ეკატერინა კოვალევსკაია (მოჭადრაკე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ეკატერინა კოვალენსკაია (მოჭადრაკე))
ეკატერინა კოვალენსკაია

ეკატერინა კოვალენსკაია 2007 წელი
ქვეყანა (სპორტი) რუსეთის დროშა რუსეთი
ეროვნება რუსი
დაბადების თარიღი 17 აპრილი, 1974 (1974-04-17) (50 წლის)
დაბადების ადგილი დონის როსტოვი,რსფსრ, სსრკ
წოდება საერთაშორისო ოსტატი (2004)
ფიდე რეიტინგი 2494 (მარტი 2021) [1]
მაქსიმალური რეიტინგი 2507 (ივლისი 2001)
საიტი kashlinskaya.ru

ეკატერინა კოვალევსკაია (რუს. Екатерина Ковалевская; დ. 17 აპრილი, 1974, დონის როსტოვი,რსფსრ, სსრკ) — რუსი მოჭადრაკე, ქალთა შორის დიდოსტატი (2004), ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი.[2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭადრაკში შეჯიბრებებზე პირველად 1979–1985 წლებში, კულტურის სახლ „როსტელმაშის“ ადგილობრივ საჭადრაკო კლუბ „Слоненок“-ში, გამოდიოდა. მისი პირველი მწვრთნელი სპორტის ოსტატი და და კანდიდატი ჭადრაკში ვლადიმირ კანცინი იყო. 1993 წელს ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის ზონალურ ტურნირზე გამოვიდა, თუმც უშედეგოდ. 1994 წელს ქალთა შორის რუსეთის ჩემპიონი გახდა და ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიადაზეც იასპარეზა. 1999 წელს ევროპის საკლუბო გათამაშებაში Rudenko School Kherson-ის შემადგენლობაში მეორე დაფზე თამაშობდა და ოქროს მედლებიც მოიგო. 2000 წელს გაზაფხულზე ბათუმში ევროპის პირველ ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, შემდეგ ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაო, ხოლო შემოდგომაზე რუსეთის პირველობაზე ქალებში მეორედ იჩემპიონა. მომდევნო წელს ევროპის ქალთა ვიცე-ჩემპიონობა ვარშავაში გაიფორმა.

ეკატერინა კოვალენსკაია 2016 ბადენ-ბადენი

ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზონალური ტურნირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად მსოფლიოს ჩემპიონატის ზონალურზე 1993 წელს ორიოლში გამოვიდა, მაგრამ მომდევნო ეტაპზე ვერ გადავიდა. კვლავ ზონალურზე დაასრულა გამოსვლა 1995 წელს ორიოლში.

2000[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წელს ფიდემ ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის წესები შეცვალა და ჩემპიონის გამოსავლენად 64 ქალიანი ტურნირი დაგეგმა, სადაც შეჯიბრი ნოკაუტ-სისტემით მიმდინარეობდა. კოვალენსკაია ნიუ-დელიში მე-11 ნომერი იყო და ნახევარფინალამდე მივიდა. პირველ ეტაპზე ელა პიტამი დაამარცხა 1:0, შემდეგ მარტა ზიელინსკა 1,5:0,5, მესამეში უკრაინელი ტატიანა ვასილევიჩი ჩამოიცილა გზიდან 1,5:0,5, მეოთხეში პენ ჩაოცინი 1,5:0,5 და ბოლოს ჩინელ ქსიუ ჟუნთან დამარცხდა 1,5:2,5.

2001[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსკოვში მესამე ეტაპამდე მივიდა, სადაც მეშვიდე ნომრად იყო განთესილი. პირველში ირანელ შადი პარიდარს მოუგო 1,5:0,5, შემდეგ სომეხ ლილიტ მკრტჩიანს და მესამეში ქართველ ნინო ხურციძესთან დამარცხდა 0,5:1,5

2004[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეიტინგით მეექვსე იყო ელისტაშიდა სამი ეტაპის გადალახვა შეძლო. ჯერ ანა ჰაჰნის სძლია 1,5:0,5, შემდეგ სომეხ ლილიტ მკრტჩიანს 1,5:0,5 მაგრამ შემდეგ ლიტველს ვიკტორია ჩმილიტთან დამარცხდა 2:4.

