ელაგინის პირველი ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელაგინის პირველი ხიდი
1-й Елагин мост
კოორდინატები 59°58′39″N 30°16′17″E / 59.9775° ჩ. გ. 30.271389° ა. გ. / 59.9775; 30.271389
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
ტიპი საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი, გასახსნელი
სიგრძე 107,9 მ
სიგანე 11,53 მ
გახსნის თარიღი 1817
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810363027

ელაგინის პირველი ხიდი (რუს. 1-й Ела́гин мост) — ხიდი სანქტ-პეტერბურგში მდინარე შუა ნევკაზე. აკავშირებს ელაგინისა და კამენის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა - 107,9 მეტრი, სიგანე - 11,53 მ, ხოლო სიმაღლე მდინარის ზედაპირიდან - 4,2 მ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ხიდი ამ ადგილზე გადაჭიმეს 1817 წელს და გახდა მერვე ხიდი სანქტ-პეტერბურგში. 1828 წელს შუბერტის გეგმით აქ აღმართეს პლაშკოუტიანი ხიდი. მან ჩაანაცვლა მუდმივი ხის ხიდი, რომელიც აგებული იყო დაახლოებით 1831 წელს ინჟინერ ა. მალტესა ა პიერ-დპმინიკ ბაზენის პროექტის მიხედვით. 1880 წელს მოხდა ხიდის რეკონსტრუქცია, რომელსაც შეუნარჩუნეს წინანდელი ათი მალა. ხიდის სიგანე აღემატებოდა 14 მეტრს. 1908 წელს ხიდი კვლავ გადააკეთეს: დაამატეს ახალი ხიმინჯები. ხიდის შემდეგი კაპიტალური რემონტი, რომლის დროსაც ძველი ხიმინჯები შეინარჩუნეს, გაიმართა 1931 წელს. 1936 წელს ხიდის წინ მდებარე პატარა მოედანზე დადგეს სერგეი კიროვის ბრინჯაოს ბიუსტი, რომელიც შესრულებული იყო მოქანდაკე ნ. ტომსკის მიერ. 1951-1952 წლებში ინჟინერ ვ. ბლაჟევიჩის პროექტის მიხედვით ელაგინის პირველი ხიდი შეცვალეს მეტალის ხიდით. შეცვლის მიზეზი გახდა ხიდის ხის ელემენტების მოძველება და ცვეთა. მომდევნო სერიული პროექტების მიხედვით ხიდი პრაქტიკულად არ განსხვავდებოდა ელაგინის მესამე ხიდისაგან, რომელიც ააგეს 1951 წელს. ხიდს ჰქონდა ცხრა მალა, საიდანაც ორი სანაოსნო იყო. მალების ბურჯები იდგნენ მეტალის საყრდენებზე.

1975-1976 წლებში არქიტექტორ ვ. კოშკინის პროექტის მიხედვით მიმდინარეობდა ხიდის კაპიტალური რემონტი. ხის ელემენტები შიეცვალა რკინით. საფეხნმავლო ტროტუარები უმაღლეს დონეზე მოეწყო.

2007 წლის 18 აპრილს სანქტ-პეტერბურგის მთავრობამ მიიღო 2015 წლამდე ქალაქის ნორმატიული მდგომარეობის განვითარების კონცეფცია[1], რომლის თანახმადაც ელაგინის პირველი ხიდის რეკონსტრუქცია უნდა მომხდარიყო და იგი გასახსნელი ხიდი აღარ იქნებოდა. დღეისათვის ხიდის გახსნა ხდება მხოლოდ სამუშაო დღეებში და მხოლოდ მაშინ, როცა მასში მცირე ზომის კატარღები გაივლიან[2].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 437. — 511 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 301. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 45. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
  • Антонов Б. И. Мосты Санкт-Петербурга. — СПб.: Глагол России, 2002. — С. 61. — 192 с. — ISBN 5-89622-019-5.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Что нам стоит мост построить“, Петербургский дневник, 2007-12-10. წაკითხვის თარიღი: 2007-12-28. (Russian) 
  2. График разводки мостов в навигацию 2007 года“, 007spb.ru. წაკითხვის თარიღი: 2007-12-28. (Russian)