ელარ კოლტრეინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელარ კოლტრეინი

ელარ კოლტრეინ კინი სალმონი (დ. 27 აგვისტო, 1994), ცნობილია როგორც ელარ კოლტრეინი. არის ამერიკელი კინო-მსახიობი და მოდელი. სახელი გაითქვა მეისონ ევანზ უმცროსის როლით, რომელიც მან რიჩარდ ლინკლეიტერის ფილმ სიყრმეში (2014) შეასრულა. ხსენებული როლისთვის მან კრიტიკოსთა არჩევანის კინო ჯილდო დაიმსახურა საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებლის კატეგორიაში.[1]

ცხოვრება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლტრეინი დაიბადა ოსტინში, ტეხასის შტატში, ჟენევიევა კინისა და ბრიუს სალმონის ოჯახში. დედამისი აუტიზმით დაავადებულებს იპოთერაპიის საშუალებით მკურნალობს,[2] ხოლო მამა - ბრიუს სალმონი ცნობილი ოსტინელი ფოლკ-მუსიკოსია[3] როდესაც ელარი ცხრა წლის იყო, მისი მშობლები განქორწინდნენ და დედამისმა ხელახლა იქორწინა.[4] კოლტრეინის ნახევარ-და, ეველინი, მაშინ დაიბადა, როდესაც მსახიობი თერთმეტი წლის იყო.

2001 წელს, ექვსი წლის ასაკში, კოლტრეინი რეჟისორმა და სცენარისტმა რიჩარდ ლინკლეიტერმა მთავარი როლის შემსრულებლად აირჩია ფილმისთვის სიყრმე. ლინკლეიტერის უპრეცედენტო იდეის მიხედვით, მხატვრული ფილმი მთლიანად ერთი ბავშვის ყრმობის შესახებ უნდა გადაეღოთ, კოლტრეინის პერსონაჟი კი ეკრანზე, მაყურებლის თვალწინ გაიზრდებოდა. ამ მიზნით, რეჟისორი თორმეტი წლის მანძილზე, 2002 წლის მაისიდან 2013 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდულად იღებდა სცენებს მსახიობების მონაწილეობით, კოლტრეინმა და სამსახიობო ანსამბლის სხვა წევრებმა (ითან ჰოუკი, პატრიცია არკეტი) საერთო ჯამში, თორმეტი წლის მანძილზე გადასაღებ მოედანზე 45 დღე გაატარეს. ფილმის ბოლო სცენებში კოლტრეინი უკვე 19 წლის იყო.[5] სიყრმის გადაღებებისას, რომელიც 12 წელს გაგრძელდა, ელარ კოლტრეინმა სიმაღლეში 68.5 სმ მოიმატა და 72 სხვადასხვა ვარცხნილობა გამოიცვალა.[6] 2006 წელს, ლინკლეიტერმა კოლტრეინს პატარა როლი შესთავაზა მის ნახევრად დოკუმენტურ ფილმში სწრაფი კვების ნაცია.[7]

2016 წელს კოლტრეინმა მონაწილეობა მიიღო ბარაკ ობამას ცხოვრებისადმი მიძღვნილ ბიოგრაფიულ დრამაში ბარი, ფილმის პრემიერა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.[8] მომავალ წელს, ელარმა ემა უოტსონთან ერთად ითამაშა ჯეიმზ პონსოლდტის მიერ გადაღებულ კინოადაპტაციაში წრე (2017), რომელიც დაფუძნებული იყო დეივ ეგერსის ამავე სახელწოდების რომანზე. ფილმის პრემიერა შედგა ტრიბეკას კინოფესტივალზე.[9]

2020 წელს გამოსულ შოუთაიმის სატელევიზიო მინი-სერიალში The Good Lord Bird, კოლტრეინმა სალმონ ბრაუნის როლი შეასრულა. სერიალის ერთ-ერთი შემქნმნელი ითან ჰოუკია, რომელმაც ელარის კინო-მამის როლი შეასრულა ფილმში სიყრმე და დღემდე კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს მსახიობთან.[10]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ფილმი როლი შენიშვნები
2002 წ გონების მარტოხელა ვარსკვლავის მდგომარეობა ახალგაზრდა ერლ კრესტი
2005 წ რწმენა და ტყვიები თომას ჩენი, უმცროსი
2006 წ სწრაფი კვების ნაცია ჯეი ანდერსონი
2009 წ ჰალლეტსვილი ახალგაზრდა ტაილერ იენსენი
2014 წ სიყრმე მეისონ ევანზი, უმცროსი ფილმზე მუშაობა მიმდინარეობდა 2001-2013 წლებში
2016 წელი ბარი უილი
2017 წ წრე მერკერ რეგალადო
უკანასკნელი კინოვარსკვლავი შეინ მაკავოი
Სისხლიანი ფული ვიქტორი
2018 წელი ადამიანი, რომელმაც ჯერ ჰიტლერი მოკლა, შემდეგ კი თოვლის კაცი კლერკი
2019 წ Ზაფხულის ღამე ჯეიმზონ ფორდი
2020 წელი The Good Lord Bird - ჯონ ბრაუნის ამბავი სალმონ ბრაუნი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sneider, Jeff. (January 16, 2014) 10 Most Buzzed-About Sundance Actors, From Bill Hader to Maika Monroe. ციტირების თარიღი: 26 April 2014.
  2. Thurmond, Sarah. (June 30, 2014) About a Boy. ციტირების თარიღი: October 1, 2017.
  3. Kachka, Boris. (June 21, 2014) Ellar Coltrane on his 12-Year Movie Role. ციტირების თარიღი: October 30, 2014.
  4. Mechanic, Michael. (July 3, 2014) Meet the Star of "Boyhood," the Oscar Frontrunner Everybody's Talking About. ციტირების თარიღი: October 1, 2017.
  5. Carroll, Larry. (November 28, 2006) Got Plans For 2013? Check Out Richard Linklater's '12-Year Movie'. ციტირების თარიღი: October 30, 2014.
  6. https://www.imdb.com/name/nm1294664/bio?ref_=nm_ov_bio_sm
  7. Lewis, Hilary. (November 11, 2014) 'Boyhood': 11 Things to Know About Star Ellar Coltrane. ციტირების თარიღი: October 1, 2017.
  8. McNary, Dave. (March 14, 2016) 'Compton's' Jason Mitchell, 'Boyhood's' Ellar Coltrane Join Young Barack Obama Movie 'Barry'. ციტირების თარიღი: September 18, 2016.
  9. Kit, Borys. (September 29, 2015) 'Boyhood' Star Joins Emma Watson, Tom Hanks in 'The Circle' (Exclusive). ციტირების თარიღი: September 29, 2015.
  10. https://www.imdb.com/title/tt3673480/?ref_=nm_flmg_act_5