ელეონორა მარქსი
| ელეონორა მარქსი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი |
16 იანვარი, 1855 ლონდონი |
| გარდაცვალების თარიღი |
31 მარტი, 1898 ლონდონი |
| ეროვნება | ინგლისელი |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | social activist, პროფკავშირების წევრი, პოლიტიკოსი, suffragist, მწერალი, German–English translator, French–English translator, philatelist[1] და socialist[2] |
| პარტნიორ(ებ)ი | Edward Aveling და Prosper-Olivier Lissagaray |
ელეონორა ეველინგ მარქსი (დ. 16 იანვარი, 1855, ლონდონი — გ. 31 მარტი, 1898, ლონდონი) — ინგლისისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე. კარლ მარქსის უმცროსი ქალიშვილი. 1884 წლიდან ედუარდ ეველინგის ცოლი და თანამებრძოლი. სოციალისტური ლიგის (1884) და დამოუკიდებელი მუშათა პარტიის (1893) ერთ-ერთი დამაარსებელი.[3] ფრიდრიხ ენგელსის უშუალო ხელმძღვანელობით გამოდიოდა არაკვალიფიციური მუშების მასობრივი მოძრაობის აქტიურ ორგანიზატორად. ხელმძღვანელობდა ლონდონის დოკერებისა და აირის საწარმოთა მუშების (1889) გაფიცვებს. მონაწილეობდა II ინტერნაციონალის პირველი კონგრესის მომზადებაში, ამ ინტერნაციონალის 1891, 1893 წლების კონგრესებში.[4] აქტიურად თანამშრომლობდა დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნების სოციალისტურ პრესაში. დასაბეჭდად მოამზადა კარლ მარქსის მთელი რიგი ნაშრომები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლ. გორგილაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 463.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Категории: // (unspecified title)
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118745913 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ From Encyclopedia of Marxism // Eleanor Marx
- ↑ Eleanor Marx: A Life by Rachel Holmes review – her father's daughter