ელენე გედევანიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გედევანიშვილი.
ელენე გედევანიშვილი
ევროპის ჩემპიონატი 2010
ევროპის ჩემპიონატი 2010
პერსონალური მონაცემები
წარმოადგენს

საქართველოს დროშა საქართველო

დაბადების თარიღი

7 იანვარი, 1990 (1990-01-07) (29 წლის)

დაბადების ადგილი

თბილისი, საქართველოს სსრ

სიმაღლე

159 სმ

მწვრთნელი

რობინ ვაგნერი

ყოფილი
მწვრთნელები

რომან სეროვი, გალინა ზმიევსკაია, ელენა ბუიანოვა, თ. ანჯაფარიძე

საცხოვრებელი
ადგილი

აშშ, ნიუ-ჯერსის შტატი

ჯილდოები
საქართველოს ღირსების ორდენი
საუკეთესო შედეგები ისუ-ს სისტემით
შედეგების ჯამი

164.54

მოკლე პროგრამა

60.82

თავისუფალი პროგრამა

103.72

ბოლო ცვლილებები

24 იანვარი, 2010

http://www.gedevanishvili.ru

ელენე გედევანიშვილი (დ. 7 იანვარი, 1990, თბილისი) — ქართველი მოციგურავე. ასპარეზობდა ერთეულთა თანრიგში. საქართველოს 2003 წლის ჩემპიონი ფიგურულ სრიალში. პირველი და ერთადერთი ქართველი მოციგურავე, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოიპოვა — 2010 და 2012 წლებში. ტურინის 2006 წლის, ვანკუვერის 2010 წლის და სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილე. არის ღირსების ორდენის კავალერი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელენე გედევანიშვილი დაიბადა 1990 წლის 7 იანვარს ქალაქ თბილისში. სპორტის ამ სახეობაში ვარჯიში ხუთი წლის ასაკში მწვრთნელ თამარ ანჯაფარიძის ხელმძღვანელობით დაიწყო. 2000 წლიდან ემზადებოდა მოსკოვში, ელენა ბუიანოვასა და ტატიანა ტარასოვასთან. 2006 წელს ესტონეთის გრან-პრის, ხოლო 2007 წელს კარლ შაფერის მემორიალის გამარჯვებული ხდება.

2006 წლის ევროპის ჩემპიონატზე შედგა მისი დებიუტი უფროსი ასაკის მოციგურავეებს შორის, სადაც მან მეხუთე ადგილი დაიკავა. 2006 წელს ტურინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იგი მეექვსე ადგილს იკავებს მოკლე პროგრამის შემდეგ და გამოსვლას მეათე ადგილზე ასრულებს. 2007 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვარშავაში მან მესამე (მოკლე პროგრამის შემდეგ) და შემდგომ მერვე ადგილზე დაამთავრა გამოსვლა. 2009, 2011 და 2012 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე ასპარეზობისას თავის გამოსვლებს იგი მეათე ადგილზე ამთავრებს. იგი ცნობილია ურთულესი ილეთის — „ბილმანის ორმაგი ბრუნის“ შესრულებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (2010–2012). ქართველი სპორტსმენები: ბიოგრაფიული ლექსიკონი — ელენე გედევანიშვილი — ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე იმათ, ვინც ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულ სპორტსმენთა შესახებ ინფორმაციას. nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 22 ივნისი, 2018.