ეკატერინე გაბაშვილის ქუჩა
იერსახე
ეკატერინე გაბაშვილის ქუჩა | |
---|---|
ეკატერინე გაბაშვილის ქუჩა №11 | |
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | მთაწმინდის რაიონი |
წინა სახელები | პატარა გაბაევის შესახვევი |
ეკატერინე გაბაშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (ვერე); მისასვლელი ძმები კაკაბაძეების ქუჩიდან. წარმოიქმნა XIX საუკუნეში ამ უბნის განაშენიანებასთან ერთად. ძველთაგან მიწის დიდი ნაკვეთი, ახლანდელი მერაბ კოსტავასა და პეტრე მელიქიშვილის ქუჩებს შორის, გაბაშვილის მამული იყო. შემდგომში მათი სახელი შეინარჩუნა მხოლოდ ერთმა პატარა გაბაევის შესახვევმა (შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში), რომელსაც 1923 ეკატერინე გაბაშვილის სახელი უწოდეს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 41, ISBN 978-99928-20-35-3.