ელგუჯა ღონღაძე
ელგუჯა ღონღაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 23 ივლისი, 1956[1] |
დაბ. ადგილი | სსრკ[1] |
გარდ. თარიღი | მარტი, 2013[1] (56 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ექიმი და მეცნიერი |
ელგუჯა ღონღაძე (დ.23 ივლისი, 1956, თბილისი, სსრკ — გ.მარტი, 2013, საქართველო) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, 1980 წელს. 1981–1985 წლებში იყო რუსთავის ქალაქის საავადმყოფოს ქირურგი. 1985–1987 წლებში კლინიკური ორდინატურის კურსი გაიარა რესპუბლიკის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში. 1987–1991 წლებში გახდა რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ხელოვნური თირკმლის განყოფილების ქირურგი. 1992–1993 წლებში სტაჟირებაზე იმყოფებოდა საფრანგეთში, თირკმლის ტრანსპლანტაციის ცენტრში. 1995–1997 წლებში მუშაობა დაიწყო ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ტრანსპლანტოლოგად. 1997 წლიდან გახდა ქირურგიის ინსტიტუტის ტრანსპლანტაციის განყოფილების გამგე. საქართველოში თირკმლის ტრანსპლანტაციის პიონერი, მან 1995 წელს საქართველოში პირველად ცოცხალი ნათესაური დონაციით თირკმლის გადანერგვის 4 ოპერაცია ჩაატარა. ავტორია 56 სამეცნიერო ნაშრომის და 2 რაციონალური წინადადების. ნანტის საპატიო მოქალაქე, ექიმი-ქირურგი, ტრანსპლანტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კოაგულაციურ–ლიზისური სისტემის დარღვევები თიაქარკვეთის დროს ჭარბი წონის მწონე პირებში", დაიცვა 1992 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "კლინიკურ-იმუნოლოგიური მახასიათებლების დინამიკა და იმუნოსუპრესიული მკურნალობის ოპტიმალური რეჟიმის დადგენა თირკმლის ტრანსპლატაციის დროს", დაიცვა 1999 წელს.[2]