ელვინ ჯაფარგულიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელვინ ჯაფარგულიევი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
26 ოქტომბერი, 2000 (2000-10-26) (23 წლის)
დაბადების
ადგილი
ბაქო, აზერბაიჯანი
სიმაღლე 180 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ყარაბაღი
ნომერი 44
ახალგაზრდული კარიერა
კეშლა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2018– ყარაბაღი 32 (0)
2019–2020   სუმგაითი (იჯარით) 17 (2)
ეროვნული ნაკრები
2018–2019 აზერბაიჯანის 19 წლ. 5 (0)
2019– აზერბაიჯანის 21 წლ. 10 (0)
2021– აზერბაიჯანი 4 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ელვინ ჯაფარგულიევი (აზერ. Elvin Cəfərquliyev; დ. 26 ოქტომბერი, 2000, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი ფეხბურთელი. თამაშობს მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე. არის საფეხბურთო კლუბ „ყარაბაღისა“ და აზერბაიჯანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი.[1] პარალელურად არის აზერბაიჯანის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრი.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის 10 დეკემბერს შედგა ჯაფარგულიევის დებიუტი „კეშლას“ რიგებში. აზერბაიჯანის საფეხბურთო თასზე ითამაშა „კაპაზის“ წინააღმდეგ. მატჩი „კეშლას“ გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა.[2]

2018 წელს ჯაფარგულიევი შეუერთდა აღდამის „ყარაბაღს“. 2019 წლის ზაფხულში „სუმგაითმა“ დაანონსა, რომ ჯაფარგულიევი მათ გუნდში ერთსეზონიანი იჯარით ითამაშებდა. 2019 წლის 17 აგვისტოს შედგა მისი დებიუტი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში, „სუმგაითის“ რიგებში, „გაბალას“ წინააღმდეგ.[3]

2020 წლის 11 სექტემბერს შედგა მისი დებიუტი აღდამის „ყარაბაღის“ რიგებში, აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის შეხვედრაში, თავისი ყოფილი კლუბის, „კეშლას“ წინააღმდეგ. მატჩი უგოლო ფრით დასრულდა.[4][5]

2020 წლის 18 აგვისტოს შედგა ჯაფარგულიევის ევროპული დებიუტი, „სილეკსის“ წინააღმდეგ, 2020–21 წლის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე.[6][7] ჯაფარგულიევს გუნდთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

საერთაშორისო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის 14 ნოემბერს შედგა ჯაფარგულიევის დებიუტი აზერბაიჯანის 19 წლამდე ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში. ნაკრები ისრაელის 19 წლამდე ფეხბურთელთ ეროვნულ ნაკრებთან ანგარიშით 1-4 დამარცხდა. ამის შემდეგ ითამაშა 3 დღეში, 17 ნოემბერს საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებთან, ანგარიშით 2-1 მოგებულ შეხვედრაში. 2019 წლის 6 სექტემბერს 18 წლის ასაკში შედგა მისი დებიუტი აზერბაიჯანის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში. აზერბაიჯანელებმა სლოვაკეთის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, ანგარიშით 2-1 დაამარცხეს. ჯაფარგულიევის დებიუტი აზერბაიჯანის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში 20 წლის ასაკში შედგა 2021 წლის 30 მარტს, 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში, სერბეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ.[8] შეხვედრა სერბეთის ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 1-2 დასრულდა. ამავე წლის 27 მაისს ითამაშა თურქეთის ნაკრებთან. აზერბაიჯანი ანგარიშით 1-2 დამარცხდა. 2 ივნისს ითამაშა ბელარუსთან ამხანაგურ თამაშში, რომელიც აზერბაიჯანის ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 2-1 დასრულდა. 2021 წლის 6 ივნისს 14 წუთი ითამაშა მოდლოვის ნაკრებთან ანგარიშით 0-1 წაგებულ შეხვედრაში.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კეშლა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Elvin Cəfərquliyev“. PFL. 14 September 2020.
  2. „KEŞLƏ VS. KAPAZ 2 - 0“. Soccerway. 10 December 2017.
  3. „QƏBƏLƏ VS. SUMQAYIT 0 - 2“. Soccerway. 17 August 2019.
  4. „KEŞLƏ VS. QARABAG 0 - 0“. Soccerway. 11 September 2020.
  5. „II tur / 2020-09-11“ (Azerbaijani). www.pfl.az. 11 September 2020.
  6. 2020–21 UEFA Champions League qualifying rounds matches, UEFA.com
  7. „Daha bir gənc futbolçumuz avrokuboklarda debüt etdi“ (Azerbaijani). www.qol.az. 19 August 2020.
  8. Azerbaijan v Serbia game report. UEFA (30 March 2021).