2006[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფინალამდე მივიდა ეკატერინბურგში, სადაც მე-12 ნომრად იყო განთესილი. პირველ ეტაპზე არგენტინელ კაროლინა ლუჟანს მოუგო 2:0, მეორეში ოლგა ალეკსანდროვა დაამარცხდა 1,5:0,5, მესამეში უკრაინელი კატერინა ლაგნო 2,5:1,5, მეოთხედფინალში გერმანიის სახელით მოასპარეზე ქეთინო კახიანი-გერშინსკა 2,5:1,5, ნახევარფინალში ინდოელი ჰამპი კონერუ 2,5:1,5 და ფინალში ბულგარელ ანტოანეტა სტეფანოვას დაუპირისპირდა. რეგლამენტით ოთხი მატჩი იყო განსაზღვრული. პირველი შეხვედრა თეთრებით წააგო რუსმა, მეორე შავებითაც, მესამეში ყაიმი ითამაშა და ჩემპიონი ბულგარელი გახდა.

მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4
ანტოანეტა სტეფანოვა დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი 1 1 = - 2,5
ეკატერინა კოვალენსკაია დროშა: რუსეთი რუსეთი 0 0 = - 0,5

მეოთხედფინალამდე მივიდა ეკატერინბურგში, სადაც მე-19 ნომრად იყო განთესილი. ერთნაირი ანგარიშებით 1,5:0,5 ჩამოიცილა კუბელი სულენიუს პინა და მარია კურსოვა. მესამეში 2,5:1,5 მოუგო პენ ჩაოცინს და მეოთხეში ჩინელ სიუ იუხუასთან გამოვარდა 1,5:2,5.

2012[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველივე ეტაპიდან გამოვარდა ხანტი-მანსიისკში, სადაც 41-ე ნომერი იყო. იგი რუს ალისა გალიამოვასთან დამარცხდა 1:3.

2015[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე ეტაპამდე უწია სოჭში, სადაც 36-ე იყო. პირველ შეხვედრაში ქართველი ნინო ხურციძე დაამარცხა 1,5:0,5 და მეორეში რუმინელ ვიკტორია ჩმილიტესთან წააგო 0,5:1,5.

2017[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

30-ე ნომერი იყო თეირანში და პირველივე მატჩში დამარცხდა უკრაინელ ინა გაპონენკოსთან 0,5:1,5.

ფიდეს ქალთა გრან-პრის სერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიდეს ქალთა გრან-პრის 2011–2012 წლების სერიაში მიიღო მონაწილეობა, რომლის გამარჯვებულიც მსოფლიოს ჩემპიონს ტიტულისთვის შეერკინებოდა. კოვალენსკაიამ ექვსი ტურნირიდან ოთხში იასპარეზა და 24 ქალში მე-12 ადგილს დასჯერდა.

ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთის ნაკრებში დებიუტი 1994 წელს მოსკოვში ოლიმპიადაზე ჰქონდა. იგი სათადარიგო დაფაზე თამაშობდა. 1998 წელს ელისტაში მეორე დაფაზე გამოვიდა და ნაკრემა ვერცხლი მოიგო, თვითონ კი მესამე იყო და მონაგარს ბრინჯაოც მიუმატა. 2000 წელს სტამბოლშიც მეორე დაფაზე იბრძოლა და გუნდი მესამეზე გავიდა. პირველ დაფაზე აღზევდა ორი წლის შემდეგ ბელში და ნაკრებს ვერცხლი მოაგებინა. გუნდური ბრინჯაო მოიგო 2004-ში კავლიოში, თვითონ კი მესამე დაფაზე იყო. 2006-ში ვერცხლის მედალი მოიპოვეს ტურინში, სადაც კოვალენსკაია სათადარიგოზე ჩამოაქვეითეს.[3] ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ორი გუნდური მედალი აქვს მოგებული. 2005-ში გეტებორგში მესამე დაფაზე მოთამაშემ ბრინჯაო აიღო, ხოლო 2007-ში კრეტაზე მეოთხე დაფაზე ოქრო. ორი გუნდური ვერცხლი და ერთი ინდივიდუალური ოქროს მედალი აქვს მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატებზე, სადაც მესამე დაფაზე გამოვიდა. 2007-ში ეკატერინბურგში ინდივიდუალური ოქრო-ვერცლით ხელდამშვენებული დაბრუნდა, ხოლო 2009-ში ნინგბოში მხოლოდ ვერცხლს დასჯერდა.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. [1]. FRL March 2021.
  2. [2] დაარქივებული 2021-01-16 საიტზე Wayback Machine. . Ekaterina Kovalevskaya.
  3. [3]. WOMEN’S CHESS OLYMPIADS.
  4. [4]. WORLD WOMEN’S TEAM CHESS CHAMPIONSHIP.