ელდარ გუგავა
ელდარ დავითის ძე გუგავა (დ. 25 ნოემბერი, 1943, ცაგერი — გ. 30 მაისი, 2020, თბილისი) — ქართველი აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1994).
1971 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. მუშაობდა იქვე ზოგადი მიწათმოქმედების კათედრის ასისტენტად, დოცენტად (1978-1985), ბოტანიკის კათედრის გამგედ (1985-2006). 2006 წლიდან საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის უფროსი და სრული პროფესორი. ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2006).
ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გუგავა ე., მცენარეთა ეკოლოგია, თბ., 2003;
- გუგავა ე., სამკურნალო მცენარეთა მოყვანა, თბ., 2005;
- გუგავა ე., ბოტანიკა, თბ., 2010.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 172.
კატეგორია:
- დაბადებული 25 ნოემბერი
- დაბადებული 1943
- ცაგერში დაბადებულები
- გარდაცვლილი 30 მაისი
- გარდაცვლილი 2020
- ქართველი აგრონომები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორები
- ქართველი პროფესორები
- საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის კურსდამთავრებულები
- ცაგერის მუნიციპალიტეტში დაბადებულები