ელენა მეკლენბურგ-შვერინელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელენა მეკლენბურგ-შვერინელი
Portrait de la princesse royale, duchesse d'Orléans - Franz Xaver Winterhalter - musée d'art et d'histoire de Saint-Brieuc b.jpg
ორლეანის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 30 მაისი, 1837
მმართ. დასასრული: 13 ივლისი, 1842
წინამორბედი: მარია ამალია ნეაპოლელი
მემკვიდრე: თანამდებობა გაუქმდა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 24 იანვარი, 1814
დაბ. ადგილი: მეკლენბურგი, გერმანია
გარდ. თარიღი: 17 მაისი, 1858, (44 წლის)
გარდ. ადგილი: ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
მეუღლე: ფერდინანდ ფილიპი, ორლეანის ჰერცოგი
შვილები: ფილიპი, პარიზის გრაფი
რობერი, შარტრის ჰერცოგი
სრული სახელი: ელენა ლუიზა ელიზაბეთი
მამა: ფრიდრიხ ლუდვიგი, მეკლენბურგ-შვერინის დიდი ჰერცოგი
დედა: კაროლინა ლუიზა საქსენ-ვეიმარ-ეიზენახელი
რელიგია: ლუთერანიზმი

ელენა მეკლენბურგ-შვერინელი (გერმ. Helene zu Mecklenburg-Schwerin, ფრანგ. Hélène de Mecklembourg-Schwerin; დ. 24 იანვარი, 1814 — გ. 17 მაისი, 1858) — ორლეანის ჰერცოგინია 1837-42 წლებში როგორც საფრანგეთის მეფე ლუი-ფილიპ I-ის ვაჟის, ფერდინანდ ფილიპის მეუღლე და მისი ორი შვილის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელენა დაიბადა 1814 წლის 24 იანვარს ლუდვიგშლაცის სასახლეში. იგი იყო მეკლენბურგ-შვერინის დიდი ჰერცოგის, ფრიდრიხ ლუდვიგისა და მისი მეუღლის, კაროლინა ლუიზა საქსენ-ვეიმარ-ეიზენახელის ასული.

1837 წლის 30 მაისს ლუიზა დაქორწინდა საფრანგეთის მეფე ლუი-ფილიპ I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია ამალია ნეაპოლელის უფროს ვაჟზე, ორლეანის ჰერცოგ ფერდინანდ ფილიპზე, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი:

  1. ლუი ფილიპი (1838-1894), პარიზის გრაფი, ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი მარია იზაბელა ორლეანელი;
  2. რობერ ფილიპი (1840-1910), შარტრის ჰერცოგი, ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი ფრანსუაზ ორლეანელი;

1842 წლის 13 ივლისს ელენას ახალგაზრდა მეუღლე ფერდინანდ ფილიპი სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა ვარჯიშისას. ყოველივე ამან დინასტიური რიგის ცვლილება გამოიწვია, რის გამოც მეფის დაღუპვის შემდეგ ტახტზე მისი მცირეწლოვანი შვილიშვილი ავიდოდა, ამისათვის კი საჭირო იყო რეგენტის წინასწარ არჩევა. თავდაპირველად რეგენტის თანამდებობაზე ელენა განიხილებოდა, თუმცა საბოლოოდ მის მაზლზე, ნემურის ჰერცოგ ლუიზე შეაჩერეს არჩევანი.

1848 წელს საფრანგეთში რევოლუცია მოხდა, რა დროსაც დაამხეს მეფე ლუი ფილიპი. თავდაპირველად სცადეს ტახტზე ელენას უფროსი ვაჟის დასმა, თუმცა წარუმატებლად, რის გამოც სამეფო ოჯახს საფრანგეთის დატოვება მოუხდა, თუმცა 1851 წელს ელენასა და მის ვაჟებს საფრანგეთის საპატიო მოქალაქეების წოდება მიანიჭეს.

თავდაპირველად ელენა თავის შვილებთან ერთად დედის მშობლიურ მხარეში, ეიზენახში გაიქცა, სადაც მალევე ძალიან პოპულარული გახდა. იგი ზრუნავდა ღარიბებზე და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აღადგინა არაერთი სასახლე და ტაძარი. მისი საოცარი ერთგულების გამო თიურინგიისადმი, მასზე შემდგომში მწერალმა მარია რაშმა რამდენიმე ზღაპარი დაწერა. აგრეთვე ცნობილია, რომ მას ძალიან მეგობრული და ახლო ურთიერთობა ჰქონდა ეიზენახის ჰერცოგინიასთან.

მიუხედავად იმისა, საბოლოოდ მას მოუწია გერმანიის დატოვება და ლონდონში, ინგლისში გადასახლება თავის დედამთილ-მამამთილთან, რომლებიც დედოფალ ვიქტორიას მფარველობის ქვეშ იყვნენ. ელენა მეკლენბურგ-შვერინელი სწორედ აქ გარდაიცვალა, 1858 წლის 17 მაისს, 44 წლის ასაკში, გრიპის ეპიდემიისგან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Helene, Prinzessin von Mecklenburg, verwittwete Herzogin von Orleans. In: Illustrirte Zeitung. Nr. 1. J. J. Weber, Leipzig 1. Juli 1843, S. 2–4 (Wikisource)..
  • Gotthilf Heinrich von Schubert: Erinnerungen aus dem Leben ihrer königlichen Hoheit Helene Louise. München 1859 (archivierte Text)
  • D’Harcourt geb. Gräfin Saint-Aulaire: Die Herzogin von Orleans, Helene von Mecklenburg-Schwerin. Ein Lebensbild. Berlin 1859.
  • Alexander Wittich: Helene Louise Elisabeth Herzogin von Orleans zu Eisenach, mit Erinnerungen aus ihrem Jugendleben. Jena 1860. Digitalisat
  • französisch Hélène de Mecklembourg-Schwerin. Madame la duchesse d'Orléans. Michel Lévy, Paris 1859.
  • Ludwig Brunier: Eine mecklenburgische Fürstentochter: (Helena, Herzogin von Orléans), 1872
  • französisch Georges Poisson: Les Orléans, une famille en quête d’un trône. Perrin, Paris 1999, ISBN 2-262-01583-X.
  • französisch Jean-Charles Volkmann: Généalogie des rois et des princes. Gisserot, Paris 1998.