შინაარსზე გადასვლა

ელექტრინაის წყალსაცავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელექტრინაის წყალსაცავი, ფონზე ელექტროსადგურით

ელექტრინაის წყალსაცავი (ლიეტ. Elektrėnų marios) — წყალსაცავი ლიეტუვაში, ქალაქ ელექტრინაის სამხრეთით. ლიეტუვაში სიდიდით მესამე ხელოვნური ტბა. შეიქმნა 1961 წელს მდინარე სტრევაზე კაშხლის აგებით. ის წყლით ამარაგებს 1800 მეგავატიანი ელექტროსადგურ „ელექტრინაის“. წყალსაცავის შექმნისას რამდენიმე სოფელი წყლით დაიფარა; 140-ზე მეტი ოჯახი გადაასახლეს. წყალსაცავმა ასევე დაფარა რვა ტბა.

წყალსაცავის ფართობია დაახლოებით 1,264 ჰექტარი, სიღრმე კი 30 მეტრს აღემატება.[1]

  • Elektrėnai, Vilnius: Jandrija, 2006
  1. History. Government of Elektrenai. ციტირების თარიღი: 2008-04-24.