შინაარსზე გადასვლა

ელეონორ ჰელოუელ ებოტი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელეონორ ჰელოუელ ებოტი
დაბადების თარიღი 22 სექტემბერი, 1873(1873-09-22)[1]
დაბადების ადგილი კემბრიჯი[2]
გარდაცვალების თარიღი 4 ივნისი, 1958(1958-06-04)[1] (84 წლის)
გარდაცვალების ადგილი პორტსმუთ
საქმიანობა პოეტი, რომანისტი, მწერალი[3] [4] და საბავშვო მწერალი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა აშშ
ალმა-მატერი რედკლიფის კოლეჯი[2] და ჰარვარდის უნივერსიტეტი

ელეონორ ებოტი (ინგლ. Eleanor Abbott დ. 22 სექტემბერს, 1872 — გ. 4 იანვარს, 1958) — ამერიკელი მწერალი. ელეონორა იყო ჟურნალ „The Ladies' Home Journal“-ის სტატიების ავტორი.

ელეონორ ჰელოუელ ებოტი დაიბადა 1872 წლის 22 სექტემბერს კემბრიჯში, მასაჩუსეტსის შტატში.[5] ებოტი იყო სასულიერო პირის ედვარდ ებოტისა და კლარას (დევისი) ქალიშვილი,[6] რომელიც აწარმოებდა ჟურნალს „Literary World“ და იყო ცნობილი საბავშვო მოთხრობის „ჯეიკობ ებოტის შვილიშვილები“ ავტორი.[7] ელეონორ ჰელოუელ ებოტი მამისა და ბაბუის წყალობით ლიტერატურული და რელიგიური ვარსკვლავების გარემოცვაში გაიზარდა. ამან განაპირობა ის, რომ მან გაიცნო მრავალი ცნობილი ლიტერატურული ადამიანი, როგორიცაა ლონგფელოუ და ლოუელი.[8] ამან განაპირობა, რომ მისი ბავშვობის სახლი გამხდარიყო ერთ-ერთი დიდი რელიგიური და მეცნიერული მოაზროვნეების ადგილი.

კემბრიჯის კერძო სკოლებში სწავლის შემდეგ, მან დაიწყო სიარული კურსებზე რედკლიფის კოლეჯში [9] სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობდა ლოუელის სახელმწიფო სკოლაში მდივნად და მასწავლებლად.[10] აქ მან დაიწყო ლექსებისა და მოთხრობების წერა, მაგრამ თავიდან მცირე წარმატებას მიაღწია. მხოლოდ მაშინ, როდესაც ჟურნალ „Harper's Magazine“-მა დაბეჭდა მისი ორი ლექსი, პირველი წარმატება მაშინ ეწვია. ამან განაპირობა ის, რომ მან მოიგო სამი პრიზი მოკლე მოთხრობისთვის, რომელიც გადასცეს „Collier's“-მა და „The Delineator“-მა.[8]

შემდგომი ცხოვრება და ლიტერატურული კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1908 წელს ებოტი დაქორწინდა დოქტორ ფორდაის კობერნზე და მასთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ვილტონში, ნიუ-ჰემფშირი.[11] დოქტორი კობერნი იყო ლოუელის უმაღლესი სკოლის სამედიცინო მრჩეველი და ეხმარებოდა თავის მეუღლეს წერაში. [12] გადასახლებიდან მალევე, რამდენიმე ცნობილმა ჟურნალმა მიიღო მისი ნამუშევარი გამოსაცემად. მისი ორი ლექსი დაიბეჭდა „Harper's Monthly“-იმ 1909 წელს. მან გამოაქვეყნა სამოცდათხუთმეტი მოთხრობა და თოთხმეტი რომანტიკული რომანი. „Being Little in Cambridge When Everyone Else Was Big“ არის ებოტის მიერ კემბრიჯში ბავშვობის შესახებ დაწერილი ავტობიოგრაფია.[7]

ებოტი მოგვითხრობს, თუ როგორი იყო ბავშვობაში. ის იყო ნერვიული და ცელქი ბავშვი. მისი მხატვრული ლიტერატურის საშუალებით ეს მშვენივრად არის ნაჩვენები მის ნამუშევრებში. მისი ნაწერმოები არის რომანტიული და მიუხედავად იმისა, რომ მისი ზოგიერთი პერსონაჟი მძიმე და მტკივნეულ პერიოდს განიცდის, მის თითოეულ რომანს და მოთხრობას აქვს ბედნიერი შინაარსი. მთავარი გმირები, რომლებსაც ის იყენებს, არიან ახალგაზრდა გოგონები, რომლებიც ავლენენ თავხედურ ქცევებს, არიან ჯიუტები და საშინლად მოლაპარაკეები, ხოლო მათი მამრობითი კოლეგები პირიქით — მშვიდი, ძლიერები და მკაცრი ხასიათის მქონეები.[8]

ებოტი არ დაუშვებდა მისი ნაწარმოების გამოქვეყნებას, თუ მას არ მოეწონებოდა. წერის დროს მისი მთავარი საზრუნავი იყო საკუთარი გრძნობების გამოხატვა იმ ამბის შესახებ, რომელზეც მუშაობდა..[12] ამ უნიკალური სტილის გამო, ბევრი კრიტიკოსი კომენტარს აკეთებდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი ნამუშევარი მომხიბვლელია, მათში ზოგჯერ იძულება იგრძნობა.[8]

ებოტს შვილები არ ჰყავდა. იგი გარდაიცვალა 1958 წელს პორტსმუთში, ნიუ ჰემფშირი. ელეონორ ჰელოუელ აბბოტის ნაშრომები ინახება ნიუ ჰემფშირის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის Milne Special Collections-ში. კრებული ძირითადად შედგება ებოტის მოთხრობების საბეჭდი ტექსტებისგან.[10]

  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. 2.0 2.1 Who Was Who Among North American Authors, 1921-1939დეტროიტი: Gale, 1976. — ISBN 978-0-8103-1041-4
  3. Mainiero L., Faust L. L. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
  4. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  5. Ehrlich, Eugene and Gorton Carruth. The Oxford Illustrated Literary Guide to the United States. New York: Oxford University Press, 1982: 37. ISBN 0-19-503186-5
  6. Blain, Virginia; Grundy, Isobel; Clements, Patricia (1990) The Feminist Companion to Literature in English. Yale University Press, გვ. 1. ISBN 0300048548. 
  7. 7.0 7.1 Eleanor Hallowell Abbott. Cambridge Women's Heritage Project. City of Cambridge, MA. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 27, 2019. ციტირების თარიღი: September 8, 2012
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 HAMBLEN, ABIGAIL ANN. "Abbott, Eleanor Hallowell." American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present. Ed. Taryn Benbow-Pfalzgraf. 2nd ed. Vol. 1. Detroit: St. James Press, 2000. 2. Gale Virtual Reference Library. Web. 11 Dec. 2014.
  9. (1976) „Abbott, Eleanor Hallowell“, Who Was Who Among North American Authors, 1921-1939. Detroit: Gale Research Co., გვ. 2. ISBN 0810310414. 
  10. 10.0 10.1 Eleanor Hallowell Abbott (1872-1958). Library Special Collections. University of New Hampshire. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 9, 2010. ციტირების თარიღი: September 8, 2012
  11. "Abbott, Eleanor Hallowell." American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present. Gale. 2000. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2002-03-31. ციტირების თარიღი: 2019-01-11
  12. 12.0 12.1 Overton, Grant Martin (1918). The Women Who Make Our Novels. Moffat, Yard & Company, გვ. 331. „eleanor hallowell abbott autobiography.“