ეკატერინოვკის წმინდა ეკატერინეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეკატერინოვკის წმინდა ეკატერინეს ეკლესია
ეკატერინოვკის წმინდა ეკატერინეს ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ეკატერინოვკა
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
საიტი ოფიციალური საიტი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1897

ეკატერინოვკის წმინდა ეკატერინეს ეკლესია (რუს. Церковь Святой Екатерины) — მართლმადიდებლური ტაძარი მატვეევო-კურგანის რაიონის სოფელ ეკატერინოვკაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[1]. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას[2]. აგებულია 1897 წელს.

ეკლესიის მისამართი: 346965, რუსეთი, როსტოვის ოლქი, მატვეევო-კურგანის რაიონი, სოფელი ეკატერინოვკა, სკოლის შესახვევი № 4-ა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Images.png გარე სურათები
Image-silk.png ეკლესიის შენობა
Image-silk.png დიდმოწამე ეკატერინეს ხატი


სოფელი ეკატერინოვკა დააარსა პოლკოვნიკმა სტეფან ილოვაისკიმ 1806 წელს. 1852 წელს სოფელში ააშენეს მცირე ხის ეკლესია მიქაელ მთავარანგელოზის სახელზე, რომელიც დროთა განმავლობაში დაძველდა. 1897 წლიდან ეკატერინოვკაში მოქმედებს ახალი ეკლესია წმინდა სამების სახელზე. ეკლესია ააგეს სასამართლოს მრჩეველის ქვრივის ეკატერინა ვოლკოვაიას და ეკატერინოვკის გლეხების სახსრებით.

ეკლესია აგებულია ქვისაგან, ერთსაკურთხევლიანია, აქვს მცირე სატრაპეზო და სამრეკლო. საკურთხევლის აფსიდი ფორმით სამწახნაგაა. ეკლესიის კანკელი დამზადებულია კაზაკი ი. ჩერნოიაროვის ფინანსებით. ეკლესია შემოღობილია აგურის მესრით. ეკლესიასთან მოქმედებს საეკლესიო-სამრევლო სკოლა.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ეკლესიაში ღვთისმსახურება აღევლინებოდა 1938 წლამდე, რის შემდეგაც იგი დახურეს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მას ბომბი დაეცა და დაიწვა, არაერთხელ აღსდგა და დაიხურა ეკლესია ღვთისმსახურებისთვის. 1950-იანი წლების ბოლოსათვის ეკლესია საბოლოოდ დაიხურა და სსრკ-ის დაშლამდე იგი გამოუყენებელი იყო.

1999 წელს სოფელში დაიწყო სამრევლო ცხოვრების აღორძინება. ამავე წელს დარეგისტრირდა მრევლი, მაგრამ უკვე დიდმოწამე ეკატერინეს სახელზე. 2008 წლიდან ადგილობრივების ძალისხმევით დაიწყო ეკლესიის რესტავრაცია. 2010 წლიდან კი აღსდგა ღვთისმსახურება. ეკლესიის წინამძღვარია იერომონახი მიხეილ ვლადიმიროვი.

2016 წლის 7 დეკემბერს დიდმოწამე ეკატერინეს ხსენების დღეს შედგა წმინდანის ხატის საზეიმო დალოცვა[3] . ღვთისმსახურება შეასრულა წმინდა ეკატერინეს ეკლესიის წინამძღვარმა მიხეილმა და გრეკოვო-ტიმოფეევკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესიის წინამძღვარმა გიორგი სვეტლოვმა[4].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]