ეკრანპლანი
ეკრანპლანი (ფრანგ. écran — „შირმა“, „საფარი“ და ლათ. planum — „სიბრტყე“), ეკრანმფრენი — სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც ჰაერში იკავებს მზიდ ზედაპირსა და ეკრანს (ე. ი. მიწის ან წყლის ზედაპირს) შორის აპარატის სწრაფი მოძრაობისას დამუხრუჭებული ჰაერის ბალიში.
კლასიფიკაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თუ ეკრანის ეფექტი გამოიყენება ისეთი ტიპის ეკრანპლანებში, რომლებიც მხოლოდ წყალზე ცურვისას ჰაერში იწევიან ეკრანის სიმაღლეზე, მაშინ მათ საზღვაო ხომალდებს მიაკუთვნებენ;
- თუ ეკრანის ეფექტი გამოიყენება ისეთი ტიპის ეკრანპლანებში, რომლებიც წყალზე ცურვის გარდა მაღლა ჰაერში დაფრინავენ, მაშინ მათ საჰაერო ხომალდებს მიაკუთვნებენ, კერძოდ კი ჰიდროთვითმფრინავებს;
- თუ ეკრანის ეფექტი გამოიყენება ისეთი ტიპის ეკრანპლანებში, რომლის დროსაც ისინი წყალზეც გადაადგილდებიან ეკრანის სიმაღლეზე, დაფრინავენ ცაში ფრთების გამოყენებით და აქვთ ბორბლები აეროდრომზე დასაჯდომად და გადასაადგილებლად, მაშინ მათ ამფიბიებს მიაკუთვნებენ.
მოქმედების პრინციპი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰაერის ბალიში ეკრანპლანის თავისებური სასრიალო ზედაპირია. ეკრანის ახლოს, მზიდი ზედაპირის ქვეშ, ჰაერის ძირითადი მასა წარმოქმნის წნევას, რის შედეგად ფრთასა და ეკრანს შორის არსებული ვიწრო სივრციდან ჰაერი გამოედინება და ინტენსიურად დამუხრუჭდება. ბერნულის კანონის შესაბამისად, ფრთის ქვეშ წნევა იზრდება და მეტად მცირე შეფარდებით სიმაღლეზე (H̄) თეორიულად შეიძლება მჩქარობლური დაწნევის სიდიდეს მიაღწიოს (H̄=0.1÷0.2; H̄=H/B, სადაც H არის ფრთის უკანა ნაწიბურის სიმაღლე ეკრანიდან, B — ფრთის პროფილის ქორდა). აეროჰიდროდინამიკური შეთანწყობის თვალსაზრისით ეკრანპლანი შეიძლება აიგოს „მფრინავი ფრთისა“ (ფრთის ბოლოებში ჩამკეტი საყელურტივტივებია) და „თვითმფრინავის“ (ერთ- ან ორფუზელაჟიანი აპარატები) სქემების მიხედვით. პირველი აპარატი, რომელშიც ეკრანის ეფექტი გამოიყენეს, იყო ფინელი ტ. კარიოს აერომარხილი (1935). იგი გაყინულ ტბაზე დაახლოებით 22 კმ/სთ სიჩქარით მომრაობდა. მისი ნაკლი იყო გრძივი არამდგრადობა. 30-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა ინჟინერმა პ. გროხოროვსკიმ კარიოსაგან დამოუკიდებლად შექმნა ეკრანპლანის მოდელები და ჩაატარა ექსპერიმენტები. ყველაზე სრულყოფილი იყო ა. ლიპიშის (გფრ) ეკრანმფრენი X-113 (140 კმ/სთ).
სხვა სახის წყლის ტრანსპორტთან შედარებით ეკრანპლანს მუშაობისათვის 30%-ით ნაკლები სიმძლავრე სჭირდება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტუსიშვილი ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 82.
- Экраноплан / Белавин Н. И. // Чаган — Экс-ле-Бен. — М. : Советская энциклопедия, 1978. — (Большая советская энциклопедия : [в 30 т.] / гл. ред. А. М. Прохоров ; 1969—1978, т. 29).
- Экраноплан : [арх. 21 февраля 2023] / Куприков М. Ю. // Большая российская энциклопедия : [в 35 т.] / гл. ред. Ю. С. Осипов. — М. : Большая российская энциклопедия, 2004—2017.
- Белавин, Н. И. Экранопланы : (по данным зарубежной печати). — 2-е изд. — Л. : Судостроение, 1977. — 232 с. — 4500 экз.
- Богданов, А. И. Разработка первых международных требований к безопасности экранопланов // Морской вестник : журн. — 2005. — № 1. — С. 69—82.
- Диомидов В. Б. Экранопланы родились на Волге. — СПб., 1998. — 88 с. — ISBN 5-900780-19-8.
- Каймашников, Г. Мечта ОСВОДа // Скороходы моря / Г. Каймашников, Р. Короткий, М. Нейдинг. — Одесса : Маяк, 1977. — С. 169—170. — 187 с.
- Маскалик, А. И. Крылатые суда России : История и современность / А. И. Маскалик, Р. А. Нагапетян, А. Я. Вольфензон … [и др.]. — СПб. : Судостроение, 2006. — 240 с. — ISBN 5-7355-0699-4.
- Петров, Г. Ф. Гидросамолёты и экранопланы России: 1910—1999. — М. : Русавиа, 2000. — 248 с. — 3000 экз.
- Щербаков, В. Летящие над волнами // Вокруг света : журн. — 2009. — № 12 (2831).
- Lange, R. H. Large wing-in-ground effect transport aircraft : [англ.] / R. H. Lange, J. W. Moor // Journal of Aircraft. — 1980. — Vol. 17, no. 4. — P. 260—266.
- Качур, П. Экранопланы : прошлое, настоящее, будущее // Техника и вооружение вчера, сегодня, завтра : журн. — 2007. — № 11 (ноябрь). — С. 2–09. — ISSN 1682-7597.
- Суслов, М. Экранопланы — светлое будущее или далёкое прошлое? // Военный парад : журн. — 2009. — Т. 91, № 01. — С. 48-51. — ISSN 1029-4678.
- Анцев, Г. Как рождались экранопланы в России / Г. Анцев, В. Кирилловых, С. Платонов // Военный парад : журн. — 2011. — Т. 105, № 03. — С. 60-62. — ISSN 1029-4678.
- Макаров, Ю. Высота — один метр. Полёт нормальный : [арх. 9 июля 2007] // Наука и жизнь : журн. — 2002. — № 3.
- Караваев, А. «Хватало одного, чтобы разбомбить авианосец»: как создавали «Каспийского монстра» и другие советские экранопланы : [арх. 1 марта 2021] // RT на русском. — 2021. — 1 марта.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ОАО «ЦКБ по СПК им. Р. Е. Алексеева» — Центральное конструкторское бюро по судам на подводных крыльях им. Р. Е. Алексеева
- Экраноплан «СКАТ» დაარქივებული 2013-07-21 საიტზე Wayback Machine.
- ЗАО «АТТК» Проекты экранопланов/დაარქივებული 2010-03-26 საიტზე Wayback Machine.
- Экраноплан возвращается: Россия построит новую модель самого странного самолёта в мире // ИноСМИ.ру, ноя 2011
- თარგი:Cite web 2
- От «Метеоров» к «Каспийскому монстру» // ТАСС