ეკლესია (ძველი საბერძნეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ეკლესია (მრავალმნიშვნელოვანი).

ეკლესია (ბერძ. ἐκκλησία) — სახალხო კრება ათენში. ძვ. წ. V საუკუნიდან, პერიკლეს რეფორმების შედეგად, სახალხო კრება ხელისუფლების უმაღლეს ორგანოდ ითვლებოდა. მასში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ 30 წელს გადაცილებულ სრულუფლებიან მოქალაქეებს. სახალხო კრება ერთი წლის ვადით ირჩევდა სახელმწიფო მოხელეებს. სახალხო კრება არ იყო მთელი ატიკის მოსახლეობის ინტერესთა გამომხატველი (მაგ. მეტეკები). მისი ობიექტი მხოლოდ სრულუფლებიანი მოქალაქეები (დემოსი) იყო. სახალხო კრება აკროპოლისის დასავლეთით პნიქსის ბორცვზე მდებარეობდა.

ბერძნულ პოლისებში სახალხო კრებას სხვადახსვა სახელი ეწოდებოდა: აპელასპარტაში, აგორადელფოსა და თესალიაში, ალიაარგოსი, ეპიდავრი, ჯელასა და აკრაგანტში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წერეთელი ა., ძველი საბერძნეთი, ტ. I, თბილისი: „განათლება“, 1966.
  • Ecclesia | ancient Greek assembly en. ციტირების თარიღი: 2021-02-05