ელენე ზაუტაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელენე ზაუტაშვილი
დაბ. თარიღი 28 ივლისი, 1931(1931-07-28) (92 წლის)
მოქალაქეობა  საქართველო
 სსრკ
საქმიანობა გეოგრაფი

ელენე ზაუტაშვილი (დ. 28 ივლისი, 1931, თელავი) — ქართველი გეოგრაფი და მეცნიერი.

1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით.

1957-1997 წლებში მუშაობდა ვახუშტი ბაგრტიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის კარტოგრაფიის განყოფილებაში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. 1986 წლიდან — მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე. სხვადასხვა წლებში მონაწილეობდა საველე ექსპედიციებში და კვლევისათვის აგროვებდა მასალებს. წლების მანძილზე მუშაობდა სოფლის მეურნეობის კარტოგრაფირების საკითხებზე. ამ და სხვა სახის რუკები შეადგინა და გამოსცა „საქართველოს ატლასში“ (1964) თანაავტორობით. მონაწილეობდა „კუბის ნაციონალური ატლასის“ (1971) გამოსაცემად მომზადებაში, „საქართველოს სსრ კურორტებისა და საკურორტო რესურსების ატლასის“ (1989), „კავკასიის ტურისტული ატლასის“ (1989), საქართველოს სასწავლო-გეოგრაფიული ატლასის (1992) რუკების შედგენაში. მუშაობდა ისტორიუილ კარტოგრაფიის საკითხებზე. მონაწილეობდა „საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული ატლასის (მასალების)“ შედგენაში (1980). არის 35-ამდე სამეცნიერო ნაშრომი ავტორი. მონაწილეა საკავშირო და საერთაშორისო კონფერენციებისა (მოსკოვი, კიევი, ჩერნიგოვი, ტაშკენტი და სხვა). კარტოგრაფი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 125

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]