ეკლერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეკლერი
ფრანგ. Éclair

ეკლერები პარიზში
ტიპი საკონდიტრო ნაწარმი
წარმოშობის ადგილი საფრანგეთი
ტემპერატურა სერვირების დროს ცივი
მთავარი
ინგრედიენტები
შუს ცომი, არომატიზირებული კრემის შიგთავსი, მინანქარი
ვარიაციები შოკოლადის; ყავის; ვანილის; კარამელის; ლიმნის; ჟოლოს და ა.შ.
კლასიკური ეკლერი

ეკლერი (ფრანგ. Eclair) — საკონდიტრო ნაწარმი. კრემით შევსებული წაგრძელებული ფორმის ნამცხვარი, რომელიც შუს ცომით მზადდება და გარედან შოკოლადის მინანქრით იფარება. შუს ცომს საკონდიტრო პარკის საშუალებით აძლევენ გრძელ ფორმას, აცხობენ მანამ, სანამ გარედან ხრაშუნა გახდება, შიგნიდან კი ღრუ. გაციების შემდეგ, ნაწარმს ავსებენ მოხარშული კრემით (Creme pâtissière), ათქვეფილი ნაღებით ან შიბუსტის კრემით. შემდეგ იფარება შოკოლადის მინანქრით. შეიძლება შეივსოს ფსტის ან რომის არომატის მქონე კრემით, ხილის შიგთავსით ან წაბლის პიურეთი. შოკოლადის ნაცვლად, ეკლერი შეიძლება დაიფაროს კარამელის მინანქრით. ამ შემთხვევაში დესერტს ხშირად ბატონ დე იაკობს უწოდებენ (bâton de Jacob).[1]

სახელის წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მცხობლები ბელგიაში მანქანით ამზადებენ ეკლერებს

სახელი მომდინარეობს ფრანგული სიტყვიდან éclair, რაც „სინათლის გაელვებას“ ნიშნავს, რადგან დესერტი ძალიან სწრაფად იჭმევა.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლერი სათავეს იღებს XIX საუკუნის საფრანგეთში, სადაც მას 1850 წლამდე „pain à la Duchesse“[3] ან „petite duchesse“ ერქვა.[4] ფრანგულში სიტყვა ეკლერი 1860 წელს გამოჩნდა.[5][6] საკვების ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს რომ ეკლერი პირველად ცნობილმა ფრანგმა მზარეულმა, ანტუან კერემმა შექმნა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (Montagné 1961)
  2. Éclair დაარქივებული 2014-01-04 საიტზე Wayback Machine. , Dictionnaire de l'Académie française, 8th edition
  3. (Gouffé 1873, p. 288)
  4. (Montagné 1961, Duchesses)
  5. Oxford English Dictionary, 1861. Petit Larousse, 1863.
  6. (Gouffé 1873, p. 288) „On a changé, depuis une vingtaine d’années, le nom de ces gâteaux [pains à la duchesse] : on les désigne actuellement sous le nom d'éclairs.“