ეკატერინბურგის იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ეკატერინბურგის იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარი
E-burg asv2019-05 img23 John the Baptist Church.jpg
ეკატერინბურგის იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარი (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 56°49′45″ ჩ. გ. 60°34′30″ ა. გ. / 56.82917° ჩ. გ. 60.57500° ა. გ. / 56.82917; 60.57500
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია სვერდლოვსკის ოლქი
ადგილმდებარეობა ეკატერინბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
საიტი ოფიციალური ვებგვერდი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIX საუკუნე

ეკატერინბურგის იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარი (რუს. Иоанно-Предтеченский собор) — მართლმადიდებლური ტაძარი სვერდლოვსკის ოლქში, ქალაქ ეკატერინბურგში ივანოვსკის სასაფლაოზე. ტაძარი შენდებოდა 1846-1860 წლებში. არის ერთადერთი ტაძარი, რომელიც ფუნქციონირებდა საბჭოთა ეპოქაშიც კი.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ეკატერინბურგის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძრის მშენებლობა, რომელიც ქვისაგან უნდა აეშენებინათ, დაიწყო 1846 წლის 15 სექტემბერს და ააგეს როგორც ერთსაკურთხევლიანი. გარდა ტაძრისა მის გარშემო ასევე იგეგმებოდა სამრეკლოს აგებაც. მშენებლობის მთავარი მეცენატი იყო ეკატერინბურგელი ვაჭარი ე. ა. ტელეგინი. მშენებლობის დასრულებისთანავე 1860 წლის 12 სექტემბერს ეკატერინბურგის ეპისკოპოსმა ვარლაამმა მოახდინა ტაძრის საზეიმო კურთხევა. პირველი საკურთხეველი ააშენეს იოანე ნათლისმცემლის სახელზე.

მაგრამ ძალიან მალევე მცირე სამლოცველო ნაგებობა აღარ იყო საკმარისი მრევლისთვის, განსაკუთრებით დღესასწაულების პერიოდში, ამის გამო 1886 წელს ეკატერინბურგის ეპისკოპოს ნათანიელის ლოცვა-კურთხევით დაიწყეს კიდევ ორი ეგვტერის მშენებლობა ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეს. მარცხენა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეგვტერი აკურთხეს 1887 წლის 27 დეკემბერს, ხოლო მარჯვენა ღვთისმშობლის ხატის სახელზე აკურთხეს 1888 წლის 3 ივნისს.

XIX და XX საუკუნეების დასაწყისში რუსეთის ისტორიაში მთელი რიგი საბედისწერო მოვლენების მიუხედავად, ეკლესიის ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა. 1930-იან წლებში ანტირელიგიური კამპანიის პერიოდში დახურეს ეკატერინბურგის ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარი და ყველაწმინდის ეკლესია. ნათლისმცემლის ტაძარში გადაიტანეს სვერდლოვსკისა და ურალის მიტროპოლიტ გრიგორი იაცკოვსკის კათედრა.

დიდი სამამულო ომის დაწყების შემდეგ ეკლესიაზე შეტევა შენელდა. 1943 წლიდან ტაძარი სვერდლოვსკის ეპარქიის საკათედრო გახდა. მესამედი საუკუნის განმავლობაში იოანე ნაათლისმცემლის ტაძარი იყო ურალის მთავარი ტაძარი და ერთადერთი ტაძარი სვერდლოვსკში, რომლის მოსახლეობამ ჯერ კიდევ 1970-იან წლებში გადააჭარბა მილიონს.

1957 წელს შესასვლელთან მიაშენეს ტამბური, რამაც გაზარდა ტაძრის ტევადობა 80-100 ადამიანით[1].

ქვეყანაში დაწყებული გარდაქმნის შემდეგ 1988 წელს ტაძარს ზარების რეკვის ნება დართეს.

2007 წელს გამოაცხადეს, რომ ტაძრის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2010 წელს შეიქმნებოდა ტაძრის მუზეუმი[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]