ელენე (ვახტანგ გორგასლის მეუღლე)
იერსახე
ელენე — ქართლის (იბერიის) სამეფოს დედოფალი, მეფე ვახტანგ I გორგასლის მეორე ცოლი.
ჯუანშერის ცნობით, ელენე „ბერძენთა მეფის“ ასული იყო. სხვა წყაროებით ის უცნობია. კირილ თუმანოვის მიხედვით ელენე შესაძლოა იმპერატორ ზენონის ნათესავი ყოფილიყო. ქართლში ელენე დაახლ. 468 წელს (ვ. გოილაძის ვარაუდით) ან 484 წლის შემდეგ (კ. თუმანოვის გამოთვლით) ჩამოიყვანეს. ვახტანგს და ელენეს შეეძინათ ორი ძე — მირდატი და ლეონი — და ერთი ასული (სხვა ცნობით სამი ძე და ორი ასული). ჯუანშერის მიხედვით, სიკვდილის წინ ვახტანგმა ელენეს და მათი შვილების დაცვა წუნდის ერისთავ ნასარს, კლარჯეთის ერისთავ არტავაზსა და ოძრხის ერისთავ ბივრიტიანს მიანდო („მიათუალა“).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გოილაძე ვ., ვახტანგ გორგასლის ოჯახური ქრონოლოგია, «მნათობი», 1985, №4.
- გოილაძე ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 625.
- Toumanoff C., Chronology of the Early Kings of Iberia, «Traditio», 1969, 25.