ეკატერინბურგის ჯვართამაღლების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეკატერინბურგის ჯვართამაღლების ეკლესია
ეკატერინბურგის ჯვართამაღლების ეკლესია — რუსეთი
ეკატერინბურგის ჯვართამაღლების ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 56°49′55″ ჩ. გ. 60°37′23″ ა. გ. / 56.83194° ჩ. გ. 60.62306° ა. გ. / 56.83194; 60.62306
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია სვერდლოვსკის ოლქი
ადგილმდებარეობა ეკატერინბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIX საუკუნე

ეკატერინბურგის ჯვართამაღლების ეკლესია (რუს. Крестовоздвиженская церковь) — მართლმადიდებლური ეკლესია სვერდლოვსკის ოლქში, ქალაქ ეკატერინბურგში, ჯვართამაღლების მამათა მონასტრის ტერიტორიაზე. ეკლესია შენდებოდა 1878-1880[1] წლებში.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ეკატერინბურგის ეპარქიას[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვის ერთსაკურთხევლიანი ჯვართამაღლების ეკლესიის მშენებლობა დაიწყეს 1878 წელს ვასენცოვისა და ჯვართამაღლების ქუჩის კუთხეში, როგორც ბავშვთა თავშესაფრის კარის ეკლესია. მშენებლობა მიმდინარეობდა ვაჭარ ვ. კრივცოვის ფინანსებით.

1880 წლის 24 აგვისტოს ეკლესია აკურთხეს უფლის ჯვართამაღლების სახელზე. ტაძარში შენახულია ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი და ექვსი წმინდანის სხეულის ნაწილი - პატრიარქ პავლეს, მოწამე ტრიფონის, მერკურის, ორესტის, ევგენიასი და დიდმოწამე პანტელეიმონისა (მედიცინის მფარველი).

დაარსების მომენტიდან ეკლესია გამოიყენება, როგორც საპოლკო, ჯარისკაცებისათვის. აქ განთავსებული იყო მე-12 ველიკოლუცკოს პოლკი. აქედან წავიდნენ რუსეთ-იაპონიის ომის ფრონტის ხაზზე 1904 წელს 139-ე მორშანის პოლკის ჯარისკაცები. ომის შემდეგ ყაზარმებში განთავსდა 185-ე ოროვაის პოლკი. პოლკს სახელი ეწოდა ადგილ ოროვაიდან, სადაც რუსეთის არმიამ გაიმარჯვა რუსეთ-შვედეთის უკანასკნელ ომში. ოროვაისკის პოლკი ფრონტზე გაემგზავრა 1914 წელს და გმირულად იბრძოდა კარპატებში, სადაც დაიშალა კივეც ომის შემდეგ. მოგვიანებით პირველი მსოფლიო ომის წლებში ასევე ჯვართამაღლების ტაძრიდან გაემგზავრნენ ფრონტის ხაზზე სარეზერვო ბატალიონის ჯარისკაცებიც[2].

სამიარუსიან კანკელზე გამოსახული იყო 33 ხატი. 1919 წლიდან ეკლესია სამრევლოა. 1922 წელს ტაძრიდან გაიტაცეს 19 ფუნტი ვერცხლი (7,7 კგ.). 1926-1930 წლებში ჰქონდა საკათედრო ტაძრის სტატუსი.

1930 წლის 12 თებერვალს საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებით ეკლესია დაახურეს. დაანგრიეს გუმბათი და სამრეკლო. ეკლესიის დახურვის შემდეგ მის შენობაში განათავსეს სხვადასხვა სახელოსნო.

1993 წელს ეკლესიაში აღსდგა ღვთისმსახურება. 1999-2000 წლებში ტაძარს დაადგეს ახალი გუმბათი[1][3].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]