ელეონორა დუზე
| ელეონორა დუზე | |
|---|---|
| იტალ. Eleonora Duse | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 3 ოქტომბერი, 1858[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] |
| დაბადების ადგილი | Vigevano, სარდინიის სამეფო[12] [11] |
| გარდაცვალების თარიღი | 21 აპრილი, 1924[12] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [11] (65 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | პიტსბურგი, პენსილვანია, აშშ[13] [11] |
| დასაფლავებულია | cemetery of Sant'Anna[14] |
| საქმიანობა | მსახიობი[15] [13] , სცენარისტი, თეატრის მსახიობი და კინომსახიობი |
| მოქალაქეობა |
|
| პარტნიორ(ებ)ი | გაბრიელე დ’ანუნციო |
ელეონორა დუზე (იტალ. Eleonora Duse; დ. 3 ოქტომბერი, 1858, ვიჯევანო, იტალია — გ. 21 აპრილი, 1924, პიტსბურგი, აშშ) — მსოფლიოში ცნობილი იტალიელი მსახიობი, მეტსახელად „ღვთაებრივი“. სარა ბერნართან ერთად იგი თავისი დროის უდიდეს თეატრალურ მსახიობად ითვლებოდა.[16][17]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა სომხური წარმოშობის მსახიობთა ოჯახში.[18][19][20][21] მისი პაპა, ლუიჯი დუზე (დუზიანი), პადუაში გარინბალდის თეატრის დამფუძნებელი იყო. ოთხი წლის ასაკში მან თამაში დაიწყო მშობლების დასში[22] და მათთან ერთად მოგზაურობდა იტალიის ქალაქებში. მისი პირველი სერიოზული წარმატება იყო მთავარი როლის შესრულება ემილ ზოლას დრამაში „ტერეზა რაკენი“ (1879).
1881-1883 წლებში ქორწინებაში იმყოფებოდა მსახიობ ტებალდო მარკეტისთან (1844-1918), რომელიც ფსევდონიმით — კეკი გამოდიოდა; მათ შეეძინათ ქალიშვილი. მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა „სკაპილიატურას“ წარმომადგენლებთან. 1886 წელს შექმნა საკუთარი თეატრალური დასი და 30 წლის ასაკისთვის იტალიის ყველაზე ცნობილი მსახიობი გახდა.
თამაშობდა დიუმა-შვილის („ქალი კამელიებით“), სარდუს, იბსენის („ჰედა გაბლერი“, „თოჯინების სახლი“ და სხვ.), ზუდერმანისა და მეტერლინკის („მონა ვანა“) პიესებში. არიგო ბოიტომ, რომელთანაც მსახიობს ფარული ურთიერთობა ჰქონდა, მისთვის შექსპირის „ანტონიუსი და კლეოპატრა“ თარგმნა.
1890 წლის შემდეგ ძირითადად იტალიის ფარგლებს გარეთ, უმეტესწილად საფრანგეთში გამოდიოდა. წარმატებით საგასტროლო ტურნეები გამართა აშშ-ში, სამხრეთ ამერიკასა და რუსეთის იმპერიაში (1891-1892, 1908). 1890-იანი წლების დასაწყისში ურთიერთობა ჰქონდა რუს მხატვარ ალექსანდრე ვოლკოვთან და გარკვეული პერიოდი მის პალაცოში ცხოვრობდა დიდ არხზე; მათი სასიყვარულო მიმოწერა გამოქვეყნებულია.[23]
1895-1904 წლებში ახლო ურთიერთობა ჰქონდა გაბრიელე დ’ანუნციოსთან, რომელმაც იგი თავისი რომანის — „ალის“ პროტოტიპად აქცია. მსახიობმა ეს კავშირი მას შემდეგ გაწყვიტა, რაც მწერალმა დრამა „მკვდარი ქალაქის“ ფრანგულ პრემიერაში ანას როლის შესრულება დუზეს მრავალწლიან მეტოქეს, სარა ბერნარს შესთავაზა. 1905 წელს პარიზში მან ვასილისას როლი შეასრულა მაქსიმ გორკის დრამაში „ფსკერზე“.
