ეკატერინეს პარკი (კრონშტადტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეკატერინეს პარკი (რუს. Екатерининский парк) — მდებარეობს კრონშტადტის ცენტრში. XIX საუკუნის არქიტექტურისა და ისტორიის ძეგლი, ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი. აღნიშნული პარკის სახელი მომდინარეობს „საბჭოთა ქუჩის“ ძველი სახელიდან - „დიდი ეკატერინინსკაია“.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღნიშნული პარკი გაშენდა 1839-1843 წლებში ფ. ბელინჰაუზენის მიერ, რომელიც იყო იმ პერიოდში კრონშტადტის პორტის ხელმძღვანელი. 1886 წელს პარკი გაფართოვდა ეკატერინეს ხიდის მიღმა. 1893 წლამდე, პარკის ბულვარი დაიხურა ზამთრის პერიოდში, სწორედ ამ დროს დაიწყეს მდინარეების გასუფთავება და შემდგომში ბულვარი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. ხალხი ხშირად უწოდებდა ბულვარს „ძაღლს“, რადგან აქ უყვარდათ ძაღლებს სიარული, თუმცა ეს შემდგომში ხელისუფლებამ აკრძალა. 1870 წლის 11 სექტემბერს პარკში გაიხსნა ქანდაკება ბელინჰაუზენის, რომლის ავტორია ი. ნ. შრედერი და ი. ა. მონიგეტი.

ადგილმდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკატერინეს პარკი წარმოადგენს ვიწრო ზოლს საბჭოთა ქუჩასა და შემოვლით არხს შორის. პარკი იწყება კარლ მარქსის ქუჩიდან და მთავრდება კომკავშირის ქუჩაზე. პარკის აღმოსავლეთ ნაწილში, საცალფეხო მცურავი ხიდია გადებული შემოვლით არხზე.

თანამედროვე ვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარკი წარმოადგენს მშვენიერ ადგილს, კიდევ უფრო მიმზიდველია საღამოს სასეირნოდ. შუადღისას, ქალაქის მოედანზე სტილიზებული ფარნები ჰარმონიზებულია გასული საუკუნის საბჭოთა ქუჩის სახლებთან. პარკის ფართობი დაახლოებით 3 ჰექტარია. პარკში არის იშვიათი ჯიშის ხეები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]