ეკატერინა სუშკოვა
ეკატერინა სუშკოვა | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 18 მარტი, 1812[1] |
დაბადების ადგილი | ულიანოვსკი |
გარდაცვალების თარიღი | 10 ოქტომბერი, 1868[1] (56 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სანქტ-პეტერბურგი |
საქმიანობა | მწერალი |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
შვილ(ებ)ი | Q4371414? |
ეკატერინა ალექსანდრეს ასული სუშკოვა (ქორწინებაში ხვოსტოვა, დ. 18 მარტი, 1812 — გ. 15 ოქტომბერი, 1868, სანქტ-პეტერბურგი) — რუსი მემუარისტი, სუშკოვების საგვარეულოდან. მწერალ ელიზავეტა ლოჟინსკაიას[2] და, ასევე ევდოკია როსტოპჩინას და ელენა განის ბიძაშვილი. 1838 წელს დაქორწინდა დიპლომატ ალექსანდრ ხვოსტოვზე. მისი მემუარები, რომლებიც მიხეილ ლერმონტოვზე ფასეულ ცნობებს შეიცავს, გარდაცვალების შემდეგ, 1870 წელს გამოიცა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკატერინე სუშკოვა დაიბადა 1812 წლის 18 მარტს სიმბირსკში. ჩვილობიდანვე დააშორეს მშობლებს და სამი წლის ასაკამდე ბაბუის, ვასილ სუშკოვის (1747-1819), სიმბირსკის ყოფილი გუბერნატორის, სახლში გაიზარდა. ამის შემდეგ, ექვსი წლის ასაკამდე, მშობლებთან ერთად ცხოვრობდა პენზაში, შემდეგ კი მოსკოვში. მშობლების, ალექსანდრე სუშკოვისა და ანასტასია პავლოვნას (1789-1828) (დაბადებით დოლგორუკოვას) ოჯახური ცხოვრება არ შედგა. ეკატერინეს მამის, ანდრეი ფადეევის მოგონებების მიხედვით:[3]
1820 წელს ეკატერინას მშობლები გაიყარნენ. მამამ, მიიჩნია, რომ ცოლი, რომელიც გულით იყო დაავადებული, ვერ შეძლებდა შვილების აღზრდას, ძალით წაიყვანა ისინი და ეკატერინა და მისი უმცროსი და, ელიზავეტა (1815-1883), აღსაზრდელად თავის დას ჩააბარა.
ეკატერინა ქორწინებამდე ცხოვრობდა მამიდის მარია ბეკლეშოვას (1792-1863) მდიდარ სახლში. 1829 წელს ეკატერინე საზოგადოებაში გავიდა, სადაც მან წარმატება მოიპოვა და ბევრი თაყვანისმცემლებიც ჰყავდა.
ბევრი ეკატერინას მოსაწყენ და ზედმეტად უბრალო ხასიათის გოგონად მიიჩნევდა. შესაძლოა, ეს შეხედულება იმან განაპირობა, რომ მისი მამიდა, ბეკლეშოვა, საზოგადოებრივ ცხოვრებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და მისი სახლი ყოველთვის ღია იყო სტუმრებისთვის. მათ სახლში მუდმივი აურზაური, ვახშმები და მეჯლისები იმართებოდა. თავად ეკატერინა აღიარებდა, რომ ის არ ცხოვრებდა ასე საკუთარი სურვილით, არამედ მხოლოდ მამიდის გულის მოსაგებად. მისთვის აუცილებელი იყო საზოგადოებაში ხშირად გამოჩენა, რათა წარმატებულად გათხოვილიყო.
გაცნობა ლერმონტოვთან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ახლო მეგობარ ბარონესას ჰიუგელის სახლში, ეკატერინამ 1830 წელს ზაფხულში გაიცნო მიხეილ ლერმონტოვი. თავის „მემუარებში“ სუშკოვა იხსენებდა:
თვრამეტი წლის ქალაქელმა ახალგაზრდა ქალბატონმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ახალგაზრდა პოეტზე. 1830 წლის ზაფხულში, მოსკოვის მახლობლად სერედნიკოვის სტოლიპინის მამულში, სადაც ლერმონტოვი და ვერეშაგინა სტუმრობდნენ და სადაც ხშირად ჩადიოდა მეზობელი ბოლშაკოვოდან სუშკოვა, „შავთვალა ქალბატონის“ მიმართ ლერმონტოვის გრძნობებმა მწვერვალს მიაღწია.
