ეკლეცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ეკლეცი (ბერძ. acilisene, აკილისენე) — მდებარეობდა მდ. ევფრატის გაყოლებაზე, თანამედროვე ქ. ერზინჯანთან.

საისტორიო წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოპონიმი „ეკლეცი“ ქართულ საისტორიო წყაროებში პირველად „მეფეთა ცხოვრებაში“ აზონისა და ფარნავაზის ბოლო ბრძოლის შემდგომ დროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით იხსენიება:

ვიკიციტატა
„და მოსწყდეს ორგნითვე ურიცხჳ. ხოლო იძლივნეს ბერძენნი ფარნავაზისაგან. ივლტოდა ბანაკი მათი და მოკლეს აზონ, და ურიცხუნი სპანი მათნი მოსრნეს და ტყუე ქმნნეს. და წარვიდა ფარნავაზ და მოტყუენა საზღვარი საბერძნეთისა ანძიანძორა, და ეკლეცით შემოიქცა. მოვიდა კლარჯეთს და დაიპყრა კლარჯეთი, და წარმოვიდა მცხეთად სიხარულითა დიდითა[1].“

იგივე ტოპონიმი, ქალაქად იხსენიება მეორე ქართველი მემატიანის, ჯუანშერის თხზულებაში — „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“. კერძოდ, მემატიანე გვაწვდის ცნობას ვახტანგ მეფის მიერ განვლილი გზის შესახებ საქართველოდან პონტომდე:

ვიკიციტატა
„წარვიდა ვახტანგ პონტოს და მოაოჴრნა გზასა ქალაქნი სამნი: ანძორეთი, ეკლეცი და სტერი[2].“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნიკოლოზიშვილი, ნიკოლოზ, „ანძიანძორის ლოკალიზაცია და მისი მნიშვნელობა ქართლის სამეფოს ისტორიისთვის“, ჟურნ. „საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები“, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, IX, თბ., 2008, გვ. 87-102

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართლის ცხოვრება, ტ. I, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, თბ. 1955, გვ. 23.
  2. ქართლის ცხოვრება, ტ. I, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, თბ. 1955, გვ. 160.