ეკატერინე დემეტრაშვილი-კანდელაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეკატერინე დემეტრაშვილი(დ. 23 მარტი, 1914, ვაქირი, სიღნაღის რაიონი — გ. 11 ოქტომბერი, 1999) — ქართველი პედაგოგი, გეოგრაფი და მეცნიერი.

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკატერინემ 1930 წელს დაამთავრა სიღნაღის საშუალო სკოლა და მუშაობა დაიწყო სოფელ ბოდბისხევის ოთხწლიან შრომის სკოლაში მასწავლებლად. 1938 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, გეოგრაფიის სპეციალობით. 1938-1942 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი, ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით. 1941-1960 წლებში მუშაობდა თბილისის მე-18 საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად, 1945-1960 წლებში კი გორის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1959-1960 წლებში იყო გეოგრაფიის კათედრის გამგე, 1960 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე. მის სადისერტაციო ნაშრომში მოცემულია ტერიტორიის ეკონომიკური გეოგრაფიის ძირითადი საკითხები და შიდა ტერიტორიული დაყოფა. არის ორმოცდაათამდე სამეცნიერო შრომის ავტორი, რომელთაგან 27 გამოქვეყნებულია. მისი სამეცნიერო მუშაობის სფერო მოიცავს საქართველოს სხვადასხვა მხარის ეკონომიკურ-გეოგრაფიულ დახასიათებას, მათ შორის, სოფლის მურნეობის გეოგრაფია, ტრანსპორტის გეოგრაფია, მოსახლეობის გეოგრაფია, ეკოლოგიის საკითხები და სხვა. ეკატერინემ 1975 წელს მოიპოვა საქართველოს დამსახურებული მასწავლებელის ტიტული, ხოლო 1976 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 108

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]