

ავსტრია-უნგრეთის იმპერია იუგოსლავიის სამეფო

იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია
პროფესია მწერალი, პედაგოგი, ქალთა უფლებების დამცველი

ელვირა დოლინარი (სლოვენ. Elvira Dolinar;  დ. 22 იანვარი, 1870, კრშკო, სლოვენია — გ.  18 აპრილი, 1961, ბლედი, სლოვენია), წერდა ფსევდონიმით დანიკა (სლოვენ. Danica) — სლოვენი მწერალი, ფემინისტი და პედაგოგი. ცნობილი გახდა ქალთა უფლებების დასაცავად ჟურნალ Slovenka-ში გამოქვეყნებული სტატიებით , იგი ითვლება პირველ სლოვენიელ ფემინისტად.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელვირა დოლინარი დაიბადა 1870 წელს კრშკოში, ავსტრიულ-გერმანული წარმოშობის ოჯახში. შვიდ წლამდე გოგონა იზრდებოდა სევნიცაში, შემდეგ — რადოვლიცაში. ზაფხულში მამის პროფესიის გამო ხშირად იცვლიდნენ საცხოვრებელ ადგილს.  [2] ოჯახი ცხოვრობდა კრანსკა გორაში, კოროსკა ბელაში, ვრჰნიკაში, ბლედში და სხვა ადგილებში.  ხშირი გადაადგილების გამო ელვირა მშობლებმა დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ   სკოლაში გაგზავნეს, ხოლო   1884 წელს შევიდა ირმა ჰუტის კერძო გოგონათა სკოლაში ლუბლიანაში. იქ ერთი წელი სწავლობდა და ხშირად ერთვებოდა  ეთნიკურ კამათში გერმანელ მოსწავლეებთან. გერმანული ფესვების მიუხედავად, ელვირა თავს გერმანელად არ მიიჩნევდა.[3]

სწავლის დასრულების შემდეგ ელვირამ მასწავლებლად დაიწყო მუშაობა შკოფიას ლოკას მახლობლად პოლიანაში. სამი თვის მერე კი მასწავლებლად გადავიდა  დოლენსკში, ველიკა დოლინაში, სადაც გაიცნო მომავალი მეუღლე, ვაჭარი დოლინარი.  ელვირამ მალევე მიატოვა  სამსახური და თავი მიუძღვნა ოთხი შვილის აღზრდას და საოჯახო ბიზნესს. პირველ მსოფლიო ომამდე დოლინარებმა ვალების გამო  დაკარგეს ქონება და ლუბლიანაში გადავიდნენ, სადაც ელვირამ ფოტოსტუდიაში დაიწყო მუშაობა. ომის შემდეგ მისმა დამ გამოისყიდა მათი ძველი სახლი ველიკო დოლინაში.  ამან ოჯახს საშუალება მისცა ხელახლა გაეხსნათ მაღაზია და ფეხზე დამდგარიყვნენ. ელვირა კვლავ დაუბრუნდა პედაგოგიურ საქმიანობას და   1940 წლამდე— პენსიაზე გასვლამდე მუშაობდა მასწავლებლად. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე დოლინარები რძალთან ერთად გადავიდნენ ხორვატიაში. სიცოცხლის ბოლო წლები ელვირამ  შვილთან ერთად ბლედში გაატარა.

ელვირა დოლინარი იყო  სლოვენიის ქალთა ასოციაციის წევრი 1926 წლიდან მეორე მსოფლიო ომამდე.[4]

მწერლობა,  საზოგადოებრივი საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელვირამ წერა ძალიან ადრეულ ასაკში დაიწყო, თუმცა  მის ნაწერებს არ მოჰყოლია დადებითი შეფასება. შემდეგ დაიწყო   მწერალი ქალების ბიოგრაფიების გამოქვეყნება.  ლიტერატურულ ფსევდონიმად აიღო  გარდაცვლილი  ქალიშვილის — დანიკას სახელი.  

დოლინარი ქალთა უფლებების საკითხებით მასწავლებლობის პერიოდში დაინტერესდა.  შედეგად გადაწყვიტა ამ  თემაზე სტატიები დაეწერა. სხვადასხვა სლოვენურ ჟურნალებში გამოქვეყნებულ სტატიებში მან ნათლად გამოხატა თავისი ფემინისტური პოლიტიკური შეხედულებები. მეუღლის მხარდაჭერით, რომელიც აშკარად ლიბერალური აზროვნების ადამიანი იყო,  ელვირა აწარმოებდა კამპანიას გენდერული თანასწორობისა და ქალთა აქტიური ჩართვისთვის ფემინისტურ მოძრაობაში.

მისი ყველაზე რეზონანსული ნამუშევარი დაიბეჭდა  ჟურნალ Slovenka-ს ("სლოვენი ქალი") (გამოდიოდა 1897 წლიდან 1902 წლამდე)  გვერდებზე,   სადაც ძირითადად იბეჭდებოდა პედაგოგი ქალების სტატიები.  დოლინარმა ჟურნალისთვის  დაწერა 40-ზე მეტი სტატია  ქალთა უფლებებზე.  თავის პირველ პუბლიკაციაში Ženska emancipacija ("ქალთა ემანსიპაცია"), რომელიც გამოქვეყნდა 1897 წელს, ავტორმა ამ ჟურნალის გვერდებზე პირველად ისაუბრა ღიად  ქალთა უფლებების დასაცავად. შედეგად, მას უწოდეს პირველი სლოვენიელი ფემინისტი.

ელვირა დოლინარის ყველაზე მნიშვნელოვანი და პოპულარული სტატია Svobodna ljubezen in zakon (თავისუფალი სიყვარული და ქორწინება), გამოიცა 1900 წელს. მასში საუბარი იყო განქორწინების საკითხზე. ავტორის აზრით,  „განქორწინება უნდა იყოს დაშვებული, როდესაც ორივე მეუღლე მიიჩნევს მათ ურთიერთობას "აუტანელად". იმ დროს სლოვენიის მაცხოვრებლების უმეტესობა კათოლიკურ ღირებულებებს იცავდა, რომელთანაც   დოლინარის სტატია წინააღმდეგობაში მოდიოდა.  მისი შეხედულებები ფართოდ გააკრიტიკეს, განსაკუთრებით კათოლიკეებმა. ჟურნალისტური ნაწარმოებების გარდა, დოლინარი მხატვრულ ნაწარმოებებსაც წერდა.

ელვირა დოლინარი გარდაიცვალა 1961 წელს ბლედში. 1945 წლიდან მოყოლებული მთელი პერიოდის განმავლობაში, როდესაც სლოვენია კომუნისტური იუგოსლავიის ნაწილი იყო, დოლინარი და სხვა ფემინისტები კრიტიკის ქარცეცხლში მოექცნენ  და მხოლოდ მას შემდეგ, რაც სლოვენიამ იუგოსლავიისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა 1991 წელს, იგი აღიარეს როგორც "სლოვენური ფემინისტური აზროვნების პიონერი".

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]