ეკვადორის სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეკვადორული სევიჩე

ეკვადორის სამზარეულო (ესპ. Gastronomía de Ecuador) — ტრადიციული ეკვადორული კერძების ერთობლიობა, რომელიც ფესვებს ინდიელებისა და ესპანური სამზარეულოებიდან იღებს. ზღვისპირა რეგიონებში უფრო პოპულარულია საქონლისა და ქათმის ხორცი, ასევე ზღვის პროდუქტები, რომელთაც მიირთმევენ ნახშირწყლებით მდიდარ ისეთ პროდუქტებთან ერთად, როგორიცაა ბრინჯი, მაკარონი, ოსპი. შედარებით მაღალმთიან რეგიონებში ქათმისა და საქონლის ხორცთან ერთად ღორისაც გავრცელებულია, რომელთაც ბრინჯთან, სიმინდთან ან კარტოფილთან ერთად მიირთმევენ. ამ რეგიონში ყველაზე პოპულარული სწრაფი კვების კერძია ორნადო, რომელიც არის შემწვარი კარტოფილისა და ღორის ხორცის ერთობლიობა. მთიან მხარეში განსაკუთრებით დიდია ადგილობრივი ხილის არჩევანი, სადაც მოიპოვება უვილა, ტაქსო, ხის პომიდორი, ნარანხილია, გრანადილა, ბანანი და ე.წ. „ვნების ხილი“.

ფანესკა

სამხრეთ და ჩრდილოეთ მთიანი რეგიონების სამზარეულოები ერთმანეთისაგან დიდად განსხვავება. სამხრეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს ბანანის წვნიანი, დესერტებიდან კი კუახადა. ასევე დიდი რაოდენობით იყენებენ სახამებელს, რომელსაც ადგილობრივ ტროპიკულ ტყეებშივე მოიპოვებენ. მთელს ქვეყანაში სახამებელი გამოიყენება პურსა და სასმელებშიც კი. ასევე პოპულარული ეკვადორული ხილია ბანანი, ხის ყურძენი და პალმის ატამი.

ტიპური კვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიპური ეკვადორული ტრაპეზი შედგება სამი ნაწილისგან: წვნიანი, მეორე მთავარი კერძი და დესერტი. როგორც წესი პირველად მსუბუქი სუპი მიაქვთ მაგიდასთან მადის გასახსნელად, რასაც მოჰყვება ნოყიერი კერძი, რომელიც ძირითადად მზადდება ბრინჯის ან პასტის, ასევე პროტეინით მდიდარი ხორცის: ქათმის, ღორის ან თევზის გამოყენებით. ამის შემდეგია მსუბუქი დესერტი, რომელსაც, როგორც წესი ყავას აყოლებენ. ჩვეულებრივ, ვახშამი მსუბუქი საჭმელებისაგან შედგება და ხშირად ვახშმად მხოლოდ პიურესა და ყავას მიირთმევენ.

უმეტესწილად ეკვადორი ცნობილია ბანანითა და მისგან მომზადებული ადგილობრივი კერძებით, თუმცა იგი ასევე გამოირჩევა სახამებლით მდიდარი ისეთი პროდუქტების ჭარბი გამოყენებით, როგორებიცაა: კარტოფილი, პური, პასტა, ბრინჯი და იუკა.

კოლადა-მორადა ტანტა-ვავასთან ერთად

სასმელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკვადორის ყველაზე პოპულარული ალკოჰოლური სასმელია აგვარდიენტე, რომელიც შაქრის ლერწმისაგან მზადდება. თავის მხრივ აგვარდიენტესაგან ამზადებენ ასევე ალკოჰოლური შემცველობის მქონე კანელასოს, რომელიც ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

არაალკოჰოლური სასმელებიდან ყველაზე გავრცელებული და მოთხოვნადია დასალევი იოგურტი, რომელსაც თითქმის ყველა ხილის არომატით ამზადებენ. ერთ-ერთი ტრადიციული და უალკოჰოლო სასმელია პინოლი, რომელიც მზადდება მაკიკის (მოხალული ქერის ფქვილი), პანელას (არარაფინირებული შაქარი) და სანელებლების გამოყენებით. ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს კოლადა-მორადა, ტრადიციული, უალკოჰოლო ეკვადორული სასმელი, რომელიც მზადდება შავი სიმინდის ფქვილის, ტკბილი პანელას და არომატიზირებული ახალი ხილის, ასევე მწვანილებისა და სანელებლების გამოყენებით.

კათოლიკური გავლენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარდა ტრადიციული რეგიონულებისა, ეკვადორში გავრცელებულია რამდენიმე კერძი, რომელთაც მხოლოდ დღესასწაულებისას ამზადებენ. დიდმარხვისა და აღდგომის დროს ეკვადორელები მიირთმევენ ფანესკას, თევზის წვნიანი, რომელიც მზადდება ლობიოს, ოსპისა და სიმინდისაგან. როგორც წესი, აღდგომის მეორე დღეს, მიცვალებულთა მოსახსენიებელ დღეს ეკვადორელები კოლადა-მორადას სვამენ, რომელსაც თან ახლავს ტანტა-ვავა, ადგილობრივი ტკბილი პური, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით ბავშვებში სარგებლობს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "Artesanos de 7 cantones expusieron en Salcedo" [Craftspeople of 7 cantons exhibited in Salcedo]. El Telégrafo (in Spanish). 9 September 2014. Archived from the original on 5 November 2015. Retrieved 14 October 2015. Otra elaboración tradicional que se degustó fue el pinol, realizado con máchica, panela, canela y clavo de olor, entre otros ingredientes de la zona. ["Another traditional product tasted was pinol, made with máchica, panela, cinnamon and cloves, among other local ingredients."]
  • «El cacao es amazónico y se consumía hace 5.500 años, según arquéologos ecuatorianos y franceses». El Universo. 14 de septiembre de 2013. Consultado el 16 de marzo de 2019.
  • «El despertar gastronómico del maíz.». INIAP. 2015. Archivado desde el original el 22 de junio de 2018.