ელეფტერია ელეფტერიუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელეფტერია ელეფტერიუ

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი Ελευθερία Ελευθερίου
აგრეთვე ცნობილი როგორც Elle (ელე)
დაბ. თარიღი 12 მაისი, 1989 (1989-05-12) (34 წლის)
დაბ. ადგილი ფრენაროსი ფამაგუსტას რაიონი
კვიპროსის დროშა კვიპროსი
წარმოშობა კვიპროსელი ბერძენი
ჟანრ(ებ)ი საცეკვაო მუსიკა
პოპ-მუსიკა
საქმიანობა მომღერალი
მსახიობი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალისტი
ფორტეპიანო
აქტიური 2010 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Sony Music Entertainment
Universal Music Group
ელეფტერია ელეფტერიუ ვიკისაწყობში

ელეფტერია ელეფტერიუ (ბერძ. Ελευθερία Ελευθερίου; დ. 12 მაისი, 1989) — ბერძენი მომღერალი, საბერძნეთის წარმომადგენელი ევროვიზია 2012-ზე[1].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1989 წლის 12 მაისს კვიპროსის ფამაგუსტის რაიონის სოფელ ფრენაროსში[2]. ბავშობიდან უყვარდა მუსიკა, ცეკვა და სპორტი. 15 წლიდან ესწრებოდა ვოკალის გაკვეთილებს. 16 წლისას მიიღო მონაწილეობა ევროვიზიის ადგილობრივ შესარჩევ კონკურსში, სადაც დაიკავა მხოლოდ მე-7 ადგილი[3].

2008 წელს აპირებდა The X Factor საბერძნეთის კონკურსში მონაწილეობას, მაგრამ ბოლო წუთს გადაიფიქრა[4]. 2009 წელს თავიდან შეუერთდა The X Factor-ს, სადაც დაიკავა მე-5 ადგილი[5].

ევროვიზია 2012-ზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წელს იგი აირჩიეს საბერძნეთის წარმომადგენლად ევროვიზია 2012-ზე, სიმღერით Aphrodisiac[1], სადაც დაიკავა მე-17 ადგილი 64 ქულით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]