ელგუჯა ადამია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ელგუჯა ადამია (დ. 1 იანვარი, 1938, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1961 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1961–1964 წლებში მუშაოდა აფხაზეთის ასსრ–ში.1964–1974 წლებში საქართველოს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კვლევით ინსტიტუტში. 1974 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელია. ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომის გასტრო–ენტეროლოგიურ საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: „შინაგან დაავადებათა გადაუდებელი დიაგნოსტიკა და თერაპია“ (1985). თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი.

1971 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ქრონიკული ჰეპატოქოლეცისტიტით დაავადებულთა მკურნალობის შედარებითი ეფექტურობა კურორტ ჯავასა და კურორტის გარეშე პირობებში“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. თბ., 2000 გვ. 12

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]