ეკა ბეჟანიშვილის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეკა ბეჟანიშვილის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ნაძალადევის რაიონი
ისტორიული რაიონი ნაძალადევი
წინა სახელები კოლექტივიზაციის ქუჩა, ელმავლის ქუჩა, კომუნისტური შრომის ქუჩა

ეკა ბეჟანიშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ნაძალადევის რაიონში (ნაძალადევი); მექანიზაციის ქუჩიდან მთის ფერდობამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 30-იან წლებში. თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც კოლექტივიზაციის ქუჩა, შემდეგ ელმავლის ქუჩა ერქვა (სახელწოდება დაკავშირებულია აქ მდებარე ელმავალშემკეთებელ ქარხანასთან), 1972 წელს კომუნისტური შრომის ქუჩა დაერქვა, 1991 წელს ეკა ბეჟანიშვილის სახელი ეწოდა. აქვს 2 გასასვლელი, 1 შესახვევი, 1 ჩიხი.

ეკა ბეჟანიშვილის I გასასვლელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკა ბეჟანიშვილის I გასასვლელი — გასასვლელი თბილისში, ნაძალადევის რაიონი (ნაძალადევი); ეკა ბეჟანიშვილის ქუჩიდან სერგო ქსოვრელის ქუჩამდე.

ეკა ბეჟანიშვილის II გასასვლელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკა ბეჟანიშვილის II გასასვლელი — გასასვლელი თბილისში, ნაძალადევის რაიონი (ნაძალადევი); ეკა ბეჟანიშვილის ქუჩიდან ამავე ქუჩამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]