ეკატერინბურგის სამების საკათედრო ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეკატერინბურგის სამების საკათედრო ტაძარი
ეკატერინბურგის სამების საკათედრო ტაძარი — რუსეთი
ეკატერინბურგის სამების საკათედრო ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 56°49′38″ ჩ. გ. 60°36′51″ ა. გ. / 56.82722° ჩ. გ. 60.61417° ა. გ. / 56.82722; 60.61417
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია სვერდლოვსკის ოლქი
ადგილმდებარეობა ეკატერინბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6600140000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIX საუკუნე

ეკატერინბურგის სამების საკათედრო ტაძარი (რუს. Свято-Троицкий собор) — საკათედრო მართლმადიდებლური ტაძარი სვერდლოვსკის ოლქში, ქალაქ ეკატერინბურგში. ტაძარი შენდებოდა 1818-1839 წლებში.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ეკატერინბურგის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძრის მშენებლობა დაიწყეს 1818 წელს, როგორც სამსაკურთხევლიანი ეკლესია კლასიციზმის სტილში. თავდაპირველად ეკლესია იყო სტაროობრიადცელების სამლოცველო სახლი, რომელთაც ხელისუფლებამ მიშენებისა და კურთხევის ნება არ დართო. 1838 წლამდე ეკლესია უმოქმედო იყო[1].

ჩრდილოეთის ეგვტერი 1839 წლის 12 ოქტომბერს აკურთხეს იოანე ოქროპირის სახელზე. სამხრეთი ეგვტერი კი აკურთხეს 1849 წლის 13 ოქტომბერს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე. 2,5 წლის შემდეგ 1852 წლის 13 მაისს აკურთხეს მთავარი ტაძარი წმინდა სამების სახელზე. 1854 წელს ტაძარს მიაშენეს ქვის სამრეკლო.

1930 წელს ქალაქის საბჭოს დადგენილების საფუძველზე საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძარი ღვთისმსახურებისთის დახურა. ასევე ჩამოანგრიეს გუმბათი და დაანგრიეს სამრეკლო. შიდა სივრცე გადააკეთეს[2]. საბჭოთა პერიოდში სხვადასხვა დროს შენობაში განთავსებული იყო კინოთეატრი, ქსოვილების ფაბრიკა, ავტომობილისტების კლუბი. 1981 წლიდან მასში იმართებოდა ფესტივალი „აელიტა“[3].1980-იანი წლების ბოლოს კულტურის სახლში იმართებოდა სვერდლოვსკის როკ-კლუბის კონცერტები.

1998-1999 წლების სრულმაშტაბიანი სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად ხელახლა ააგეს გუმბათის საყრდენი, ხოლო 2000 წელს - სამრეკლო. ტაძრის საზეიმო კურთხევა შეასრულა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი II-მ 2000 წლის 24 სექტემბერს[4].

2011 წლის 24-დან 27 ოქტომბრამდე ტაძარში დაბრძანებული იყო ღვთისმშობლის ქამარი, რომლის თაყვანის საცემად 150 000 ადამიანი ეწვია ტაძარს, მათ შორის გუბერნატორი ალექსანდრე მიშარინი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Путешествie въ Екатеринбургъ. Свято-Троицкая (Рязановская) единоверческая церковь.[მკვდარი ბმული]
  2. Православная Газета. 23 мая — престольный праздник Свято-Троицкого Кафедрального собора Екатеринбурга
  3. А. Аникин.. Все возрасты покорны.... История Фэндома. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-01. ციტირების თარიღი: 2010-04-25.
  4. М. Жилкина. Пастырский визит Патриарха Московского и всея Руси Алексия в Екатеринбургскую и Челябинскую епархии // Журнал Московской Патриархии. — 2000. — № 11.