1908 წელს დუზემ თეატრი მიატოვა. ამის შემდეგ, ორი წლის განმავლობაში, ფლორენციაში იტალიელ ფემინისტ ლინა პოლეტისთან ერთად ცხოვრობდა. მსახიობმა კინოში მხოლოდ ერთხელ ითამაშა — არტურო ამბროზიოს ფილმში „ფერფლი“ (1916), რომელიც გრაცია დელედას ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაიღეს. მოლაპარაკებები დევიდ გრიფიტთან ერთობლივი მუშაობის შესახებ უშედეგოდ დასრულდა. 1920 წელს იგი აზოლოში (ტრევიზოს პროვინცია) დასახლდა. დუზე სცენას 1921 წელს დაუბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ასაკში იყო და თმა გაჭაღარავებოდა, ის მაინც უგრიმოდ და პარიკის გარეშე თამაშობდა. გრიმის მინიმალური გამოყენება (რაც ხშირად ფარავს მიმიკის ნიუანსებს) სრულიად უჩვეულო იყო იმდროინდელი თეატრისთვის. თანამედროვენი აღნიშნავდნენ მისი ინტონაციების მრავალფეროვნებასა და ხელების დახვეწილ, რთულ პლასტიკას.
იტალია ფაშისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ (1922) დატოვა. გარდაიცვალა ფილტვების ანთებით საგასტროლო ტურნეს დროს, მას შემდეგ, რაც წვიმაში დასველდა და გაცივდა (საერთოდ, სუსტი ფილტვები ჰქონდა). დაკრძალულია აზოლოში. მისი მრავალი პირადი ნივთი ქალიშვილმა ადგილობრივ მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გადასცა. დუზეს არქივის დანარჩენი ნაწილი ინახება ჩინის ფონდში , კუნძულ სან-ჯორჯო-მაჯორეზე.
დუზეს დიდება საყოველთაო იყო. მის ხელოვნებას მაღალ შეფასებას აძლევდნენ ანტონ ჩეხოვი, კონსტანტინე სტანისლავსკი, ბერნარდ შოუ და ჩარლი ჩაპლინი. ამერიკელმა პოეტმა სარა ტისდეილმა თავის პირველ წიგნს (1907) „სონეტები დუზეს და სხვა პოემები“ უწოდა. 1923 წლის ივლისში დუზე გახდა პირველი ქალი, რომლის პორტრეტმაც ჟურნალ „ტაიმის“ (Time) გარეკანი დაამშვენა. მან დიდი გავლენა მოახდინა მართა გრემზე.
ავსტრიელი პროზაიკოსის, ემილ რაინჰარდტის მიერ დაწერილი მსახიობის ბიოგრაფია (1928) ითარგმნა ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ, პორტუგალიურ, პოლონურ და ლატვიურ ენებზე და 15 გამოცემას გაუძლო. იტალიის რამდენიმე ქალაქის (ბოლონია და სხვ.) თეატრი ელეონორა დუზეს სახელს ატარებს. 1953 წელს ლუიჯი კომენჩინიმ თავის ფილმში „La Valigia dei sogni“ ელეონორა დუზეს საარქივო კადრები ჩართო. მსახიობის სასცენო კოსტიუმები, რომლებიც იტალიელმა მოდელიორმა ფაუსტო სარლიმ აღადგინა, მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმშია გამოფენილი.
დუზე დღემდე მიიჩნევა ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მსახიობად;[24][25][26] კერძოდ, კრიტიკოსმა ჰერმან ბარმა მას „უდიდესი მსახიობი“ უწოდა.[27]
1974 წელს ელეონორა დუზეს პატივსაცემად პლანეტა ვენერაზე მდებარე 30-კილომეტრიან კრატერს მისი სახელი ეწოდა.[28]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Шоу Бернард. Сара Бернар и Дузэ Архивная копия от 5 января 2022 на Wayback Machine. В книге: Полное собрание сочинений. Том 5. Очерки. — Москва: Современные проблемы, 1911. — С. 35—46.
- Rheinhardt E. A. Das leben der Eleonora Duse. — Berlin: S. Fischer, 1928.
- Winwar F. Wingless victory; a biography of Gabriele d’Annunzio and Eleonora Duse. — New York: Harper, 1956.
- Топуридзе Е. Элеонора Дузе. Очерк жизни и творчества. — М.: Искусство, 1960.
- La Galienne E. The mystic in the theatre: Eleonora Duse. — New York: Farrar, Straus & Giroux, 1966
- Fusero C. Eleonora Duse. — Milano: Dall’Oglio, 1971.
