ელენეს მავზოლეუმი

ელენეს მავზოლეუმი — უძველესი ნაგებობა რომში, იტალიაში, მდებარეობს ვია კასილინაზე. ის ააშენა რომის იმპერატორმა კონსტანტინე I-მა 326-330 წლებში. შენობა თავდაპირველად აიგო, როგორც მისი სამარხი, რაზეც იქ ნაპოვნი სარკოფაგი მიუთითებს, მაგრამ მოგვიანებით გადაეცა იმპერატორის დედას, ელენეს, რომელიც გარდაიცვალა 330 წელს. მავზოლეუმსა და კატაკომბებთან მისვლა შესაძლებელია სანტი მარსელინო ე პიეტრო ად დუას ლაუროსის ეკლესიის დასავლეთით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტერიტორია, სადაც მავზოლეუმი მდებარეობს, სავარაუდოდ იმპერიული საკუთრება იყო და გამოიყენებოდა როგორც სასაფლაო. ამას მოწმობს მრავალი წარწერაც. ვარაუდობდნენ, რომ ნეკროპოლისი განზრახ გაანადგურა კონსტანტინემ, როგორც შურისძიება ეკვიტებზე, რადგან ისინი პონტე მილვიოს ბრძოლაში მაქსენციუსის მხარეს იყვნენ. იქვე, კენტოჩელეს ახლანდელ პარკში, იყო დიდი რომაული ვილა „ad Duas Lauros“,[1] რომელიც მოგვიანებით ელენეს ეკუთვნოდა და ცნობილი იყო, როგორც ფლავიელი ქრისტიანების სახლი. მოგვიანებით მან ქონება ეკლესიას შესწირა.[2] მავზოლეუმმა მალევე მიაღწია მაქსიმალურ ფართობს-თითქმის ორ ჰექტარს და იყო ვალენტინიან III-ის გარდაცვალების ადგილი.[3] აქ დაარსდა მარცელინუსისა და პეტრეს კატაკომბები და კონსტანტინემ მათ საფლავებთან ააგო ბაზილიკა მოწამეთათვის.[4]
ლანზონისა[5] და დაჩესნეზე[6] დაყრდნობით, ამ მხარეში იყო ქალაქი, რომელიც ცნობილია როგორც სუბაგუსტა, ხოლო მავზოლეუმთან მდებარე ტაძრის ოთხი ეპისკოპოსი მონაწილეობდა რომში გამართულ სინოდებში 465-502 წლებში.[7] საყდარი შეტანილია კათოლიკური ეკლესიის ტიტულოვანი საყდრების სიაში.[8]
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შენობას აქვს წრიული გეგმა და შედგება ორი ცილინდრისგან. ზედა არის უფრო მცირე დიამეტრის მქონე (27,7 მეტრი), ხოლო შიდა არის უფრო დიდი (20,2 მეტრი). თავდაპირველი სიმაღლე იყო 25,4 მეტრი, დღეს კი შემცირდა 18 მეტრამდე.
შიგნითა ქვედა ცილინდრს აქვს რვაკუთხა ფორმა. წვეროებზე არის ნიშები, მართკუთხა და ნახევარწრიული. ერთ-ერთ მათგანს ჰქონდა შესასვლელი. ნიშებთან შესაბამისობაში, ზედა რგოლში რვა თაღოვანი სარკმელია. გუმბათის გასანათებლად მასში შედიოდა დიდი ამფორები (როგორც რომულუსის ტაძარში ან ვილა გორდიანის მავზოლეუმში), რომლებიც მხოლოდ ახლა გამოჩნდა-თაღის ჩამონგრევის შემდეგ. ამან განაპირობა მავზოლეუმის შუა საუკუნეების სახელწოდება „Torre delle pignatte“, რაც ნიშნავს "ვაზების კოშკს".
შესასვლელისკენ მიმავალი მართკუთხა ნიშა, სავარაუდოდ, ინახავდა ელენეს სარკოფაგს. სარკოფაგის გარე ფასადი მორთულია ომის სცენებით, რადგან ის თავდაპირველად იმპერატორი კონსტანტინესთვის იყო განკუთვნილი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიარდინა, ანდრეა (1986). Società romana e impero tardoantico / Istituzioni, ceti, economia. Rome: Laterza. ISBN 978-88-420-2690-7.
წყაროები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ად დუას ლაუროსი https://www.romanoimpero.com/2012/09/villa-ad-duas-lauros.html
- ↑ ლიბერ ფონტიფიციალისი, "Life of Pope Sylvester I"
- ↑ "Parco Archeologico di Centocelle" https://www.ecomuseocasilino.it/item/parco-archeologico-di-centocelle/
- ↑ ვინცენზო ფიოჩი ნიკოლაი, ლუკრეზია სპერა: "La nuova basilica circiforme della via Ardeatina, in Rendiconti della Pontificia Accademia Romana di Archeologia", 48, 1995-1996 (1999), გვ. 69-233
- ↑ ფრანცესკო ლანზონი, Le diocesi d'Italia dalle origini al principio del secolo VII (an. 604), პირველი ტომი, 1927, გვ120–126
- ↑ ლუის დუჩენსი, Le sedi episcopali nell'antico ducato di Roma, "Archivio della romana società di storia patria"-ში, ტომი XV, რომი 1892, გვ 497
- ↑ ჯუსეპე კაპელეტი, "Le Chiese d'Italia", ტომი პირველი, გვ 623
- ↑ "Annuario Pontificio" 2013 ("Libreria Editrice Vaticana", 2013, ISBN 978-88-209-9070-1), გვ 977