ეკლიანი ნარშავი
იერსახე
ეკლიანი ნარშავი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Carduus acanthoides L. | ||||||||||||||
|
ეკლიანი ნარშავი (ლათ. Carduus acanthoides) — ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო – 30-120 სმ სიმაღლის, დაღარული, გვერდებზე ეკლიანი ფრთებით. მცენარე მოფენილია მრავალი გრძელი, ყვითელი ეკლით. ფოთლები მწვანეა, მოხაზულობით – ლანცეტა ან ხაზურლანცეტა, ღრმად ფრთისებურადაა დაყოფილი. კალათები მარტოულია ან რამდენიმე ერთად. ყვავილები მეწამული ან ხორცისფერ-წითელია. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყელში მინდვრებზე, რუდერალურ ადგილებში. გავრცელებულია აჭარაში, ქართლსა და მთიულეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ყვავილი
-
ფოთლები
-
ილუსტრაცია
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2018, გვ. 220.