შინაარსზე გადასვლა

ელვინ მაშიმზადე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელვინ მაშიმზადე
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 17 დეკემბერი, 1991(1991-12-17) (32 წლის)
დაბ. ადგილი სუმგაითი
სიმაღლე 164
ქვეყანა აზერბაიჯანი

ელვინ მამიშზადე (დ. 12 დეკემბერი, 1991, სუმგაითი, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი მოკრივე. ელვინ მამიშზადემ 2010 წელს მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი, ხოლო 2013 წელს მინსკში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან ასევე მოიგო პირველი ევროპული თამაშები ბაქოში 2015 წელს და მსოფლიო ჩემპიონატი რომელიც დოჰაში გაიმართა.

ელვინ მამიშზადემ აზერბაიჯანი წარმოადგინა XXX ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე რომელიც ლონდონში, 2012 წელს გაიმართა.

ელვინ მამიშზადე 2015 წლის 29 ივნისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბრძანებით დაჯილდოვდა „დიდების ორდენით“, 2015 წლის ევროპულ თამაშებში მაღალი მიღწევებისთვის და აზერბაიჯანული სპორტის განვითარებაში დიდი წვლილისა და დამსახურებისთვის.[1]

ელვინ მამიშზადე დაიბადა 1991 წლის 12 დეკემბერს, აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაითში.

ელვინ მამიშზადემ რინგზე პირველ დიდ წარმატებას 2010 წელს მიაღწია. მოახერხა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გამართული ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლა სადაც ირლანდიელ პედი ბარნსთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ელვინ მამიშზადემ მომდევნო წარმატებას 2011 მიაღწია. ელვინ მამიშზადემ წარმატებით იასპარეზა ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე და მოიპოვა 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია.

2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელვინ მამიშზადემ იასპარეზა ლონდონში გამართული 2012 წლიზ ზაფხულის ოლიმპიური თამაშების 1/16 ფინალში. ელვინ მამიშზადეს მეტოქე იყო ოლიმპიადის მომავალი ვერცხლის მედლის პრიზიორი მონღოლი ნიამბაიარინ ტოგსტოგტი. ნიამბაიარინ ტოგსტოგტმა ელვინ მაშიმზადე ანგარიშით 11:18 დაამარცხა.

2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ელვინ მამიშზადემ მიაღწია კიდევ ერთ წარმატებას 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე რომელიც მინკში, ბელარუსის დედაქალაქში გაიმართა. მან იასპარეზა 52 კგ წონით კატეგორიაში სადაც მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ელვინ მამიშზადესთვის 2015 უფრო წარმატებული წელი იყო. ელვინ მამიშზადემ პირველ წარმატებას მიაღწია ბაქოში გამართულ I ევროპულ თამაშებზე. მან დაამარცხა ირლანდიელი მაილ კეისი, ბულგარელი დანიელ ასენოვი და გერმანელი ჰამზა ტუბა. ფინალში ელვინ მამიშზადემ დაამარცხა ძლიერი იტალიელი მოკრივე ვინჩენცო პიკარდი და გახდა პირველი ევროპული თამაშების ჩემპიონი.

2015 წლის პირველი ევროპული თამაშების შემდეგ ელვინ მამიშზადემ მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთი წარმატება მიაღწია. კატარის ქალაქ დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანელი ჰამზა ტუბა, გაერთიანებული სამეფო მოჰამედ ალი და ალჟირი მუჰამედ დაამარცხა, ფინალში ფლისის დამარცხებით გავიდა. ფინალში ელვინ მამიშზადეს მეტოქე ძლიერი კუბელი სპორტსმენი იოსბაი ვეიცია იყო. ელვინ მამიშზადემ გამოცდილ მეტოქესთან შეხვედრა გამარჯვებით დატოვა და კარიერაში უდიდეს წარმატებას მიაღწია.

2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნარჩვენები შედეგებით ელვინ მამიშზადემ მოახერხა 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროში გამართული ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]