ელენე გოგოლევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოგოლევა მარინა მნიშეკის როლში (1937 წ.)

ელენე ნიკოლოზის ასული გოგოლევა (რუს. Еле́на Никола́евна Го́голева; დ. 25 მარტი, 1900, მოსკოვი — გ. 15 ნოემბერი, 1993, იქვე) — რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1949 წ.), საქართველოს სახალხო არტისტი (1964 წ.), სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1947, 1948, 1949 წწ.).

დაამთავრა მოსკოვის ფილარმონიასთან არსებული მუსიკალურ-დრამატული სასწავლებელი. მე-2 კურსიდან მიიწვიეს მოსკოვის მცირე თეატრში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: სოფიო (ა. გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“), პრინცესა ებოლი (ფ. შილერის „დონ კარლოსი“, დადგმა კოტე მარჯანიშვილისა, 1933), ივდითი (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“) და სხვ. მონაწილეობდა ქართულ-რუსულ თეატრალურ ურთიერთობებში. პერიოდულად გამოდიოდა თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრის სცენაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]