ეკომორფოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეკომორფოლოგია (ეკოლოგიური მორფოლოგია) − ინდივიდების ეკოლოგიურ როლებსა და მორფოლოგიური ადაპტაციების შორის კავშირის შესწავლა.[1] ტერმინი morphological ანატომიურ კონტექსტშია გამოყენებული. ორგანიზმების ეკოლოგიასა და მორფოლოგიაზე პირდაპირ თუ არაპირდაპირ გარემო გავლენას ახდენს. ეკომორფოლოგია განსსხვავებების განსაზღვრას ისახავს მიზნად.[2] ბოლოდროინნდელი კვლევები ყურადღებას ამახვილებს მორფოლოგიასა და ეკოლოგიურ ნიშას შორის კავშირზე ისეთი თვისებების (მაგ: კბენის ძალა, სიჩქარე და ა.შ.) განსაზღვრით, რომლებიც ქცევასთან და ფიტნესთანაა დაკავშირებული.

თანამედროვე ეკომორფოლოგიურ კვლევას ფუნქციურ მიდგომა ახასიათებს.

ეკომოფოლოგიის განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკომორფოლოგიის ფესვები XIX საუკუნეშია.[3] იმ დროისთვის მორფოლოგიური ფორმების აღწერისა და შედარებისას, რომელიც ძირითადად ფრინველთა კლასიფიკაციისას გამოიყენებოდა, მთავარი წერილი მორფოლოგიური კვლევა იყო. 1930-1940-იან წლებში მორფოლოგიის კვლევის ველი გაფართოვდა, რასაც ტექნიკების განვითაებამ შეუწყო ხელი. 1950-იან წლებში მორფოლოგიური კვლევის მიმართ მიდგომა შეიცვალა, რის შემდეგაც თეორიული კითხვების სახით ევოლუციური მორფოლოგია განვითარდა და კვლევის სფერო კიდევ უფრო გაფართოვდა.[4] მაღალი სიჩქარის კინემატოგრაფიისა და რენტგენის სხივების კინემატოგრაფიის გამოყენებით კუნთების ნაწილებზე დაკვირვება დაიწყეს, ხოლო ელექტრომიოგრაფიის მეშვეობით კუნთების მოქმედებების ინტეგრაციაზე დაკვირვება გახდა შესაძლებელი. ამ მეთოდების განვითარებამ მორფოლოგებს ჩახლართული საკითხების კვლევის შესაძლებლობა მისცა. 1960-იან წლებში ეკოლოგებმა ევოლუციურ და ეკოლოგიურ შეკითხვებზე პასუხის საპოვნელად მორფოლოგიური მეთოდების გამოყენება დაიწყეს. საბოლოოდ 1975 წელს კარმა და ჯეიმზმა ტერმინი „ეკომორფოლოგია“ შემოიღეს.[5] მომდევნო წელს ხერხემლიანთა მორფოლოგიისა და ეკოლოგიის დაკავშირებით თანამედროვე ეკომორფოლოგიას საბოლოოდ ჩაეყარა საფუძველი.[6][7]

ეკომორფოლოგიის საზღვრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკომორფოლოგიის გასაგებად სახეობების შიგნით ბიომრავალფეროვნების წარმოშობისა და მიზეზების გამოკვლევაა აუცილებელი. ეკომორფოლოგია ფუნდამენტურია სახეობების მორფოლოგიური ცვლილებების შესასწაავლად, რომლის შემდეგაც სუბსახეობები განსხვავებულ ეკოლოგიურ ნიშას ირგებენ და განსხვავებული რეპროდუქციული ტექნიკები ახასიათებთ.[8] ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ სახეობებზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ სახეობათა მორფოლოგიაზე ხშირად ეკოლოგია ახდენს გავლენას. ეკომორფოლოგიური კვლევისთვის ხშირად ძვლოვან თევზებს იყენებენ, რადგანაც მათ გრძელი ევოლუციური ისტორია აქვს, გამოირჩევიან ბიომრავალფეროვნებით და მრავალეტაპობრივი სასიცოცხლო ციკლი აქვთ. ეკომორფოლოგიის ერთ-ერთი პირველი წარმოჩენა იყო ფრაიერისა და ილისის მიერ აფრიკული Cichlid-ის მორფოლოგიური მრავალფეროვნების შესწავლა. Cichlid ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევიან, ფართოდ არიან გავრცელებული, სხვადასხვა ეკოლოგიუურ ნიშას ირგებენ და ცხადი მორფოლოგიური განსხვავებები ახასიათებთ. ეკომორფოლოგია ხშირად გამოიყენება სახეობების პალეოჰაბიტატისა და მათი ევოლუციური მორფოლოგიის შესასწავლად.[9]

ევოლუციური მორფოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევოლუციური მორფოლოგია შეისწავლის სახეობათა მორფოლოგიის იმ ცვლილებებს, რომლებიც გარემო-პირობებთან უკეთ შესაგუებლად უვითარდებათ. კვლევის პროცესში სახეობათა ჯგუფების ნიმუშებს ადარებენ, რათა ჰაბიტატში ცვლილებებზე დაკვირვების მეშვეობით სახეობათა მორფოლოგიური ცვლილებების ისტორიული ანრატივი შეიქმნას. ბიოლოგიის ეს დარგი ევლუციური ბიოლოგიის ნომინალურ ახსნას უზრუნველყოფს, რადგანაც სახეობათა ისტორიის უფრო ღრმა ახსნები სახეობათა შიგნით ევოლუციის სიღრმისეულ განმარტებებს მოითხოვს.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Betz, O. (2006), Ecomorphology: Integration of form, function, and ecology in the analysis of morphological structures, Mitteilungen der Deutschen Gesellschaft für Allgemeine und Angewandte Entomologie 15, 409-416.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ecomorphology. About.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-14. ციტირების თარიღი: 2019-05-20.
  2. Norton, Stephen. The role of ecomorphological studies in the comparative biology of fishes. University of South Florida.
  3. Bock, W. J. 1994. Concepts and methods in ecomorphology. Journal of Biosciences 19:403–413. [1]
  4. Beer, G. 1954. Archaeopteryx and evolution. The Advancement of Science 11: 160–170. [2]
  5. Karr, J.R. and James, F.C. 1975. Eco-morphological configurations and convergent evolution of species and communities; in Ecology and Evolution of Communities (eds). M.L. Cody and J.M. Diamond. Cambridge, Massachusetts: Harvard University Press. 258–291
  6. Bock, W. 1977. Toward an ecological morphology. Vogelwarte 29: 127–135
  7. Leisler, B. 1977. Morphological Aspects of Ecological Specializations in Bird Genera. American Zoologist 19(3): 1014–1014.[3]
  8. Norton, Stephen. The role of ecomorphological studies in the comparative biology of fishes. University of South Florida.
  9. Fryer, G. T. and Iles, T. D. The cichlid fishes of the great lakes of Africa: their biology and evolution. 1972. Oliver and Boyd, Cornell University.[4]