ელენა პოდკამინსკაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელენა პოდკამინსკაია
რუს. Елена Подкаминская
Elena Podkaminskaya 2014.jpg
ელენა პოდკამინსკაია 2014 წელს "კინატავრი-2014"-ის გახსნის ცერემონიაზე.
დაბ. სახელი ელენა ილინიჩნა პოდკამინსკაია
დაბ. თარიღი 10 აპრილი, 1979 (1979-04-10) (40 წლის)
მოსკოვი, რუსეთის დროშა რუსეთი
მოქალაქეობა რუსეთის დროშა რუსეთი
საქმიანობა მსახიობი, ტელეწამყვანი
აქტიური 2002-დან დღემდე

ელენა ილინიჩნა პოდკამინსკაია (რუს. Еле́на Ильи́нична Подками́нская; დ. 10 აპრილი 1979, მოსკოვი, სსრკ) — რუსი მსახიობი. 2001 წელს დაამთავრა ბორის შუკინის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (ა.ა. შირვინდტის კურსი). 2002 წლიდან თეატრის სატირის ტრუპაშია.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა მუსიკოსების ოჯახში. მსახიობის მამა — ილია მიხაილოვიჩ პოდკამინსკი, დააარსა შერბინკაში ხელოვნების სტუდია „რადუგა“; დედა — სვეტლანა ევგენიევნა, ხელმძღვანელობს მუსიკალური სტუდია „რადუგის“ ელემენტალური მუზიციაციით და არის შერბინკის საკრებულოს წევრი.[2]

დებიუტი კინოში შედგა 2002 წელს — «პუაროს წარუმატებლობა»-ში («Неудача Пуаро»), ურსულა ბორნი როლით.

2012 წლიდან მაყურებლისთვის ცნობილია თავისი როლით სერიალ "სამზარეულო"ში.[3]

2013 წლის ივნისში გამოჩნდა ჟურნალ "Maxim"-ის გარეკანზე.[4].

2013 წლის 30 ნოემბერს გახდა "ცეკვა ვარსკვლავებთან" შოუს გამარჯვებული, ანდრეი კარპოვთან წყვილში.

2014 წლის 6 სექტემბრიდან 2014 წლის 28 დეკემბრამდე , მონაწილეობდა რუსეთის პირველი არხის ყოველკვირეულ შოუში «გამყინვარების პერიოდი-5» («Ледниковый период-5»), პეტრე ჩერნიშევთან წყვილში, სადაც ისინი მოიპოვეს მაყურებლების სიმპატიის პრიზი.

პოდკამინსკაია გათხოვილია და 2010 წელს მას შეეძინა გოგო — პოლინა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]