Синьорелли О. Элеонора Дузе. — М.: Искусство, 1975. — (Жизнь в искусстве)
- Molinari C. L’attrice divina. Eleonora Duse nel teatro italiano fra i due secoli. — Roma: Bulzoni, 1985.
- Stokes J. a.o. Bernhardt, Terry, Duse: the actress in her time. — Cambridge; New York: Cambridge UP, 1988.
- Eleonora Duse nella vita e nell’arte (1858—1924). — Venezia: Marsilio, 2001
- Sheehy H. Eleonora Duse: a biography. — New York: Alfred A. Knopf, 2003.
- Пагани М. П. Русский венок для Элеоноры Дузе // перевод, научная редакция, дополнения: М. Г. Талалай. — М.: Старая Басманная, 2019—180 с. — ISBN 978-5-907169-09-8
- Ольга Геттман. Мелодия древнего камня. — 2021. — ISBN 9785043457646.
- Оля Ватова. Все самое важное. — АСТ: CORPUS, 2022. — ISBN 9785457611740.
- Letters to the Star // THE EVENING STAR. — 1954.
- Любовь в Венеции: Элеонора Дузе и Александр Волков / Науч. ред. и сост. Михаила Талалая, пер. с франц. Ольги Никандровой. — СПб.: Алетейя, 2024. — 466 с. — ISBN 978-5-00165-838-2.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Биографияდაარქივებული 2014-03-26 საიტზე Wayback Machine.
- Пьеса драматурга Зиновия Сагалова «Любовные игры Сары и Элеоноры» о взаимоотношениях актрис Элеоноры Дузе и Сары Бернар
- Пьесаდაარქივებული 2020-07-08 საიტზე Wayback Machine. «Дуэт» драматурга Отто Эскина о взаимоотношениях актрис Элеоноры Дузе и Сары Бернар
- Балет Джона Ноймайера «Дузе»
- Иван Толстой, Михаил Талалай. (2019-10-13) Русский венок для Элеоноры Дузе. Радио Свобода, передача «Поверх барьеров с Иваном Толстым». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-15. ციტირების თარიღი: 2019-10-15
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
- 1 2 Nagler A. M. Encyclopædia Britannica
- 1 2 SNAC — 2010.
- 1 2 Discogs — 2000.
- 1 2 FemBio database
- 1 2 Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- 1 2 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- 1 2 3 4 Archivio Storico Ricordi — 1808.
- 1 2 Дузе Элеонора // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- 1 2 Deutsche Nationalbibliothek Record #118681354 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ Union List of Artist Names — 2023.
- ↑ AA.VV, La grande trasformazione: Il teatro italiano fra il 1914 e il 1924, Accademia University Press, 2020-01-29. — გვ. 208, ISBN 978-88-31978-83-5.
- ↑ Carlo Fruttero, Massimo Gramellini, La Patria, bene o male, Edizioni Mondadori, 2011-03-01. — გვ. 357, ISBN 978-88-520-1742-1.
- ↑ THE EVENING STAR 1954.
- ↑ Ольга Геттман 2021.
- ↑ Архив О.М.Фрейденберг : Дузе Элеонора. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-12-15. ციტირების თარიღი: 2022-12-15
- ↑ Балеты Джона Ноймайера: тайные знаки. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-12-15. ციტირების თარიღი: 2022-12-15
- ↑ Четырёхлетняя Дузе дебютировала на сцене в роли Козетты (в пьесе по роману В.Гюго «Отверженные») 12 марта 1863 года — в день, когда появился на свет Габриеле Д’Аннунцио, который даст ей прозвище «Божественная».
- ↑ D’amore e d’arte: Le lettere a Eleonora Duse di Aleksandr Volkov nel lascito … — Anna Sica — Google Books
- ↑ Antonio Cara, Cenere di Grazia Deledda nelle figurazioni di Eleonora Duse, Istituto superiore regionale etnografico, 1984. — გვ. 206.
- ↑ Annamaria Andreoli, Più che l'amore: Eleonora Duse e Gabriele D'Annunzio, Marsilio, 2017-02-02. — გვ. 379, ISBN 978-88-317-3030-3.
- ↑ Luce, Henry Robinson, 1898-1967, editor., Fortune., [Time, etc.].
- ↑ Emil Alphons Rheinhardt, {{{სათაური}}}, LIT EDIZIONI, 14 gennaio 2015, ISBN 978-88-6944-175-2.
- ↑ Le cratère Duse sur Vénus. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-17. ციტირების თარიღი: 2019-05-17