1830 წელს ლერმონტოვი ეკატერინეს მიუძღვნის 11 ლექსს, რომლებიც მისი სატრფიალო ლირიკის „სუშკოვური ციკლის“ შემადგენლობაში შევიდა. მართალია, სუშკოვა, იღებდა მისდამი მიძღვნილ ლექსებს ახალგაზრდა პოეტისგან, რომელიც მასზე იყო შეყვარებული, მაგრამ არ მალავდა დამცინავ დამოკიდებულებას მისი სიყვარულის მიმართ.
1830 წლის შემოდგომაზე ისინი დაშორდნენ ერთმანეთს, ხოლო 1834 წლის ბოლოს ეკატერინა სუშკოვა და მიხეილ ლერმონტოვი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს პეტერბურგში. ამ დროისთვის ორივეს ცხოვრებაში დიდი ცვლილებები იყო მომხდარი. ლერმონტოვი ლეიბ-გვარდიის გუსართა პოლკის ოფიცერი გახდა, სუშკოვას კი კეკლუცი ქალბატონის რეპუტაცია ჰქონდა დამკვიდრებული საზოგადოებაში. ის ალექსეი ლოპუხინზე, ლერმონტოვის მეგობარზე, აპირებდა გათხოვებას, რასაც მკაცრად ეწინააღმდეგებოდნენ ალექსეის ნათესავები. ლერმონტოვმა იცოდა ლოპუხინის განზრახვების შესახებ ვერეშაგინას წერილებიდან, რომელიც მართალია ეკატერინეს მეგობრად ითვლებოდა, მაგრამ მაინც იზიარებდა მის შესახებ ნათესავების აზრს. როგორც ჩანს, ვერეშაგინამ „აკურთხა“ ლერმონტოვი, რომ გადაერჩინა „უკიდურესად ახალგაზრდა“ ალექსეი „ძალიან ადრეული ქორწინებისგან“. ამ დროისთვის ლერმონტოვის გრძნობებიდან ეკატერინას მიმართ აღარაფერი იყო დარჩენილი. ლერმონტოვმა, თითქოს ეკატერინას მიმართ კვლავ ჰქონდა გრძნობები, სინამდვილეში გააზრებული თამაში წამოიწყო. სუშკოვა ამას ვერ ხვდებოდა და ნამდვილად შეიყვარა იგი. როდესაც ლოპუხინი მოსკოვში დაბრუნდა, ლერმონტოვმა ვერეშაგინასადმი მიწერილ წერილში (1835 წლის გაზაფხულზე) აღწერა სუშკოვასთან მისი ურთიერთობის მიმდინარეობა და თხრობა შემდეგნაირად დაასრულა:
ეს ინტრიგა აისახა დაუმთავრებელ მოთხრობაში „პრინცესა ლიგოვსკაია“, სადაც სუშკოვა გახდა ელიზავეტა ნეგუროვას პროტოტიპი.
გათხოვება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლერმონტოვთან დაშორებიდან სამი წლის შემდეგ, 1838 წელს, ეკატერინე დაქორწინდა თავის დიდი ხნის თაყვანისმცემელ ა. ხვოსტოვზე, რომელიც 1829 წელს გაიცნო, ადამიანზე, რომელიც არც მდიდარი იყო და არც განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის პირი. მოკლე დროის განმავლობაში, როდესაც მისი ქმარი დიპლომატიური კანცელარიის დირექტორის პოსტს იკავებდა თბილისში, ეკატერინე კავკასიაში ცხოვრობდა. 1840-იანი წლების დასაწყისიდან ხვოსტოვები საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ — ვენეციაში, ტურინში, მარსელსა და გენუაში. ყირიმის ომმა ისინი რუსეთში დააყოვნა. 1861 წელს ეკატერინე ალექსანდროვნას ქმარი გარდაიცვალა. გლეხთა რეფორმის დროს იგი სამშობლოში დაბრუნდა და სამუდამოდ დასახლდა პეტერბურგში. აქ ეკატერინა ჩვეულ ოჯახურ ცხოვრებაში ჩაერთო და ზრდიდა სამ შვილს: ვლადიმირს, ანასტასიას და ანნას.
ეკატერინა სუშკოვა-ხვოსტოვა გარდაიცვალა 1868 წლის 10 ოქტომბერს პეტერბურგში, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Т. Н. Кольян, «В честь девы, милой сердцу и прекрасной…», 2005 г., ОАО "Типография «Новости», тираж 7000
- Екатерина Сушкова. Записки. — М.: «Захаров», 2004. — 304 с. — ISBN 5-8159-0401-5.
- Записки Екатерины Александровны Хвостовой, рождённой Сушковой. — 2-е изд. — СПб., 1870.