ელანსკაიის კაზაკების სამუზეუმო-მემორიალური კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელანსკაიის კაზაკების სამუზეუმო-მემორიალური კომპლექსი
რუს. Еланский Казачий Музейно-мемориальный комплекс
კოორდინატები 49°36′44″N 42°01′57″E / 49.612348° ჩ. გ. 42.032611° ა. გ. / 49.612348; 42.032611
მდებარეობა ელანსკაია, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულების თარიღი 2006

ელანსკაიის კაზაკების სამუზეუმო-მემორიალური კომპლექსი (რუს. Еланский Казачий Музейно-мемориальный комплекс) — მემორიალური კომპლექსი როსტოვის ოლქის სტანიცა ელანსკაიაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელანსკაიის კაზაკების სამუზეუმო-მემორიალური კომპლექსი გაიხსნა 2006 წელს, შოლოხოვის რაიონის სტანიცა ელანსკაიაში.

ელანსკაია დააარსეს კაზაკებმა XVII საუკუნეში დონის მარცხენა ნაპირზე, სტანიცა ვეშენსკოეს მახლობლად. რევოლუციამდე სტანიცაში ცხოვრობდა 10 000 ადამიანი. ამჟამად სტანიცაში ცხოვრობს მხოლოდ 100 კაცი, მათი ნაწილი გადასახლდა ვეშენსკოეში.

სამუზეუმო-მემორიალური კომპლექსი მდებარეობს კაზაკ ვლადიმერ მელიხოვის ეზოში. კომპლექსის შემადგენლობაში შედის: მუზეუმი, კაზაკი დედის ძეგლი, გენერალ პეტრე კრასნოვის ქანდაკება, ჯვარი, თეთრების სამხედრო მეთურების ე. ვოლოშინოვის, ა. ჩერნეცოვისა და ი. პოლიაკოვის ბარელიეფები. მემორიალის ავტორია მოქანდაკე კ. ჩერნიავსკი.

მუზეუმი უკავშირდება თეთრგვარდიელი კაზაკების ხსოვნას. ისტორიული მუზეუმის ექსპოზიცია შეადგენს კაზაკების ცხოვრების სხვადასხვა ეტაპის მასალებს, რომლებიც ასახავს მათ კულტურას, სამხედრო სამსახურს, ისტორიის ფურცლებს. მათ შორისაა: ფოტოები, პირადი ნივთები, წიგნები, პირადი დღიურები, დონელი კაზაკის გენერალ-ლეიტენანტ ევგენი ბალაბინის დოკუმენტები, ძველი სკივრები, პლაკატები და სხვა. მუზეუმის მახლობლად დგას სამხედრო ფორმაში გამოწყობილი კაზაკის ბრინჯაოს ქანდაკება[1].

მუზეუმის შესასვლელთან დგას დონელი ატამანის, რუსეთის საიმპერატორო არმიის გენერლის პეტრე კრასნოვის ბრინჯაოს ძეგლი. გენერალი გამოსახულია მაღალ ბეტონის კვარცხლბეკზე ფეხზე მდგომი, სამხედრო ფორმაში. კაზაკი-დედის ძეგლი არის ახალგაზრდა კაზაკი ქალის ძეგლი, რომელიც ასევე მაღალ კვარცხლბეკზე დგას. მასთან ახლოს დგას ორი სხვადასხვა ასაკის ბავშვის ძეგლი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Цветков В. Ж. Белое дело в России. 1917−1918 гг.: формирование и эволюция политических структур Белого движения в России / Науч.рецензенты А. В. Лубков, А. Д. Степанский, Д. О. Чураков. — М.: Посев. — 2008..
  • Ципкин Ю. Н. Белое движение в России и его крах (1917−1922 гг.) : Учебное пособие. — Хабаровск: Хабар. гос. пед. ун-т, 2000. — 120 с. — ISBN 5-87155-096-7.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]